x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სელფის მსხვერპლნი: 6 წელიწადში 259 დაღუპული
სოციალური ქსელების ბუმში, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ფოტოს ქვემოთ გულები ბევრს არაფერს ნიშნავს და ყველაზე უმნიშვნელო რამაა, რაზეც შეიძლება ადამიანმა ინერვიულოს. “ლაიქებისა" და კომენტარების მოსაპოვებლად ზოგიერთი გაუმართლებელ რისკზე მიდის და ეფექტური სელფის გადასაღებად უჩვეულო და საშიშ ადგილებსაც კი არ ერიდება.

ამ უაზრო გატაცებამ ბოლო 6 წლის მანძილზე 259 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.imageინდოეთის მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლება კვლევა ჩაატარეს, რომლის მსვლელობის დროსაც ისეთ ჩვეულებრივ ფაქტზე, როგორიცაა სელფის გადაღება, ბევრი უჩვეულო რამ შეიტყვეს. მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში სელფის მსხვერპლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 2011 წელს მხოლოდ 3 ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს კი – 97. ზრდის ტენდენცია აშკარად საგანგაშოა. და ეს ოფიციალური მონაცემებია. რეალურად, სელფის მსხვერპლთა რიცხვი უფრო დიდი შეიძლება იყოს.imageკვლევის დროს გამოირკვა, რომ სასიკვდილო სელფების უმრავლესობა ინდოეთშია დაფიქსირებული, შემდეგ მოდის რუსეთი, აშშ და პაკისტანი. დაღუპულთა 85% 10-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

imageimage სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ვარდნა, დახრჩობა ან ავტოსაგზაო შემთხვევა. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა სელფომანები მაღალი ძაბვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ან ცხოველთა თავდასხმის გამო დაიღუპნენ.imageზოგიერთ სიტუაციაში ახალგაზრდები ცდილობდნენ მომავალი მატარებლის ფონზე გადაეღოთ სელფი, მაგრამ რელსებიდან გადასვლა ვეღარ მოასწრეს. თუმცა, ყველაზე ხშირად, სელფის ფანატები სიმაღლიდან ჩამოვარდნით იღუპებიან.


1.image2015 წელს გოგონა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ცოცხლად დაიწვა. თავის მეგობარ ანნა ურსუსთან ერთად ის მატარებელზე აძვრა, რომ სელფი გადაეღოთ და შემთხვევით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო. 27 ათასმა ვოლტმა ის წამში მატარებლიდან გადააგდო. გოგონა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სხეულის 50% დამწვრობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.



2.imageმექსიკელი ოსკარ აგილარ ოტერო სოციალური ქსელისთვის იღებდა ვიდეოს, როცა დატენილი იარაღი გაუვარდა, რომელსაც ტელეფონის საყრდენად იყენებდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


3.imageკოლეტ მორენო ქორწილისთვის ემზადებოდა და წინასაქორწილო წვეულებაზე მიმავალი გარდაიცვალა, როცა ავტომობილში თავის მეგობარ ეშლისთან ერთად სელფს იღებდა. ეშლიმ მანქანის მართვა დაკარგა. ავტომობილი საპირისპირო ზოლში გადავიდა და რამდენიმე მანქანას დაეჯახა.


გახსოვდეთ, სელფი უბრალო ფოტოა და იმ დროს, რომელსაც თქვენ მათზე გადასაღებად ხარჯავთ და ძალისხმევას არ იშურებთ “ლაიქების" მოსაპოვებლად, ნამდვილი ცხოვრება გვერდით მიედინება.

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0