x
image
Yoona
Mediator image
რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას
image

როგორი არტერიული წნევა ითვლება დაბალ წნევად? რა იწვევს დაბალ წნევას და რატომ არის საშიში? დღეს დაბალ არტერიულ წნევასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გესაუბრებით.

სისხლის წნევის ქვედა ზღვარი მამაკაცებში 100/60, ხოლო ქალებისთვის 95/65 არის. ასევე დაბალ წნევად ითვლება ნებისმიერი წნევა რომელიც ნორმაზე 20%-ით შემცირებული არის. ნორმად ითვლება კონკრეტული ადამიანის წნევა, როცა ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს (ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება იმას რომ თუ პაციენტი მაღალ არტერიულ წნევას მიეჩვია, მისი კორექტირება უნდა მოხდეს).

თუმცა, ბევრი პაციენტი წნევას ვერ გრძნობს. ეს კი პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის, ვინც წნევასთან ადაპტირებას ახდენს, ექიმთან იშვიათად მიდის. ნებისმიერ შემთხვევაში დაბალი წნევა - ჰიპოტენზია - მაღალი წნევისგან ცალკე არ განიხილება, რადგან მოზარდობის პერიოდში დაბალი წნევა ასაკთან ერთად არტერიულ ჰიპერტენზიაში გადადის და შემდგომ კვლავ დაბალ წნევაში ხანდაზმულ ასაკში. დაბალი წნევა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ნებისმიერ ასაკში.მოდით დეტალურად განვიხილოთ.


image

საშიში არის თუ არა დაბალი წნევა?

რატომ ტეხენ ექიმები განგაშს, როცა გებულობენ რომ პაციენტს დაბალი წნევა აქვს? ალბათ, ყველასთვის ცნობილია რომ მაღალი წნევა ინსულტს და მიკრო ინფარქტს იწვევს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეიძლება თუ არა დაბალი წნევა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ? რა თქმა უნდა, დაბალი წნევა საშიშია.

დაბალი წნევის დროს ტვინს სისხლი ცუდად მიეწოდება, შესაბამისად ცოტა ჟანგბადს ღებულობს, რაც შეიძლება იშემიური ინსულტის მიზეზი გახდეს. ხანდაზმული პაციენტებისთვის ეს განსაკუთრებით საშიშია, რადგან ძილის დროს ფიზიოლოგიურმა ჰიპოტენზიამ შეიძლება სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს ტვინის ცალკეულ ადგილებში, რომლებიც სმენასა და მხედველობაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს კი თავის მხრივ სიყრუის და მხედველობის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.

ისეთი დაავადებები, როგორებიცაა გულის დეფექტი, კარდიოკლეროზი, სტენოკარდია, ჰიპოტენზიის პირობებში განსაკუთრებულად სწრაფად პროგრესირებს, რადგან კორონარული არტერიები (არტერიები, რომლებიც გულს კვებავენ) გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ აწვდის.

ჰიპოტენზია განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმობის დროს, რადგან ამ დროს ნაყოფს საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი არ მიეწოდება. ამის გამო, ბავშვი შეიძლება თანდაყოლილი მალფორმაციით დაიბადოს. ჰიპოტენზია შეიძლება ნაადრევი მშობიარობა ან მუცლის მოშლა გამოიწვიოს.


როგორი არის დაბალი წნევის სიმპტომები?

არტერიული ჰიპოტენზის სიმპტომები დაკავშირებულია იმასთან, რომ თავის ტვინსა და გულში სისხლის ნორმალური მიმოქცევა და შესაბამისად სწორად ფუნქციონირება არ ხდება.

ნიშნები, რომლებიც თავის ტვინში არასაკმარის სისხლის მიმოქცევასთან არის დაკავშირებული.

· თავის ტკივილი, რომელსაც პულსირებული ხასიათი აქვს. შეიძლება ლოკალიზებული იყოს საფეთქლების, შუბლის არეში. ფიზიკური ან გონებრივი გადატვირთვის დროს ჩნდება.

· თავბრუსხვევა

· გაღიზიანება, სისუსტე, დაღლილობა

· მეხსიერების და ყურადღების შემცირება

სიმპტომები, რომლებიც გულში სისხლის მიმოქცევის უკმარისობასთან არის დაკავშირებული:

· გულისცემა

· გულის არეში ტკივილის შეგრძნება, სტენოკარდიისგან განსხვავებით ტკივილი შეიძლება ნახევარი საათი გაგრძელდეს

კუჭის და ნაწლავის სიმპტომებს ცენტრალური ხასიათი აქვს, რაც ატონური ან სპასტიური კუნთების შეკუმშვასთან არის დაკავშირებული:

· ყაბზობა ან ნაწლავის კოლიკი

· გულისრევა, ღებინება

· ბოყინი ჭამის შემდეგ. მუცლის შებერილობა

როგორც ვხედავთ, ჰიპოტონზიის ნიშნები საკმაოდ მრავალფეროვანია და თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, დარწმუნდით რომ ეს ნიშნები დაბალ წნევასთან არის დაკავშირებული. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თავის ვენების დეტალური გამოკვლევა, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამორიცხვა.

აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის, გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზი, ბრაიოქოკალიზური სისხლძარღვების (მსხვილი სისხლძარღვები და თავის ვენები) გამოკვლევა, ნაწლავების დაავადებების გამორიცხვა და ა.შ.


რა იწვევს დაბალ წნევას?

დაბალ არტერიულ წნევას ბევრი მიზეზი იწვევს. ის შეიძლება იყოს მწვავე (მიოკარდიუმის ინფარქტის, არითმიის უეცარი შეტევების, ტრავმული შოკის, სისხლდენის, მწვავე პერიტონიტის დროს).

და ქრონიკული, რომელიც იყოფა:

1. ფიზიოლოგიური (ჰიპოტენზია (სპორტსმენების, ფიზიკური შრომის მქონე ადამიანების, რომელთა სხეული ფიზიკური შრომის დროს ჟანგბადის ეკონომიურ ხარჯვას ეჩვევა)

2. პირველადი (სტრესის, ფსიქიკური ან ფიზიკური დაძაბულობის შედეგი)

3. მეორადი, რომელიც სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ჰიპოტენზია მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

მეორად ჰიპოტენზიაზე არტერიული ჰიპოტენზიის დიდი ნაწილი მოდის. საკმაოდ ბევრი დაავადება იწვევს მეორად არტერიულ ჰიპოტენზიას:

· თავის ქალის და ტვინის დაზიანება

· ოსტეოქონდროზი და ზურგის დაზიანება, განსაკუთრებით ხერხემლის არტერიის გამო

· ღვიძლის ციროზი

· ანემია, განსაკუთრებით სისხლის მწვავე დაკარგვის დროს;

· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება

· ჰიპოგლიკემია

· მწვავე ინტოქსიკაცია ინფექციური დაავადებების დროს

· ნებისმიერი მწვავე მდგომარეობა: ანაფილაქსიური შოკი, სითხის დაკარგვა, ღებინება და ა.შ.

წნევის დასარეგულირებლად პაციენტის დეტალურად შესწავლა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ანემიის და სხვა დაავადებების გამორიცხვა არის აუცილებელი. ასევე პაციენტმა, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს, ცხოვრების სტილი უნდა შეცვალოს, სტრესი და ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანოს.


რა უნდა გავაკეთოთ დაბალი წნევის დროს და უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მას?

რა თქმა უნდა, დაბალ წნევას უნდა ვუმკურნალოთ. მკურნალობა უბრალოდ აუცილებელია.

თუ გააარკვიეთ, რომ დაბალი არტერიული წნევა რაიმე დაავადებით არაა გამოწვეული, პირველ რიგში ცხოვრების სტილის შეცვლაზე და ფიზიკური და ნერვული დაძაბულობის თავიდან აცილებაზე უნდა იფიქროთ. მეორე მხრივ, დაბალი წნევის დროს მასაჟი, ცურვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ. ეს არა მედიკამენტური მკურნალობის მეთოდი თუ ეფექტური არ იქნება, სამკურნალო პრეპარატების მიღებაზე უნდა დაფიქრდეთ.

პირველ რიგში, მცენარეული მედიკამენტების მიღება დაიწყეთ, როგორიცაა ჯენშენის, გინკგოს და სხვა მცენარეების ნაყენები, რომლებიც წნევის ზრდას ხელს უწყობენ. თუ მათ ეფექტი არ ექნება, ექიმ-ნევროლოგს მიმართეთ, რომელიც დეტალურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ და სათანადო მედიკამენტებს დაგინიშნავთ.


რა უნდა იცოდეთ, თუ დაბალი არტერიული წნევა გაქვთ?

ახალგაზრდობაში დაბალმა წნევამ შეიძლება ხანდაზმულობაში არტერიული ჰიპერტენზია გამოიწვიოს. თუ პაციენტი ხანდაზმულ ასაკშია და სტენოკარდიის რისკშია, ტკივილის შემსუბუქებაზე უნდა იზრუნოთ. ამასთან გაითვალისწინეთ რომ სტენოკარდიის დროს ტკივილი 15 წუთს გრძელდება, ხოლო ჰიპოტენზიის დროს უფრო ხანგრძლივია. ნებისმიერ შემთხვევაში გამოკვლევა აუცილებელია.

ჰიპოტენზიის დროს საუკეთესო მეთოდი მაინც რეგულარული ვარჯიშია. ეფექტს უკვე 7-10 დღეში იხილავთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს თავბრუსხვევა ეწყებათ. საბედნიეროდ, არსებობს ვარჯიშების ნაკრები დაბალი წნევის დროს, რომლებიც შეგიძლიათ დამჯდარი ან დაწოლილ მდგომარეობაში შეასრულოთ.

მრავალფეროვანი კვება, სანელებლების დამატება, რომლებიც დაბალი არტერიული წნევის ადვილად გადატანაში დაგეხმარებათ. ასეთი სასარგებლო სანელებელს მიეკუთვნება დარიჩინი, მიხაკი. კოფეინის შემცვლელი სასმელები ასევე სასარგებლოა.


რა უნდა ვქნათ, რომ მომავალში დაბალი არტერიული წნევა თავიდან ავიცილოთ?

დაბალი არტერიული წნევის მომავალში თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, ნორმალური შრომის და დასვენების რეჟიმი დაიცვათ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ, ცურვით და სხვა ფიზიკური ვარჯიშით დაკავდეთ, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის კონტროლით მედიკამენტები მიიღეთ.

0
10806
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
10806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0