x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგური აშენდება

image


ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ მასშტაბური პროექტის პრეზეტაციისას განაცხადა. საუბარია მეტროსა და რკინიგზის სადგურების ინტეგრაციაზე.


პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რკინიგზა ერთ–ერთი მწვანე ტრანსპორტია და მისი ქალაქგარეთ გადატანის ნაცვლად, უნდა მოხდეს როგორც მეტროს სადგურების, ისე რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია. ამავე დროს, უნდა აშენდეს ახალი მეტროს სადგური სამგორიდან ლილოს მიმართულებით.


ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სამუშაოები, ან რა თანხა გამოიყოფა საამისოდ, თუმცა პრემიერი რკინიგზის მასშტაბურ რეაბილიტაციას აანონსებს და ამბობს, რომ ეკოტრანსპორტის, მათ შორის რკინიგზის განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0