x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი აეროპორტში გარდაიცვალა
image
ბრიტანული სათამაშოების კომპანიის Wow Toys-ის დამფუძნებელის ჰადიმ ედნან ლაპერუზას 15 წლის ქალიშვილი, ნატაშა აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩის ჭამის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა Daily Mail- ი იტყობინება 15 წლის ნატაშამ ფრენის დაწყებამდე იყიდა სენდვიჩი ზეთისხილით და სეზამის თესლით. გოგონა, რომელსაც ქონდა ალერგია სეზამის თესლზე, ყოველთვის ამოწმებდა მის შემცველობას. ამ დროსაც, ის დარწმუნდა, რომ სენდვიჩის ზედაპირზე არ იყო სეზამის თესლი. თუმცა, ამ შემთხვევაში, სეზამის თესლი ცომში აღმოჩნდა დამატებული, რაც გოგონამ ვერ შეამჩნია..
ნატაშა ლონდონიდან ნიცაში ფრენის დროს ავად გახდა. ეკიპაჟის წევრებმა გაუწიეს პირველადი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მამამ ორი ნემსი ეპინეფრიომის გაკეთება მოასწრო, გოგონა მაინც მწვავე ალერგიული რეაქციის გამო გარდაიცვალა.image

სეზამი შედის საკვები პროდუქტების ალერგენებს შორის, რომელთა შესახებ რეკომენდირებულია შეფუთვების წარწერებზე. სენდვიჩის მწარმოებელი ფირმის მენეჯერი ამბობს, რომ მყიდველს შეუძლია მაღაზიათა ქსელში მოიძიოს ინფორმაცია ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

ინციდენტზე დაიწყო გამოძიება. მილიონერი სენდვიჩის მწარმოებლისგან პასუხს მოითხოვს. ასევე, გამომძიებლები აპირებენ მოიკვლიონ, თუ რამდენად მზად იყო თვითმფრინავის ეკიპაჟი წარმოქმნილი ექტრემალური სიტუაციისთვის.


0
290
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0