x
image
გემი დალანდი
ფსიქოლოგის რჩევები მარტოხელა ქალებს
image

მარტოობა ბევრ ადამიანს აშინებს, განსაკუთრებით კი ქალებს. ბევრს, უბრალოდ, არ ესმის, რომ მარტოობა სულაც არ ნიშნავს მარტოსულობას, რადგან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც კი შესაძლოა მარტოსულად ვიგრძნოთ თავი.

image ფსიქოლოგებს მარტოხელა ქალებისთვის შემდეგი რჩევები აქვთ.

1. შეგიძლიათ ბევრი რამ შეცვალოთ


ვერ შეცვლით მხოლოდ ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს:ნათესავებს, მშობლებს, შვილებს... თუმცა, მათთან ურთიერთობა შეგიძლიათ შეცვალოთ. სხვა დანარჩენი უფრო ადვილია. შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცით გაქვთ თუ არა მათთან რაიმე საერთო. ისინი შენი მეგზურები, მეგობრები ან მასწავლებლები გახდებიან. გვერდით გეყოლებათ ისეთი ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გექნებათ და მარტოც აღარ იგრძნობთ თავს.

image

2.სცადეთ სიახლე

გასინჯეთ ახალი კერძები, შეიცვალეთ ჩაცმის სტილი, აღმოაჩინეთ ახალი მარშრუტები, შეიძინეთ ახალი ტექნიკა, დაესწარით კინოპრემიერებს, იყიდეთ გაზეთები ან წიგნები.

ეს განსაკუთრებით ფილმებს ეხებათ. ფილმებს, რომელთა ნახვა მარტოხელა ქალისთვის ღირს, შეუძლიათ სხვა სამყაროში გადაგიყვანონ და ნაღველისგან გაგათავისუფლონ.

ტვინს ერთი რამ ახასიათებს, სანამ ერთ ადგილს ტკეპნის, მისი სხვა ხვეულები ქრებიან და ამის გამო ერთფეროვნებას ვეჩვევით. ერთფეროვნება კი მარტოობისკენ მიმავალი გზაა.

image

3. აპატიეთ

ვისი პატიებაც არ შეგიძლიათ, ის დაივიწყეთ. დავიწყება-საუკეთესო სასჯელი და წამალია. ადამიანის დავიწყებით, მის მიერ მოყენებულ წყენასაც ივიწყებთ.image

4. მიყევი სურვილებს

სანამ რაიმე გვსურს, ცოცხლები ვართ. მოუსმინეთ და მისდიეთ თქვენს სურვილება. წარმატება შემთხვევით როდი მოდის, ის გამოცდილების შედეგია. გამოცდილების მისაღებად საჭიროა თამამად გარისკოთ. გარისკეთ, ისურვეთ და დაივიწყეთ მარტოობა.

image

5. არ იჩქაროთ

ზოგჯერ ოცნებები მაშინვე როდი ხდებიან. თუ რამე გინდათ, მას მიაღწევთ, თუნდაც მეთოდურად იმოქმედოთ. ხელი არ ჩაიქნიოთ, იმოქმედეთ. მიზნისა და საქმეების არსებობა ნამდვილად არ გაგრძნობინებთ მარტოობას.

image

6. არაფერია დასასრული, დასასრულიც კი

სასოწარკვეთის დროს გაიხსენეთ, რომ რაღაცის დასასრული რაღაცის დასაწყისია. ყველაფერი იცვლება, ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. გახსოვდეთ ეს და ნუ აღიქვამთ დროებით მარტოობას სამუდამო განაჩენად. დასასრული არაფერს აქვს, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრება წარმავალია, და ნუ გალევთ მას მწუხარებაში.

image

7. იცხოვრე როგორც გინდა, მაგრამ იზრუნე სხეულზე, რომ მან არ გიღალატოს

დაკავდით პილატესით, იოგით, ცურვით, სირბილით. თქვენი სხეული ყველაზე უკეთ მიგახვედრებთ რა სჭირდება. მარტოობაში ავადმყოფობა ძალიან ძნელია, ამიტომ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.

image

8. ნუ გაღელვებთ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე

ადამიანები ძირითადად საკუთარ თავზე ფიქრობენ. თქვენშიც მათ მხოლოდ საკუთარი ანარეკლი აინტერესებთ, ანუ, მათზე თქვენი რეაქციებით ისევ საკუთარი თავის შეფასებას ახდენენ.

image

9. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული

ეჭვი-ეს კარგია, რადგან მის გამო ჩანაფიქრის რეალიზაციის სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. არ დადგებით ერთ ადგილას და არ დაიწყებთ ფიქრს, თუ რატომ ხართ მარტო და რატომ არავინ გეხმარებათ. ყოველთვის წინ წახვალთ, ამ გზით თუ არა სხვით და გზად დამხმარეებსაც იპოვით.

image

როგორ დააღწიოს ქალმა თავი მარტოობას? უბრალოდ, იცხოვრეთ. ცხოვრება ისეთი საინტერესო, მდიდარი და ფერადია, რომ მასზე ცუდად არ უნდა ვიფიქროთ. როცა ქალს თუნდაც საკუთარი თავი აინტერესებს, ის არასოდეს იქნება მარტო.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0