x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
" მოემზადეთ, ბურჟუებო, ლენინმა გაიღვიძა" - სკანდალი ლენინის მავზოლეუმში
image
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოსურათმა ოქტომბრის რევოლუციის ლიდერის "გამოღვიძების" თემაზე, სადაც ჩანს, თუ როგორ შედის სასწრაფო დახმარების ბრიგადა მავზოლეუმის შენობაში, გამოიწვია უამრავი ხუმრობა და ირონიული კომენტარი .
" მოემზადეთ, ბურჟუებო, ლენინმა გაიღვიძა" ; "ლენინი ცოცხალია, მე ეს ვიცოდი, მთავარია დროზე გამოვფხიზლდეთ"; "ლენინმა გუშინ სასწრაფო გამოიძახა" ; " იქ ლენინი კვდება, ან ახალი შეჰყავთ" - წერდნენ სოციალურ ქსელში, - წერს "რია ნოვოსტი".
სატელევიზიო არხმა "360" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასწრაფო გამოიძახეს მავზოლეუმში მყოფი ერთ-ერთი ვიზიტორის ჯანმრთელობის გამო, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

მავზოლეუმის სამორიგეო ნაწილმაც გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსკურსიის დროს ერთ-ერთი სტუმარი ავად გახდა. მაგრამ ის რუსი იყო თუ უცხოელი, ვერ დააკონკრეტეს.

ექიმების ვიზიტი გასულ პარასკევს, 19 ოქტომბერს შედგა მავზოლეუმში

0
554
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0