x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
ახალი აღმოჩენის დახმარებით მეცნიერები დედამიწის ევოლუციაზე გაგვცემენ პასუხს

ახალი აღმოჩენის დახმარებით მეცნიერები დედამიწის ევოლუციაზე გაგვცემენ პასუხს

image
მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა, დედამიწის სიღრმეთა შესახებ ცნობები მაინც მწირია. ყველაზე ღრმა ჭაბურღილი დაახლოებით ათასჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. თუკი დედამიწას წარმოვიდგენთ დიდი ვაშლის სახით, მაშინ ყველაზე ღრმა ჭაბურღილი მხოლოდ მის კანს გახვრეტდა. დედამიწის ბირთვი დედამიწის ცენტრალური ნაწილია, რომელიც შემოსაზღვრულია 3470 კმ საშუალო რადიუსის მქონე სფერული ზედაპირით. მდებარეობს 2900 კმ სიღრმეზე მანტიის ქვემოთ. დედამიწის ბირთვს ყოფენ გარეგან ბირთვად (E ფენა), გარდამავალ ზონად (F ზონა) და შიგაბირთვად (G ფენა). მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ყოველი ინფორმაცია მიღებულია არაპირდაპირი გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდებით.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად მატულობს: კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700 °C ტოლია, მანტიაში (C ფენაში) — 1500-1800 °C, ბირთვში (სავარაუდოდ) 4000-5000 °C არ აღემატება.


მეცნიერებმა ავსტრალიის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნეს თავიანთი გამოკვლევები, სადაც მათ პირველად დაამტკიცეს, რომ დედამიწის ბირთვი მყარია. ამ აღმოჩენის დახმარებით, მეცნიერების აზრით, შეძლებენ გაიგონ "ევოლუციის მექანიზმი" დედამიწაზე. ეს აღმოჩენა არ არის სენსაციური, რამდენადაც მეოცე საუკუნიდან მოყოლებული მეცნიერები ამტკიცებდნენ რომ დედამიწის ბირთვი მყარი იყო, თუმცა ეს უბრალოდ თეორია იყო და მას ვერ ამტკიცებდნენ. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწის ბირთვი მართლაც მყარია, თუმცა არა ისეთი, როგორსაც მას ადრე მიიჩნევდნენ. ის ელასტიურიც არის და ჰგავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიც ოქრო და პლატინაა.


იხილეთ ასევე:

"უცნაური და საშინელი ხმები ანტარქტიდაზე ვიდეოზე დააფიქსირეს" (+ვიდეო) - სპეციალისტებმა, კოლორადოს უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნეს ვიდეო სადაც მათ შეძლეს დაეფიქსირებინათ უცნაური ხმები, რომლებსაც ანტარქტიდის ყინული გამოსცემს. მეცნიერები უკვე რამოდენიმე თქვე ამ ყინულის გამოკვლევას ცდილობენ და მხოლოდ ახლა შენიშნეს უცნაური ხმები. მეცნიერმა, ჟიულენ შაპუმ, ამ ხმებს სიმღერა უწოდა.

image

საშიში აღმოჩენა - იტალიაში მეცნიერებმა ვამპირის ჩონჩხი აღმოაჩინეს ( +ფოტოები ) - იტალიაში აღმოჩენილი იქნა 10 წლის ბავშვის ჩონჩხი, რომელიც როგორც ცნობილი გახდა ძველ რომში იქნა მსხვერპლად შეწირული, როგორც ვამპირი. სწორედ ასეთი რიტუალით, ძველ რომში, ცდილობდნენ თავი დაეცვათ ვამპირების მკვდრეთით აღდგომისგან და "დაავადების" გავრცელებისგან.

image
5 ყველაზე იდუმალებით მოცული პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს ( +ფოტოები ) - კოსმოსი ბევრ საიდუმლოს მოიცავს. ხდება ისეთი რაღაცები, რასაც ვერავინ ხსნის და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ ახსნან ჩვენი სამყარო, თუმცა ყოველთვის იქნება ისეთი მოვლენები, რასაც ვერავინ ვერ გასცემს პასუხს და საიდუმლოდ დარჩება. ამ სტატიაში ნახავთ იდუმალებით მოცულ პლანეტებს, რომლებიც მზის სისტემის გარეთ არიან.


image

0
367
39-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0