x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეშმაკის მონოლოგი (ნაწილი 1)

image

”ეროვნული ხასიათი, ძირითადად, უმრავლესობის ზნეობრივ თვისებებზეა დამოკიდებული, და ეს თვისებები თანაბარნი არიან, როგორც ერის, ასევე, მისი თითოეული წარმომადგენლისათვის. და თუკი ისინი არ იქნებიან მაღალგანვითარებულნი, პატიოსანნი და გაბედულნი, მაშინ სხვა ერებთან შედარებით საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენისანი იქნებიან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელს მსოფლიოში უდარესი წონა ექნებათ”.
ს. სმაილზი.
I
მასწავლებელი შეგირდების ნაშრომებს ასწორებდა. სამმა ვერ მიიღო თავისი თხზულება. ვერც ბოლიმ. მასწავლებელმა ისინი გაკვეთილების შემდეგ დაიტოვა.
როდესაც ორმა მათგანმა რჩევა-დარიგებები მიიღეს და წავიდნენ, მოძღვარმა ბოლოს გადაფურცლა რა რვეული, გოგონას დაჟინებით ჩახედა თვალებში და წარმოსთქვა:
-შენი ნაწარმოები, ბოლი, კარგადა დაწერილი და “კარგადაც” შევაფასე. მაგრამ აი, ეს ქაღალდი, რომელიც შენს რვეულში იყო ჩადებული, არაა გამართულად ნაწერი.
მან მას რვეულის ეს ორადგაკეცილი ფურცელი გაუწოდა. გოგონას თითქოს გულისცემა შეუჩერდა-ეს იყო თვით მასწავლებელ სურხოზე დაწერილი დასმენა, რომელიც მამის კარნახით და გოგონას ხელით იყო შესრულებული. მასში მამასახლისი ინალი ბუროს მოხელეებს აცნობებდა იმის შესახებ, რომ სურხო მასწავლებელი ცუდად იხსენიებს ხელმწიფის ხელისუფლებას. სურხო საშიში ადამიანია, ხოლო იგი, ინალი, “მისი უდიდებულესობის ერთგული ქვეშევრდომი, ზრუნავს დიდებული ტახტის განმტკიცებისათვის”.
გოგონას ნახევრადდაღებული პირი გაუშეშდა. არც ლაპარაკის, არც მოძრაობის ძალა არ ჰქონდა. რომ შესძლებოდა, საკლასო ოთახიდან გაიქცეოდა.
-ასეთი მნიშვნელოვანი საბუთი არაგრამატიკულად გაქვს დაწერილი.
ყველა შეცდომა შევასწორე. გადაათეთრე, თორემ ბუროში მაღალი თანამდებობის პირები იფიქრებენ, რომ ინალის ქალიშვილს ცუდი მასწავლებელი ჰყოლიაო.
გოგონას გაახსენდა, თუ როგორ ჩადო რვეულში ეს ქაღალდი. გადათეთრება უნდოდა, და დავიწყნია… სირცხვილი უზომო ტვირთად დააწვა და სკამზე მიაკრა.
-ნუ გეშინია, არ გიწყრები. დასმენას შენ მამის ნებით წერდი. მე ვიცი, რომ ინალი დამბეზღებელია. ყველამ უწყის, რომ ასეთს ვერ დამალავ ერში ისევე, როგორც ნაკვერჩხალს-თივის ზვინში. მე არ შემიძლია, რამე გირჩიო მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ.
ეს ქაღალდი გასაიდუმლოებულია და იგი ასეთადვე დარჩება. სიტყვას გაძლევ.
ბოლოს წინ დაუდო ფარცელი და გავიდა. გოგონა კი კვალში გასცქეროდა და კარს უძრავად შეჰყურებდა.
მამამ იმ საღამოსვე მოსთხოვა ქაღალდი. ბოლიმ გადასცა. დასმენა მეორე დღეს გაიგზავნა ბუროში.
ხალხს ეძინა. ის-ის იყო, თენდებოდა. პირველმა მოუსვენარმა მამლებმაც დაიყივლეს.
გოგონა ქარივით აიჭრა აივანზე და კარებზე დააბრახუნა.-მასწავლებელო! ჰეი, მასწავლებელო!
სარკმლის მინის ჭრილში ბაღიდან მომავალი სინათლე შენიშნა და იქითკენ გაეშურა.
აჩქარებულმა კინაღამ მინა ჩამოამსხვრია.
სურხომ ფარდა გაწია და დარაბები გამოაღო.-შენ, ბოლი? რა დაგემართა?-დაგაპატიმრებენ! გაიქეცი!
სურხო გაშეშდა, ჩაიცხრო წამიერი აღელვება და სასწრაფოდ კარებს მიაშურა.
-ჩვენთან ჟანდარმერიის ოფიცერი და პოლიციაა მოსული. ისინი ახლა მოვლენ აქ. დაგაპატიმრებენ, ციმბირში გაგაგზავნიან. ასე უთხრა მამას ოფიცერმა. ამბობენ, რომ ხელმწიფის მტერი ხარ. ეს მართალია?-მართალია, ბოლი.-კი მაგრამ… განა ხელმწიფე ღვთისგან არაა?-არა.-პხიდი-მოლა ამბობდა, რომ მეფე ღვთისგანაა. რატომ თქვა ასე?-იმიტომ, რომ პხიდი მეფეს ემსახურება და არა-ღმერთს.-რის გაკეთებას აპირებ, მასწავლებელო?-ჩვენ თავისუფალი ერი ვართ.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ უფლება თავისუფლებაზე. მე ამ უდიდესი ამოცანის მაცნე ვარ.
გოგონა ისევ აწრიალდა.-გაიქეცი, მასწავლებელო…-ვერსად გავიქცევი. შეიძლება უცხო მიწიდან სამშობლოში გაიქცე, მაგრამ ოდაბადედან ვერსად გაიქცევი, ბოლი.-მაგრამ… მაგრამ…-დაბნეულად ამბობდა გოგონა-მაშ… ამაოდ მოვსულვარ?-არა. არ მოსულხარ ამაოდ: ამიერიდან მეცოდინება, რომ ჩემი შეგირდი პატიოსანი ადამიანია, რომ იგი არ გახდება გამცემი. გაიქეცი სახლში. იჩქარე. იყავი ბედნიერი.
მოხარული ვარ შენით.
გოგონა კარებთან მობრუნდა:-ის ქაღალდი… რვეულში რომ იყო… სკოლაში… შეცდომები რომ გაასწორეთ… მამას მივეცი. შემინდე, მასწავლებელო!-უფალმა შეგინდოს! გასწი სუფთა სინდისით.
მზის ამოსვლისას სურხოს სახლს პოლიცია შემოერტყა.-საჩხრეკად!-სახლში შემოსვლისას მოკლედ მოჭრა ჟანდარმერიის ოფიცერმა.
მას სხვა ოფიცერი მოჰყვებოდა კვალში, კავკასიელი. მან თვალი მიმოავლო მასპინძელს, რომელმაც დაუფარავი სიძულვილით, ზიზღითა და ეჭვის თვალით უპასუხა.
ხუთმა პოლიციელმა უცერემონიო ჩხრეკა დაიწყო. მოძღვარს კუთხეში მდგარ სამფეხაზე ჩამოჯდომა მიუთითეს.
-შეგიძლით ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით-მოახსენა კავკასიელმა ჟანდარმმა-თქვენ გაქვთ საამისო უფლება.-სადაა თარჯიმანი?-შეეკითხა მასწავლებელი.-მე ვარ. შესანიშნავად ვფლობ რუსულს და ჩვენს ენას.
არა გჯერათ?-მჯერა. მონა თავისი ბატონის ენაზე მეტყველებს.
ჟანდარმი იძულებული იქნა, ჩაეცხრო თავისი მრისხანება. იგი ყოვლადუსარგებლო იყო.
-და მაინც-თქვა მან, მოჭუტული თვალებით-ჩვენთვის დანამდვილებითაა ცნობილი, რომ თქვენ წარმოადგენთ რუსული სიტყვიერების მასწავლებელს და რომ შესანიშნავად უმკლავდებით თქვენს სამუშაოს. რას გვეტყოდით ამის შესახებ?-ჩემთვის იგი მსოფლიო ცივილიზაციასთან ურთიერთობის ენას წარმოადგენს. მოვლენები ასე განვითარდნენ. თქვენთვის კი იგი ბატონთა ენაა. როგორც თვითონვე ხედავთ, ჩვენი შეხედულება ერთსა და იმავე ენის შესახებ, თავიანთი დანიშნულებით, სრულიად განსხვავებულია.
აურზაური მწიფდებოდა, მაგრამ იგი ჯგუფის უფროსმა აღმოფხვრა.-ბატონო დომბაროვო! გთხოვთ, შეწყვიტოთ საუბრები თქვენს ენაზე.
არაა საჭირო. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა.
სახლში ყველაფერი არეული იყო, ახსნეს იატაკი, ნაცარშიც კი იქექებოდნენ, საგანგებოდ გადაათვალიერეს წიგნები. ხელით ნაწერი ყველა ქაღალდი ბარათებში დალუქეს. ორი ოთახის ჩხრეკა საღამომდე გაგრძელდა. სოფელი ფეხზე დადგა.-სურხო-მასწავლებელთან პოლიციაა მისული! დააპატიმრეს!-რისთვის?-ამბობენ, სურხო ხელისუფლების წინააღმდეგია.-ვაი!სახლთან დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი.მათთვის გაუგებარი იყო: წყნარი, სუფთა, თავაზიანი სურხო და თვით მეფის წინააღმდეგი? და რისი გაკეთება შეუძლია მას? შამილის ნაიბებმა ვერა გააწყვეს. და განა ისინი ჯაბანად იბრძოდნენ? ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცის.
მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც ეს ეშმაკის მსახურები აქედან გასაძევებელნ არიან, მაგრამ როგორ?
აი, სურხოც, სუფთა, წყნარი მასწავლებელი, ბავშვთათვის საყვარელი!რას არ გაიძახოდა ხალხი.ვიღაცას ერთი რამ ვერ გაეგო: კი მაგრამ, კაცი სოფელში მოვიდა და ბავშვებს რუსული ენის სწავლება დაუწყო. კარგადაც ასწავლის და ეს კაცი-რუსთა მმართველობის წინააღმდეგი?სხვები ამტკიცებდნენ, რომ მას გამოცხადება ჰქონდა.რას არ ამბობდნენ.
როდესაც სურხო გამოიყვანეს, ხალხი უკმაყოფილოდ დრტვინავდა. ჟანდარმებს შეეშინდათ. მთიელებმა მათ ალყა შემარტყეს.-ძალიან გთხოვთ, ნურას იტყვით-თქვა უფროსმა. ეტყობა, რომ მეტად იყო დაშინებული.
მოძღვარმა ხელი მსუბუქად აღმართა, სამსახურეობრივი ჩვეულების-და მიხედვით, როგორც კლასში ბავშვების ხმაურისას. სიჩუმე ჩამოდგა.-ბატონო ოფიცერო! ახლა არაა ჩემი საუბრის ჟამი.
თავის დროზე ვიტყვი. არ შეგეშინდეთ, დღეს…-გთხოვთ! გემუდარებით! ჩვენ სამსახურში ვართ. გესმით, მოვალეობაა…
აი, სურხოს მოსწავლეთა შემჭიდროებული რიგები. პირქუშად, წარბშეკვრით მართავენ მზერას ყმაწვილები, გოგონები ტირიან. ბოლის მიაჩერა თავისი მზერა, თბილად გაიღიმა. გოგონამ მწარე ღიმილით უპასუხა.
ეტლში ჩაჯდომისას ხალხს მოავლო თვალი და გამოესალმა იმ სიტყვებით, რომელთაც წინაპრები წარმოსთქვამდნენ, მაგრამ დღეს უკვე თითქმის აღარ იხმარება:-იყავით თავისუფალნი!-დიალამც* გეწეოდეს!-გასძახა ერმა.
მასწავლებელი წაიყვანეს. ჩაცხრა ბორბლებისაგან აყრილი მტვერი.
ხალხი დაიშალა. ნუთუ, დაივიწყებენ მას? ყველას ივიწყებენ-დრო ყოველივეს შლის ადამიანთა მეხსიერებიდან.
განგების ტალღები ტანჯვის გზებზე დაგატარებენ, ქვეყნიერება ცვალებადია, მაგრამ შენ წინ იარე. იარე, რომც თქვან, შლეგთა გზაა ესო. ისინი იტყვიან, რამეთუ არა უწყიან. არ დააბრალო მათ, არ მოიძულო ისინი. იარე მათთვის.
სოკრატე სახეზე ღიმილით გარდაიცვალა… ბრძოლათა ქარცეცხლში აღიმართა სპარტაკის დაუცხრომელი სული… თავისი ხანძრისაკენ ვიდოდა ჟანა დ’არკი… წმინდანნი. კაცობრიობა მათ გარეშე უსუსურ მსხვერპლთა და სასტიკი მტაცებლების ჯოგად გადაიქცეოდა.
ველურობასა და ტირანიას ეშინია მათი, რამეთუ ისინი ნათელს ასხივებენ, ისინი ადამის მოდგმისაგან უვიცობის წკვარამს დევნიან.
შენ კი იარე. დაე, ღმერთი ნუ დაგტოვებს ამ გზაზე!…

3
108
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
108
  
2018, 20 ოქტომბერი, 20:23
უძლიერესი კაცია და უძიერესი რამ დაწერა,უძლიერესი ენით
2018, 20 ოქტომბერი, 15:48
სურათზე მყოფი დიდებული ინგუში პიროვნება ჩვენს ოჯახშია ნამყოფი ზუგდიდში, ბაბუასთან მეგობრობდა.
მასთან გადაღებული სურათიც მაქვს მგონი...
0 1 3