x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
მაკა ზამბახიძე დედოფლისწყაროში, მეუღლის ოჯახში თათარაობაზე იმყოფება

image

ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე შემოდგომის თბილ დღეებს დედოფლისწყაროში ატარებს. ის ვიქენდზე მეუღლის, მიშო ნარიმანიძის სახლში, სოფელ ზემო ქედში იმყოფება. სწორედ ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ძიუდოისტი მიხეილ ნარიმანიძე, რომელზეც მომღერალი ახლახან დაქორწინდა.


დედოფლისწყაროში სტუმრობისას ის თათარაობას დაესწრო და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისი ფოტოები მაკამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავადვე გამოაქვეყნა.


“ესეც ჩვენი შემოდგომა და ჩურჩხელები. ტკბილი ნაზიკო ბებო და გემრიელი სოფელი ზემო ქედი, " - წერს მაკა ზამბახიძე.


შეგახსენებთ, დედოფლისწყაროელ მიშო ნარიმანიძეზე მაკა ზამბახიძე გასულ წელს დაქორწინდა. თუმცა, მომღერალი მეუღლის ვინაობას პრესასთან დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. მათი ერთობლივი ფოტოები ონლაინ მედიაში სულ ახლახან გასაჯაროვდა.


image

ამავე თემაზე: “მაკა ზამბახიძე ცოლად “მისტერ დედოფლისწყაროს" გაჰყვა

4
2507
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2507
  
20 ოქტომბერი, 23:06
არა არ ვიცნობ მარა მაინც ვნერვიულობდი, კრიჭა მქონდა შეკრული რამდენი ხანია ლუკმა არ გადამსვლია ყელში და ამ საღამოს გულზე მომეშვა.
20 ოქტომბერი, 22:41
იცნობ ამ გოგოს როგორ დაგემათა? :)
20 ოქტომბერი, 21:02
რამდენს ვნერვიულობდი ამ გოგოზე, სად არის სად დაიკარგა მეთქი. თურმე აგერ მერამდენედ მოუსწრია გათხოვება და თანაც სოფელში ყოფილა წასული რაღაც ქენდზე
0 1 4