x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440628
ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს

ზაქარია მხარგრძელი


ქობაირის მონასტერი არის უძველესი ქართული მონასტერი და კულტურის ულამაზესი ძეგლი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ლორეს რაიონში, ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. ის უყურადღებოდაა მიგდებული და ინგრევა. მას ყურადღებას არ აქცევს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და არ ეძვრის გული იმაზე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის კვალი ნადგურდება.


ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს


თავდაპირველად ქობაირის მონასტერი 1171 წელს დაარსდა. ტაშირ-ძორაგეტის სომხურ-ქართული სამეფოს მეფის - კვირიკე მეორის ასულის, მარიამის მიერ. 2 საუკუნის შემდეგ ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი და ნგრევა განიცადა. ეს კომპლექსი ცნობილია დღემდე შემორჩენილი უძველესი ქართულ-ბიზანტიურ სტილში შესრულებული ფრესკებით.


ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს


ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის - ზაქარია მხარგრძელის და მისი მთელი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ქობაირის მონასტრის შემოგარენში სხვა რამდენიმე ქართული არქიტექტურის ნაშთიც მდებარეობს, რომელიც აუცილებლადაა აღსადგენი და რომელიც დღეს მნახველებისთვის სრულიად მიუდგომელიც კია.


ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს





იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
276
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
276
  
20 ოქტომბერი, 21:50
საპატრიარქომ ჟიპებზე უნდა იფიქროს და იდარდოს რა მათა საქმეა ეკლესია მონასტრები????
20 ოქტომბერი, 11:08
თორნიკე,რას ვიზავთ,ეკლესია სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს,ვიდრე ეს ეკლესიაა. სანამ ჯიპში ჩაჯდები ღმერთი მანამ არსებობს და მერე უკვე სამოთხეა.როცა დიდ ქონებას ფლობ და გულაობ,აღარ გახსოვს არც ისტორია და არც ძეგლები. მარიხუანა კი არ გადააგვარებს საქართველოს,არამედ ჩვენი დამოკიდებულება წარსულის და წინაპრების მიმართ. ისეთი ადამიანის,როგორიც ზაქარია მხარგძელის საფლავზე ეკალბარდი გადაივლის,ილიას ძეგლი ნაგავში იქნება და ალიევის ძეგლი კი ყვავილებში,მანამ საქართველოს არაფერი ეშველება. მავანი მეტყვის,რომ ადვილია ჩემთვის ლაპარაკი და მე რო ვიყო საპატრიაქოში,მეც ეგრე გავაკეთებდი და სწორედ აქ დაუშვებს შეცდომას. ჩამაბარეთ ერთი წელი ქვეყანა და განახებთ,რა და როგორ უნდა გაკეთდეს. რამდენი მილიონი იხარჯება არაფერში და ქვეყანა სულს ღაფავს მაინც. ქვეყანას,რომელსაც საკუთარი ძეგლების,წინაპრების დაცვა არ შეუძლია,მაშინ მას მომავალი არ აქვს. იმედია მეორედ მოსვლა მალე არ იქნება,თორემ მეტეორი პირველი საქართველოს დაეცემა და სამართლიანადაც. როცა პრეზიდენტს ირჩევ ისეთს,რომელმაც გატეხა ნათელმირონობის წესი,სწორედ ამ დროს უნდა თქვა:შეწყვიტეთ ფარისევლობა და დაანგრიეთ ტაძრები,რადგან იქ ღმერთი არ არის. ღმერთმა დიდი ხანია დატოვა საქართველო,მასვე მიჰყა მარიამი,წმინდა ნინო და წმინდა გიორგი. საქართველოს ჯერ კიდევ დავითის და ერეკლეს სული პატრონობს,მაგრამ მალე ისინიც დაგვტოვებენ,რადგან ეს საქართველო არ არის. ამას თუ საქართველო ქვია,მაშინ მე აღარ მინდა ვიყო ქართველი.
0 1 2