x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კვირის (22.06 - 28.06) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image


გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს და გაიგეთ რა გელოდებათ:



მორიელი


ირგვლივ მყოფებს თავის გამოვლენის საშუალება მიეცით, მაგრამ ყოველთვის დაანახვეთ, ვინ არის მთავარი გამწევი ძალა. ამ კვირაში კარგად უნდა შეისწავლოთ თქვენი კოლეგების შესაძლებლობები, ასევე, სცადეთ გაიგოთ რას გეგმავენ კონკურენტები. ეს ინფორმაცია სულ მალე შეუფასებლად მნიშვნელოვანი გახდება! მისია, რომელიც რამდენიმე თვის წინ იკისრეთ, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და, თუ გინდათ, რომ წარმატებით შეასხათ ხორცი, არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეთ. ამ კვირაში თავს დაგატყდებათ მოულოდნელობა, რომელსაც მზად უნდა დაუხვდეთ და სწრაფი რეაგირებით გადაჭრათ პრობლემა. ამ კვირაში მოსალოდნელია ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება. მოგაწვებათ აუხსნელი, პოზიტიური ემოციები, რომელიც შეგმატებთ ენერგიას.



მშვილდოსანი


თუ თქვენ ის მშვილდოსანი ბრძანდებით, რომელიც ბოლო დროს უენერგიობას და მუდმივ ძილიანობას უჩიოდა, მოსალოცად გაქვთ საქმე, რადგან ამ კვირაში თქვენი მთვლემარება და აპათეა დასრულდება! გაგიჩნდებათ სურვილი, ძველ საქმეს დაუბრუნდეთ ან სრულიად ახალ მიმართულებაში სცადოთ ბედი. საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩებით. ამ კვირაში მოერიდეთ მოგზაურობას, რომელიც ასეოდენ გიყვართ, თორემ ხათაბალაში გაეხვევით. განტვირთვის საშუალებები თქვენივე ქალაქში/სოფელში მოძებნეთ. ზოგჯერ უბრალოდ წიგნის წაკითხვამაც კი წარმოუდგენელი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს! გაიხსენეთ წარსული და კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შეცდომები. ეცადეთ ერთსა და იმავე ლაფში ორჯერ არ გაისვაროთ. ბევრი იმოძრავეთ, რადგან არსებობს წონაში მატებისა და ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის ალბათობა. დროებით შეელიეთ კომპიუტერსა და პლანშეტს, მაშინ მაინც, როცა სამსახურში არ ხართ, ან წინასწარვე შეეგუეთ ფაქტს, რომ თავის ტკივილი დაგეწყებათ და თვის ბოლოს თვალის ექიმთან კონსულტაცია მოგიწევთ.


თხის რქა


ამ კვირაში ცხოვრება ახალ შანსს გთავაზობს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან. ისინი, ვინც საინტერესო შემოთავაზებით მოგაკითხავენ, კარგად გიცნობენ, ამიტომ ეიმედებით. შესაძლოა მოლაპარაკებები წარიმართოს ვირტუალურად, ონლაინრეჟიმში. იმ თხის რქების ცხოვრებაში, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდება. ზოგიერთმა თხის რქამ შესაძლოა სამეგობრო წრე გამოიცვალოს, უმტკივნეულოდ ჩამოშორდით მათ, ვისაც თქვენი აღარ ესმის ან არ აფასებს მათთვის გაკეთებულ სიკეთეს. ამ პერიოდში შეხვდებით მომხიბვლელ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელიც თქვენი გულის მოგებას მოახერხებს.


მერწყული


ამ კვირაში გამოეყოფით ბოჰემურ საზოგადოებას, რომელშიც ბოლო დროს ტრიალებდით. მოსალოდნელია შეხედულებების რადიკალური ცვლილება. შესაძლოა თქვენს გონებრივ და რაციონულ მსჯელობაზე ამბიციები გამეფდეს, რაც ხელს შეგიშლათ ადამიანებთან ურთიერთობაში, საქმეზე კონცენტრაციაც გართულდება. სჯობს, ამბიციები მოთოკოთ და სამუშაოში თავით ჩაეფლათ, ამ შემთხვევაში ყველას ღირსეულად დაუმტკიცებთ, რაოდენ ნიჭიერი და კომპეტენტური ხართ. ზოგიერთ მერწყულს ოცნების სახლის ყიდვის შანსი მიეცემა. კვირის ბოლომდე თქვენს ერთ-ერთ მეგობარს გაუჭირდება, თქვენი ფსიქოლოგიური ან მატერიალური მხარდაჭერა დასჭირდება.


თევზები კითხვის გაგრძელება > > >


image



0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0