x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვიტამინები, რომლებიც 35 წლის შემდეგ ქალს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება

ზამთრის სეზონამდე არც თუ ისე დიდი დრო დარჩა. აცივებასთან ერთად ჩვენს კანს შესაბამისი მოვლა და პირობები სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია იმ ვიტამინების მიღება, რომლებიც ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

35 წელს გადაცილებულმა ქალებმა, განსაკუთრებით უნდა იზრუნონ, იმაზე რომ აცივებასთან ერთად კანი არ გამოშრეს, სიგლუვე და ელასტიურობა არ დაკარგოს. შეინარჩუნოს ძლიერი იმუნური სისტემა, ძლიერი ფრჩხილები და ბზინვარე თმა.

image

როგორ გავუფრთხილდეთ იმუნურ სისტემას?

ყველა ვიცით, რომ ძლიერი იმუნიტეტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზამთარში მის შესანარჩუნებლად აუცილებლად ვიღებთ ვიტამინებს, ბუნებრივი ვიტამინები კი ამის იდეალური ვარიანტია. ასკილისა და ციტრუსის ნაზავი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ გასტროენტეროლოგები C ვიტამინის აბებით ხშირ მიღებას რეკომენდაციას არ უწევენ, რადგან ის მჟავიანობის მომატებას უწყობს ხელს.

image

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ დეპრესიას?


ვიტამინები ებრძვიან სეზონურ დეპრესიასა და შფოთვას. მაგნიუმისა და B6 კომპლექსი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე თვეში ერთხელ შეგიძლიათ. კურსი შეიძლება განმეორდეს სამი თვის შემდეგ.

image

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე?

ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს სილამაზისა და მიმზიდველობის დაკარგვის შიში. სილამაზის შენარჩუნებაში ერთგული თანაშემწეები არიან კალციუმი, თუთია და მაგნიუმი. ისინი ამაგრებენ ფრჩხილებს, აჯანსაღებენ თმასა და სახის კანს, აძლიერებენ ძვლებს. 35 წლის შემდეგ, კალციუმის მიღება აუცილებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმის მის დეფიციტს განიცდის, რაც იწვევს თმის გამოშრობას, ფრჩხილების მტვრევადობას და ძვლების გამოფიტვას. ამ ყველაფრის თავიდა ასაცილებლად ყველაზე ხშირად კალციუმ D3-ს იყენებენ. ის ხელს უწყობს საჭირო D ვიტამინის შენარჩუნებას ორგანიზმში.

ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!


0
41
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0