x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ღომი, ლობიანი, კუბდარი... ''გემოს მსოფლიო ატლასზე'' დაიტანეს

''გემოს მსოფლიო ატლასზე'' საქართველოც გამოჩნდა, ტრადიციული კერძებით


image



www.tasteatlas.com მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრადიციული კერძების და არა მარტო, ძალიან დახვეწილ და კლასიფიცირებულ სურათს წარმოგვიდგენს. აქ შეხვდებით თითოეული ქვეყნის სამზარეულოს, ინფორმაციას კერძების შესახებ, გავრცელების არეალს და სხვას.

image

საქართველო, კი საიტზე წელს გამოჩნდა და ქართული კერძების საკმაო რაოდენობითა და მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი. ეს კერძებია: ხინკალი, მეგრული და იმერული ხაჭაპური, საცივი, ლობიო, ბადრიჯანი, შოთის პური, კუპატი, მწვადი, ტყემალი, ჩურჩხელა, ბაჟე, მჭადი, ჩახოხბილი, გოზინაყი, ჩიხირთმა, ჩაქაფული, აჯაფსანდალი, ფხალი, ჯონჯოლი, კუჭმაჭი, ტოლმა, ფელამუში, ტყლაპი, ხაში, სოკო კეცზე, აჯიკა, ხარჩო, კუბდარი, ღომი, ხაშლამა, ლობიანი... გარდა ამისა, წარმოდგენილია ქართული კერძების ინგრედიენტები და მოსამზადებელი პროდუქტები.

imageimageimage


ეს ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული კერძების გაცნობას უცხოელთათვის, უცხოური კულტურისათვის. ასევე გამოიწვევს დაინტერესებას ამ ქვეყნისადმი.


პროექტის ''გემოს ატლასის'' მიზანიც სწორედ „ადგილობრივი“ სამზარეულოს პოპულარიზაციაა ტურისტებსა და გურმანებში, ასევე, მათი ინფორმირება, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ.



აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ თითოეულ კერძს თავისი აღწერაც აქვს მითითებულ გვერდზე.




მაგალითად ღომი

imageimage

0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0