x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
მოგესალმებით. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ჩამონათვალს.

1. ლიონელ მესი (არგენტინა/ბარსელონა) - მისი სატრანსფერო ღირებულებაა 100 მილიონი ევრო, ცხადია ეს მხოლოდ ფიგურალურად, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ მესის ბარსელონასთან სამუდამო კონტრაქტი აკავშირებს და ამ კლუბის დატოვებას არც გეგმავს.

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია/მადრიდის რეალი) - გერმანული საიტების ცნობით რონალდოს ფასი 88-90 მილიონი ევროა, რამდენიმე წლის წინ, სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა მასში 94 მილიონი გადაიხადეს, როგორც ჩანს მისი ფასი დროთა განმავლობაში შემცირდა, თუმცა მაინც არავინ იცის, თუ რამდენი უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ პორტუგალიელმა რეალი დატოვოს.

3. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/ბარსელონა) - ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელი 65 მილიონ ევროდ არის შეფასებული ბარსელონას აკადემიის აღზრდილმა ყველას დაუმტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ვარაუდობენ მისი სატრანსფერო ღირებულების კიდევ 5 მილიონი ევროთი გაზრდას.


4. უეინ რუნი (ინგლისი/მანჩესტერ იუნაიტედი) - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რუნის ფასიც ინიესტას უახლოვდება და 63 მილიონს შეადგენს, ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოსალოდნელია მისი ღირებულების შემცირება, ვერ ვიტყვით რომ მას იუნაიტედში ცუდი სეზონი ქონდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის არადამაჯერებელმა თამაშმა ევროთასებსა და შიდა ჩემპიონატებზე გარკვეული დაღი დაასვა ინგლისელს.

5. სესკ (ფრანჩესკ) ფაბრეგასი (ესპანეთი/ბარსელონა) - 55 მილიონი ევრო. მართლაც რომ შესანიშნავი ნახევარმცველი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ფორვარდის როლის შესრულება უწევდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა, ამას დაერთო შესანიშნავი სეზონი ბარსელონაში, ინიესტასთან და ჩავისთან ერთად ეს ფეხბურთელი პრაქტიკულად შეუჩერებელ ძალას წარმოადგენს.

6. სერხიო (კუნ) აგუერო (არგენტინა/მანჩესტერ სიტი) - მარადონას სიძე ფასითაც გამოირჩევა. 51 მილიონად შეფასებულმა არგენტინელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა სიტიში.

გთავაზობთ დანარჩენი ფეხბურთელების სიას:

7. დავიდ სილვა (ესპანეთი/სიტი) - 50 მილიონი

8. რობინ ვან პერსი (ჰოლანდია/ ამჟამად არსენალი, თუმცა ცნობილია რომ მან კონტრაქტი გაწყვიტა) - 47, 5 მილიონი

9. ფრანკ რიბერი (საფრანგეთი/ბაიერნი) - 42 მილიონი

10. მარიო გომეზი (გერმანია/ბაიერნი) - 42 მილიონი

11. გარეტ ბეილი (უელსი/ტოტენჰემი) - 40 მილიონი

12. ედენ ჰაზარდი (ბელგია/ჩელსი) - 40 მილიონი

13. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია/ტოტენჰემი) - 40 მილიონი

14. ფალკაო (კოლუმბია/ატლეტიკო მადრიდი) - 40 მილიონი

15. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/მილანი) - 38 მილიონი

16. ხერარდ პიკე (ესპანეთი/ბარსელონა) - 38 მილიონი

17. ტიაგო სილვა (ბრაზილია/მილანი) - 38 მილიონი

18. ხუან მატა (ესპანეთი/ჩელსი) - 38 მილიონი

19. ედისონ კავანი (ურუგვაი/ნაპოლი) - 35 მილიონი

20. დანი ალვეში (ბრაზილია/ბარსელონა) - 35 მილიონი

21. ნანი (პორტუგალია/მანჩესტერ იუნაიტედი) - 35 მილიონი

22. კარიმ ბენზემა (საფრანგეთი/მადრიდის რეალი) - 35 მილიონი

23-28. კაკა, ჩავი, ხაბი ალონსო, იკერ კასილასი, ფერნანდო ტორესი, ბასტიან შვაინშტაიგერი - 34.5 მილიონი

image

1
625
2-ს მოსწონს
ავტორი:ჰენკ მუდი
ჰენკ მუდი
625
  
2012, 9 სექტემბერი, 20:32
რონალდო
0 1 1