x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბიძინა ივანიშვილი სამშაბათს „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და „ტვ პირველს“ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს მისცემს
image


23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სამი ყველაზე რეიტინგული არხის, მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია “იმედიდან”, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და tv “პირველიდან” – „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.

.

ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსამსახურმა გაავრცელა: „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.


.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0