x
image
Yoona
Mediator image
ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ
imageთითოეული ჩვენგანი უნიკალურია და განსაკუთრებულ ნიჭს ფლობს. თუმცა ყველამ არ იცის, თუ რა ფარული ნიჭის მატარებელია.

ამ ტესტის დახმარებით, გაიგებთ იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელიც თქვენში იმალება.

ტესტის გასავლელად ქვემოთ მოცემულ კითხვებს პასუხი გაეცით, ქულები დააგროვეთ, დააჯამეთ და გაიგეთ თუ რა არის თქვენი ფარული ნიჭი. აღსანიშნავია, რომ ტესტი სურათს სრულად არ აღწერს და ზუსტ პასუხს არ მოგცემთ, თუ რომელ სფეროში უკეთესი იქნება განვითარება. ამ ტესტის სერიოზულად აღქმა და გულთან ახლოს მიტანაც ასევე არ ღირს. თუმცა რაღაც ახლის ცდა გვიანი არასდროს არაა, რადგან არავინ იცის ამისგან რა გამოვა.

მოდით დავიწყოთ


1.მიღებული განათლების მიუხედავად რას საქმიანობით დაკავებას ისურვებდით?

ფსიქოლოგი ან ანალიტიკოსი - 0

რაღაც, რაც შემოქმედებითობასთან კავშირშია - 1

ჟურნალისტი ან მასწავლებელი - 2

„არა მტვრიანი“ სამუშაო ოფისში - 3

მეცნიერი, მკვლევარი ან გამომგონებელი - 4

მენეჯერი, უფროსი - 5


2.აქედან ყველაზე კარგად რა გამოგდით?

ადამიანების წაკითხვა და მათი აზრების და გრძნობების გაგება - 0

კინემატოგრაფიასა და წიგნებში გარკვევა - 1

ადამიანების დახმარება - 2

სახლში წესრიგის დაცვა - 3

იყო მოქნილი, ახალი ტრენდის სწრაფად ათვისება და კარგად გამოყენება - 4

მიზნების დასახვა და მის მისაღწევად სტრატეგიის შედგენა - 5


3.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე უკეთ რომელი აგწერთ?

თქვენ შეგიძლიათ ადამიანებზე გავლენის მოხდენა - 0

სილამაზეში ერკვევით და კარგი გემოვნება გაქვთ - 1

გუნდში კომფორტული ატმოსფეროს შექმნა შეგიძლიათ - 2

მეგობრების და ახლობლების გახარების უნარი გაქვთ - 3

ყოველთვის შეძლებთ იპოვოთ ამოცანა, რის ამოხსნაზეც იმუშავებთ - 4

გუნდის მართვა და სამუშაოს კოორდინაცია შეგიძლიათ - 5


4.აირჩიეთ ერთი ცხოველი:

პეპელა - 0

გედი - 1

დელფინი - 2

მგელი - 3

ყორანი - 4

ლომი - 5


5.ქვემოთ მოცემული მტკიცებულებიდან თქვენთან ყველაზე ახლოს რომელია;

კედლებსაც ყურები აქვთ - 0

ნისლი ყვავილების სურნელს ვერ დამალავს - 1

ხელში წყალი დააგროვეთ და მასში მთვარეს დაინახავთ - 2

სიჩქარეში შეცდომები იმალება - 3

ბუჩქს ზრდაში ვერ დაეხმარები, თუ მას ამოძირკვავ - 4

ძლიერ ადამიანებს ძლიერი სურვილები აქვთ, სუსტებს კი დიდი ოცნებები - 5


შედეგები

ახლა ქულები დათვალეთ და გაიგეთ თქვენი ფარული ნიჭის შესახებ

თუ თქვენ 0 - 5 ქულა გაქვთ

თქვენ ადამიანების წაკითხვა შეგიძლიათ

ყველა ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანის გაგება. ტესტის შედეგის მიხედვით, თქვენ ადამიანის ქცევას და მისი ქცევის ცვლილებებს შორის კავშირის დანახვა შეგიძლიათ. ასევე ხშირად მათი ქმედების წინასწარ განზრახვას ახერხებთ.

ასეთი შესაძლებლობის წყალობით თქვენ მანიპულაციის უნარი გაქვთ და არაა აუცილებელი ცუდი გაგებით. რა თქმა უნდა, ასეთი უნარი უნდა განავითაროთ, ის თავისთავად იშვიათად ჩნდება. ბუნების არსის გაგება დაგეხმარებათ კონფლიქტების თავიდან არიდებაში. სხვა ადამიანების გრძნობების და ემოციების გაგების შესაძლებლობა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გეხმარებათ.


თუ თქვენ 6 – 10 ქულა გაქვთ

თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ

არსებობს ალბათობა, რომ თქვენს შიგნით შემოქმედებითი და მგრძნობიარე ბუნება იმალება, რომელსაც ხელოვნების და მისი მატარებელი აზრობრივი დატვირთვის გაგება შეუძლია. გიყვართ და კარგად ერკვევით კინემატოგრაფიაში, ასევე ხელოვნებასა და ლიტერატურაში შესანიშნავად ერკვევით.

სილამაზის აღქმის უნარი გაძლევთ მოტივაციას შექმნათ რაღაც ახალი. მაგ., ლექსების წერა, ხატვა, თეატრში თამაში ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მოგწონთ ყველაზე მეტად და განვითარება გააგრძელოთ. არსებობს ალბათობა, რომ თქვენი ნიჭი დაგეხმარებათ განვითარდეთ სფეროში, რომელსაც არც კი დაფიქრებულხართ.


თუ თქვენ 11 – 15 ქულა.

თქვენ კომპანიის სული ხართ.

თქვენ ბევრ ადამიანს იცნობთ, რადგან სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში დროის გატარება გიყვართ. კომპანიაში თქვენ მეგობრული ხართ, კარგ იუმორს ფლობთ, მოსმენა შეგიძლიათ და თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა.

შესაძლოა კომპანიის სული არ იყოთ, მაგრამ ყურადღებას მოკლებული არ ხართ. ადამიანების თქვენ მიმართ კეთილად განწყობის გასაოცარი უნარი გაქვთ. არსებობს შანსი, რომ ადამიანები თავიანთ საიდუმლოებებს გაგანდობენ და თქვენი ოცნებების მიღწევაში დაგეხმარებიან.

თუ თქვენ 16-20 ქულა გაქვთ.

თქვენ გამომგონებელი ხართ.

თქვენ საკმაოდ მაღალი დონის ინტელექტი გაქვთ. ერთ ადგილას გაჩერება არ გიყვართ და ყოველთვის წინსვლა, ახლის შესწავლა გსურთ. გაქვთ უნარი ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შთაბეროთ, დაინახოთ პოტენციალი იქ, სადაც უმეტესობა ვერაფერს ამჩნევს. თქვენი ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ რაღაც ჩვეულებრივისგან ახალი რამ შექმნათ. თავში ხშირად უჩვეულო იდეები მოგდით, რომლებიც სხვებს უცნაური ეჩვენებათ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მის შესრულებას არ ცდილობენ.


თუ თქვენ 21 – 25 ქულა გაქვთ.

თქვენ ლიდერი ხართ.

ხელმძღვანელად არავინ იბადება, მაგრამ შეგიძლიათ განავითაროთ ლიდერის უნარ-ჩვევები, თამაშის წესები შეიცნოთ და გარემოების სწორად გამოყენება ისწავლოთ. თუმცა ლიდერი შეიძლება გახდეთ. თქვენ ძლიერი სულის მეპატრონე ხართ და მიზნის მიღწევის უნარი გაგაჩნიათ.

ზოგჯერ ლიდერს რაღაცის ძალიან ცდა არ უწევს, რომ რაღაცას მიაღწიოს, რადგან ადამიანები მასში ისედაც ავტორიტეტს ხედავენ. გაითვალისწინეთ, თქვენ შეგიძლიათ მიზნების დასახვა და მის მისაღწევად გეგმის შედგენა. ლიდერი აღწევს წარმატებას როგორც სამსახურში, ასევე ცხოვრებაში.

თუ ლიდერის თვისებებს განავითარებთ, მაშინ ბევრი ერთი შეხედვით შეუძლებელი ამოცანის შესრულებას შეძლებთ.


საკუთარი თავის, თქვენი ძლიერი მხარის შეცნობა ბევრის მიღწევაში დაგეხმარებათ. გააგრძელეთ წინ სიარული, შეისწავლეთ საკუთარი თავი და გარშემო სამყარო და შესაძლოა, იმდენის გაკეთება შეძლოთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

0
2138
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0