x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
თბილისში მეტროს ახალი სადგურები რუსთავამდე დაემატება

image

თბილისში 2019 წლის ბოლოს სამგორის მეტროდან დაგეგმილია 6 ახალი მიწისზედა მეტროს სადგურის მშენებლობა ლილოს მიმართულებით, საბოლოოდ კი მეტრო ქალაქ რუსთავამდე იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკა-ეკოტრანსპორტი“პრეზენტაციის დროს განაცხადეს.



"ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება - ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, სამგორი-აეროპორტი - აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება და 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან 30 მილიონ დოლარამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება. დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულ ხაზებს 6 შემადგენლობა ეყოლება, რომელიც ორიმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. თავდაპირველად ამ ხაზზე მატარებლისთვის მოცდის შუალედი 10 წუთი იქნება, თუმცა შემდგომში ეს დრო დაბლა დაიწევს. 2021 – 2022 წლებში ექსპლუატაციაში მეტროს ახალი 7 სადგური, რის შემდეგაც დაემატება სადგურები:სამგორი-2, კახეთის გზატკეცილი, ისთპოინტი, ორხევი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტი, ლილო, ლილოს ბაზრობა.

მეორე ეტაპზე კი თბილისი-რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება.

1
500
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
26 ოქტომბერი, 17:18
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარეე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1