x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სინამდვილეში ვინ იყვნენ ძველი კოლხები და სად ცხოვრობს დღეს მათი შთამომავლობა
image

ნეგროიდული რასის აფხაზები ცხოვრობენ სოფელ აძიუბჟასა და კოდორის მიმდებარე რამდენიმე აფხაზურ სოფელში (ჭლოუ, ფოკვეში, აგდარა, მერკულა), ასევე რუსეთსა და ევროპაში. ამ ხალხის წარმომავლობის შესახებ არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი მე_18 საუკუნეში შერვაშიძეებმა სტამბოლის მონათა ბაზარზე იყიდეს და აფხაზეთში დაასახლეს. მეორე ჰიპოთეზით შავკანიანი აფხაზები ძველი კოლხების შთამომავლები არიან. ცნობები იმის შესახებ, რომ კოლხები შავგვრემნები იყვნენ და სავარაუდოდ აფრიკიდან (ეგვიპტიდან) მოვიდნენ, ჰეროდოტეს შრომებშიც ვხვდებით. მეცნიერული შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ შავკანიან აფხაზთა ენა ენათესავება ამჰარულ ენას, რაც ეთიოპიელებთან სავარაუდო ეთნიკურ კავშირს უსვამს ხაზს.


ამჰარული ენა - ამჰარელთა ენა მიეკუთვნება სემიტურ ენებს. ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ეთიოპიაში.

აფრო-აფხაზები ან კავკასიელი შავკანიანი ადამიანები მცირე რასობრივ ეთნიკური ნეგროიდული ჯგუფი ხალხისა, რომელიც ძირითადად სოფელ აძიუბჟასა და მდინარე კოდორის სათავესთან არსებულ სოფლებში ცხოვრობდნენ.



image

image

image


"მე განმაცვიფრა სუფთა ტროპიკულმა ლანდშაფტმა. კაშკაშა სიმწვანეში ამოიზარდა ქოხები, რომელიც დაფარული იყო ლერწამით, მის წინ თამაშობდნენ ხუჭუჭა შავკანიანი ბავშვები, აქვე იყვნენ შავკანიანი ადამიანები თეთრი ტანსაცმლით. ისინი სრულიადაც არ განსხვავდებიან აფხაზებისაგან, ლაპარაკობენ მხოლოდ აფხაზურად, იმავე რელიგიას მისდევენ". - ეთნოგრაფი მარკოვი, პუბლიკაცია გაზეთიდან "კავკაზი" 1913 წელი.


"1884 წელს აფხაზეთში გავემგზავრე რათა პირადად შევხვედროდი ადგილობრივ შავკანიანებს. მათი სახის აგებულება, როგორც მახსოვს, აბისინიური ტიპისა იყო, თუმცა მათ არაფერი არ იცოდნენ საკუთარი წარმომავლობის შესახებ. უმეტესობა მუსულმანი იყო, თუმცა კათოლიციზმზეც ჰქონდათ ინფორმაცია. 1887 წელს ერთი მათგანი მოახლედ ავიყვანე. ეს 20 წლის ახალგაზრდა საოცარ ერთგულებას იჩენდა ჩემს მიმართ და არსად იძინებდა ჩემი კარის ზღურბლის გარდა! ეს ახალგაზრდა კაცი კათოლიკე იყო". - ვ. ტიებო, გაზეთი "კავკაზი".


"დღემდე აფხაზეთის მთებში დარჩენილია შავკანიანი მოსახლეობა. მუსულმანური შავი დასახლებები მათ აფრიკულ წინაპრებზე უკეთ არ ცხოვრობენ. აქ სუფევს თითქმის სრული გაუნათლებლობა და სიღარიბე. ადგილობრივი მოსახლეობა არ ერევა შავკანიანების საქმეებში და ისინი გარიყულნი არიან უნაყოფო მთიან გარემოში. ახალგაზრდები, რომელთაც რუსული იციან ყვებოდნენ, რომ მათ სურთ სწავლა, რომ ქალები გაუნათლებლები არიან და საერთოდ ეს რასა კვდება". - სვეტლანა ალილუევა, "მხოლოდ ერთი წელი" 1969 წელი.


რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVll საუკუნეში თავადმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე, ხოლო მეორე კი იმას, რომ შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთამომავლები არიან. იმას, რომ კოლხები შავგვემნები იყვნენ ჰეროდოტეც ადასტურებს:


"კოლხები, როგორც ჩანს ეგვიპტელები არიან. მე ამას მივხვდი მანამდე, სანამ ეს სხვისაგან გავიგე. ამით დაინტერესებულმა მე დავიწყე გამოკითხვა როგორც კოლხეთში, ისე ეგვიპტეში. კოლხებს უფრო მკაფიო მოგონებები აქვთ შემორჩენილი ეგვიპტელების შესახებ, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხებზე. ისინი მუქკანიანები არიან, ხვეული თმებით. თუმცა, ეს არაფერს ამტკიცებს. ხომ არსებობენ სხვა ხალხები ამავე გარეგნობით. ამის გარდა უფრო დამაჯერებელია სხვა გარემოებები: მხოლოდ სამი ერი მიმართავს წინდაცვეთას - კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები". - ჰეროდოტე, ისტორია ცხრა წიგნად. წიგნი ll.


image


პირველი ადამიანი ვინც კოლხები იხილა და შემდეგ აღწერა იყო ჰეროდოტე. ბერძნული მუქი კანის გათვალისწინებით ძველი კოლხები საკმაოდ მუქკანიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰეროდოტეს ისინი მუქკანიან ადამიანებად მიეჩნია. ამასთან ხვეული თმა არის ეთიოპური და ნეგროიდული რასის დამახასიათებელი და არა ინდოევროპულის.


ჰეროდოტეს გარდა კოლხებზე ინფორმაციას გვაწვდის პინდარი (522 - 448 ჩვ.წ.აღ-მდე). იგი ასევე მოიხსენიებდა კოლხებს შავკანიანებად. დღევანდელი სამეგრელოს მცხოვრებლებს (ჩვ.წ.აღ-მდე 460 - 377 წლებში) ჰიპოკრატეს დროში მოიხსენიებდნენ როგორც მოყვითალო-მომწვანო ფერისას, თითქოს "ყვითელა" შეყრიათო.

არის ვერსია რომ აფრო აფხაზები კოლხების შთამომავლები არიან, ასევე ეგვიპტური კოპტებიდან ან ფალაშას ტომიდან, რომლებიც ეთიოპიელი იუდეველები იყვნენ.


image


"პირველად ისინი არა ისრაელში, არამედ შორეულ სოხუმში ვიხილე. და მე მათ შევხვდი... სოხუმის სინაგოგაში. მეორე სართულზე მოახლემ "ამერიკულ მანქანაში" გამომცხვარი მაცა მომაწოდა. უცებ ოთახში შემოვიდნენ სრულიად შავკანიანი ახოვანი მამაკაცები ხვეული თმებით. ერთი შეხედვით შავკანიანები და გამართულ აფხაზურ ენაზე იკითხეს რაღაც. როდესაც წავიდნენ მე ვიკითხე: "ეს შავკანიანი ადამიანები ებრაელები არიან? და საიდან მოვიდნენ ისინი?" - ნ.ორლოვი, "პუშკინის აფხაზი წინაპრები" ჟურნალი "ალეფი" (ისრაელი)

არსებობს ნართების ლეგენდა, რომლებიც დაბრუნდნენ კავკასიაში ასობით შავი ადამიანის თანხლებით, რომლებიც დარჩნენ შემდეგ საცხოვრებლად.


1927 წეს რუსი მწერალი მაქსიმ გორკი ასევე აფხაზ მწერალთან სამსონ ჩანბასთან ერთად ეწვია ამ ხალხს და მან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მათი ეთიოპური წარმოშობა ყველაზე მისაღებად ჩათვალა. აფხაზი მწერალი დიმიტრი გულია წიგნში - "აფხაზეთის ისტორია" ადარებს გეოგრაფიული დასახელებების ეტიმოლოგიას, როგორებიცაა: ბაგადა-ბაგადა, გუმმა-გუმმა, ტაბაკური-დაბაკური და ა.შ.

ოლდენბურგის პრინცი ალექსანდრე თავის პირად დაცვაში კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს ყველა სათვისტომოს წარმომადგენლებს ამუშავებდა, მათ შორის ადგილობრივ შავკანიანებსაც. ისინი იყვნენ როგორც მუსულმანები, ასევე ქრისტიანები ან იუდეველები. ისინი აგრეთვე მუშაობდნენ ტყვარჩელის ქარხანაში, პორტში და ა.შ. თანდათანობით ისინი გადადიან მეტისის რასაში.


image


არსებობს ვერსია, რომ პუშკინის ბაბუა ჰანიბალი, არა ეთიოპიიდან, არამედ აფხაზეთიდან იყო წამოყვანილი.

ლეგენდის მიხედვით აფხაზმა თავადმა სტამბოლის მონათა ბაზარზე ნაყიდ შავკანიანებს თავისი გვარი მისცა რაც მისადმი კუთვნილებას ნიშნავს. ამბობენ კოდორის ხეობაში დღესაც მაღლა მთაში ცხოვრობენ შავკანიანები, რომლებმაც არც იციან საქართველოსთან ომის შესახებო.


აფხაზეთის კონფლიქტის დროს იყო ერთი შავკანიანი მზვერავი, რომელიც აფხაზეთის მხარეს იბრძოდა და ქართველებს იგი გაეროს დამკვირვებელი ეგონათ.


1940_იან წლებში ძალიან პოპულარული ადამიანი გახდა სოხუმში მცხოვრები ნუცა აბაში. მისი გარეგნობა პირდაპირ მიუთითებს მის აფრო წარმომავლობაზე, ხოლო მისი გვარი ადასტურებს თავად აბაშიძის ვერსიას. თავად ნუცა აბაშის ვერსიის თანახმად, მისი წინაპრები თურქეთიდან წამოიყვანეს.



image

image


მასთან ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ სხვადასხვა კუთხიდან, მასზე წერდნენ აფრიკის ინგლისურენოვანი გაზეთები, ხარკოვის სტუდენტი ეთიოპიელები კი მას დედას უწოდებდნენ. ომის დროს მისი და მისი შვილების სიცოცხლე მისმა კანის ფერმა გადაარჩინა - სარდაფში შემოსულ ქართველებს მან ალალად უთხრა, რომ თავად შავკანიანია, შვილები რუსები ჰყავს ხოლო შვილიშვილები უკრაინელები. "ჩვენი ოჯახი აჯაფსანდალია" ხუმრობენ ისინი.


image


კიდევ ერთი ცნობა ამ ოჯახის შესახებ - ნუცას დიდი ბაბუა სახელად ამბერი 8 წლის იყო საქართველოში რომ მოხვდა თურქეთიდან XlX საუკუნეში, მისი შვილი შირინ აბაში 1898 წელს დაიბადა და 1958 წელს გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის კომუნისტური პარტიის ლიდერს აფროამერიკელ ჰენრი უინსტონს. 2009 წელს ქალაქ სოხუმის სოც. უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნაირა ბობილოვამ (ნუცა აბაშის ქალიშვილი) საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მისალოცი წერილი გაუგზავნა ბარაკ ობამას, სადაც ატყობინებს აფრო აფხაზების არსებობის შესახებ. წერილში მოთხრობილია შირინ აბაშის ისტორია, მოცემულია ინფორმაცია ნუცა აბაშისა და მისი მეუღლის სიმეონ ბაბილოვის სასიყვარულო ისტორიის შესახებ, წერილს ასრულებს თხოვნა - აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ცნობის შესახებ.


ბოლოს კი, ფოტოზე: კოლხური (სამხრეთ კავკასია) ბრინჯაოს და ოქროს ფიგურა. ვანი ქრ.შობამდე მე_3 საუკუნე. დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.


image

32
2060
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
2060
  
2021, 14 ივნისი, 19:50
ფეიკი პროფილით შემოპლაკუნდა ეს პრანჭია თოჯინა დავითა ჯორჯიანა ჩუჩბა აჩუჩა თუ ვიღაცაა ცხენის ძვლის მხრელი.
2021, 14 ივნისი, 19:48
დედაკაცივით ენის ტარტარს დაანებე თავი თორემ ინტერმედიას "სროკი" მე კი არა სამოქალაქო "სროკი" შენ დაგიდგება იცოდე. აქ არავის სჭირდება სიძულვილის ენა და სტატია ჩემი მოგონილი არაა ჭკუის კოლოფო, მეგრელები თვითმარქვია კოლხობას რაც უფრო მალე შეეშვებით უფრო შვებით ამოისუნთქებთ.
2021, 14 ივნისი, 19:45
კოლხების საცხოვრისი მანდაა და კახეთს და ქართლს რა უნდათ? :))
2021, 14 ივნისი, 19:26
რაღა აფხაზეთში ყოფილან ეს შავკანიანები)) ქართლმა და კახეთმა რა დააშავა, ცუდი ჰავაა? არ სიამოვნებთ?)
2021, 14 ივნისი, 19:23
ვაი შე საცოდავო ვიღაცა ხარ)) ვიკიპედიიდან რომ არ გადმოიღო შენი ცოდნა არ გაქვს?) ისე რა მაინტერესებს 100% დარწმუნებული ხარ ამაში რომ სიმართლეს შეესაბამება და პასუხისმგებელი ხარ ამ ყველაფერზე?)) 1800 წელს რომ ჩაეხუტე, რატო არ მოგყავს შუა საუკუნეების მაგალითები) ზუსტადაც რომ ეს შავკანიანები არიან მონები, რომლებსაც თავადები ყიდულობდნენ) რატო არ შეიძლება?! მარტო ჩვენი ქვეყნიდან გადიოდნენ?)))) ან ვის ემუქრები, ამ სიყალბისთვის სროკსაც მოგარჭობენ)
2018, 21 ოქტომბერი, 19:00
აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს.ამიტომ გეუბნებით ჩაწერეთ ზეზვა და მზია ნახეთ უცხოელი ისტორიკოსების მოსაზრებებბი,ნახეთ ჯავახიშვილი,ნახეთ შანიძე,სანიკიძე.ეს ვიკიპედიიდან აღებული სტატია სისულელეა,ჰეროდოტეს მოსაზრება დღეს უკვე უარყოფილია და ეტყობა ვიკიპედიას ეს შემორჩა.ყველაფერი არგუმენტირებულად დაგიწერეთ მაგრამ თქვენ ასე გინდათ მაგრამ ეს ასე არ არის საბედნიეროდ. მე ამ სტატიას გავასაჩივრებ,რადგან ეს არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანა.
2018, 21 ოქტომბერი, 18:57
მე არ მოგიწოდებ რომ გაასაჩივრო სტატია და არც ამის პროვოცირებას ვახდენ, უბრალოდ გაფრთხილებ ხელი არ წაგიცდეს თორემ ბონუსს გასამმაგებულს მიიღებ, ბევრმა სცადა ეს და სრულიად სამართლიანადაც მიიღო "ბონუსები".. ეხლა არიან უკვე მშვიდად!
2018, 21 ოქტომბერი, 18:56
რა შუაშია თეთრი რასა თუ საქართველოს ტერიტორიიდანაა წამოსული ის რასა ქართველებთან? :დ ჩვენ ამ ტერიტორიაზე მოსულები ვართ შეიგნე! ან ზეზვაი და მზია რა შუაშია, ქართველები იყვნენ? ტერმინი ქართველი რომელი საუკუნიდან გაჩნდა იცი?
2018, 21 ოქტომბერი, 18:55
სტატიას თუ გაასაჩივრებ მაღალ ისტანციაში შენ გასაჩივრდები და შენი პროფილიც დაიბლოკება.

ეს სტატია არის არგუმენტირებული, ფაქტებზე დამყარებული მსოფლიო ისტორიის დიდი მეტრების გამონათქვამებით. ჩემი ბრალი არ არის შენ და ბევრ შენნაირს სიმართლე თუ არ გსიამოვნებთ, ისედაც ბევრი რამე დამალულია საბრალო ქართვეი ხალხისთვის, ისმართლის ღირსად არ თვლის ცალკე ეკლესია და ცალკე ისტორიკოსთა ნაწილი.
2018, 21 ოქტომბერი, 18:52
მაკედონელი შემეშალა ნაპოლეონ ბონაპარტეში,შეცდომა გამეპარა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10