x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
ქრისტიანული ექსპანსია და ქართველთა ძველწარმართობა

image


ქართველები უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ ხეებსა და წმინდა ტყეებს, ქვებსა და მთის მწვერვალებს. გამორჩეულ საკულტო ხედ იყო მიჩნეული მუხა. ქართლსა და სამეგრელოში მუხის ნაცვლად ცაცხვი ფიგურირებდა, თუმცა სახელად "რკონი" და "ჭყონდიდი" ჰქვია. ხის კულტი გარკვეულწილად სიცოცხლის ხის შესახებ არსებულ წარმოდგენებსაც უკავშირდება, რომლის სიმბოლოა ქართული დარბაზის დედაბოძი. სიცოცხლის ხის გამოსახულების ერთ ერთი სახესხვაობაა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი - ჩიჩილაკი. ქართველების ღვთაებათა პანთეონს შეადგენდნენ ციური სხეულები ან მათი განმასახიერებელი ღვთაებები - მზე, მთვარე და ხუთი ვარსკვლავი. ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი იყო უფროსად მიჩნეული უზენაესი ანუ მორიგე ღმერთი, მეორე - ქალღმერთი მზე_მზექალი, მესამე - კვირია. ივანე ჯავახიშვილმა დაადგინა, რომ სათემო ღვთაებების გარდა, ოდესღაც ქართულ ტომებს ყველასათვის საერთო რწმენაც ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც.


მიუხედავად ბევრი საინტერესო საკულტო ობიექტისა (მათ შორის მუხა, სიცოცხლის ხე, რომელიც იგდრასილის ანალოგიაა და ცალკე პოსტს იმსახურებს), ყურადღება მზის კულტზე მინდა შევაჩერო, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით იყო მსოფლიოს ყველა დიდ კულტურაში გავრცელებული. მზის სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში - "თვალია", სიმბოლური რიცხვი - "9" (ქართველთათვის "9" საკრალური რიცხვია), მისი იდიოგრამა კი "ანი". აქედან მოდის "მზის თვალი", "ცხრათვალა მზე". სვანეთში გავრცელებული "შენს თვალს ვფიცავ" იგივეა, რაც ქართულად "შენმა მზემ". სვანურ ენაში მზეს მეტსახელად "ელვაი" ერქვა, მზის საგალობელია "ლილე".


წარმართული ქართლის საკულტო ადგილებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა უფლისციხის სატაძრო კომპლექსი. უფლისციხის კულტმსახურების მთავარი ღვთაება იყო მზე - მითრა, რომლის პარალელებიც იესოსთან ასევე ცალკე თემაა.

მზის კულტის ყველასთვის ნაცნობი ღვთაება არის ძველეგვიპტური - რა, რომელიც სინამდვილეში, სიმბოლურად უმაღლესი გონის გამოვლინებას, მის პირველ ვიბრაციებს წარმოადგენს.

"დასაბამიდან იყო სიტყვა", და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა".

"თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი".

ნათელის, სინათლის, შუქის, მზის და პირველადი ვიბრაციის გამოვლინებაზე, შეგიძლიათ ჰერმესის ზურმუხტის ფილებში ამოიკითხოთ. (რადგან ყველაზე ადვილად და ელემენტარული ენით სწორედ იქ არის ახსნილი)

სამწუხაროდ, სხვადასხვა ტერიტორიებზე არსებული მზის და სხვა უძველესი კულტები, ქრისტიანული ეკლესიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და მასშტაბური ომები მიმდინარეობდა წარმართების "მოსაქცევად".


image


ებრაულ-ბერძნულმა ექსპანსიამ და ქრისტიანობის ძალადობით გავრცელებამ დედამიწაზე, მოსახლეობის სწრაფი შემცირება გამოიწვია. მე_16 საუკუნის წყაროებში საუბარია, რომ ქრისტიანობის შემოტანამდე ევროპაში 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მე_17 მე_18 საუკუნის წყაროებში უკვე 400 მილიონ ადამიანზეა საუბარი. მაგრამ საქმე ამაში არ არის... რელიგიური ომების და ინკვიზიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ პირველად ხსენებულ წყაროში მოიხსენიება ევროპაში დარჩენილი ოთხი მილიონი (!!!) ადამიანი, ხოლო მეორეში 1 მილიონი (!!!).... ანუ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 200-400_ჯერ.


image


წყაროებში საუბარია მხოლოდ ევროპაზე, სადაც რუსეთი არ მოიხსენიება. ქრისტიანობის შემოტანამდე რუსეთში 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც არ იყვნენ მზად უარი ეთქვათ მამა_პაპისეულ რელიგიებსა და რწმენაზე, რის გამოც რა თქმა უნდა გაუძალიანდნენ ზეწოლას. 988 წლის შემდეგ 1000 წლამდე ეგრედწოდებულ 12 წლიანი ნათლობის პერიოდში, რუსეთის მოსახლეობის 3/4 განადგურებული იქნა.


განადგურდა 9 მილიონი ადამიანი და დარჩა მხოლოდ სამ მილიონზე ცოტა მეტი!!!

ანადგურებდნენ ადამიანებს, რომლებიც უხსოვარო დროიდან მოყოლებული, საკუთარი მამა_პაპის და წინაპრების დანატოვარ ტრადიციებსა და ხსოვნას იცავდნენ. ეს არის პერიოდი, როდესაც ნამდვილი, ძირძველი მართლმადიდებლობა გამოცხადდა ეკლესიის მტერ წარმართობად.


image


მართლმადიდებლობა - მართლის, მართალი სამყაროს დიდება და არანაირი ბრმა მორწმუნეობა და მონობა, არამედ ადამიანის მიერ ბუნების პატივისცემა - მოინათლა, როგორც სახიფათო წარმართობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანობის გავრცელებას და ასევე მწარედ იდევნებოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.


სინამდვილეში მართლმადიდებლობა არასოდეს ყოფილა რელიგია ან რელიგიური კულტი, არამედ ეს იყო უძველესი, ჯერ კიდევ ვედებიდან მომავალი სწავლება სამყაროს, მისი აგებულების და მასთან ურთიერთმოქმედების შესახებ.

უდიდესი დატვირთვის, სიმბოლიკის, ენერგეტიკის და "პოპულარულობის" გამო, ბიზანტიის ეკლესიამ მიითვისა ტერმინი "მართლმადიდებლობა", რის შემდეგაც გაჩნდა მართლმადიდებლური (ორთოდოქსი) ქრისტიანობა, რომელიც თუ გაინტერესებთ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბერძნულ_კათოლიკური ეკლესიის სახელით იყო ცნობილი და პირველად, 1943 წლის 8 სექტემბერს, სტალინის ბრძანებით მართლმადიდებლურ ეკლესიად გადაკეთდა.


არ არსებობს მართლმადიდებლური რელიგია, მართლმადიდებლური ღვთაება, მართლმადიდებლური კულტი და მართლმადიდებლური ეროვნება... მართლმადიდებლობა ეს უძველესი სწავლებაა, რომლითაც უძველესი ეგვიპტელები, დრუიდები და თუნდაც ძველი ატლანტიდელები ცხოვრობდნენ. ეს იყო ცხოვრების სტილი სამყაროში, სამყაროსთან, ბუნებაში და მასთან ურთიერთმოქმედება, ის რაც დღეს დაკარგულია, სახეშეცვლილია და რელიგიური დამპყრობლური მიზნებისთვის არის გამოყენებული.


მართლმადიდებლობის ყველაზე უნიკალურ მაგალითს ამერიკელი ინდიელები წარმოადგენენ. ამონარიდი მათი კოდექსიდან:


"დედაბუნება ყველანაირი სიცოცხლის დედაა, იქნება ეს მცენარეები, ორფეხები, ოთხფეხები, ფრთიანები თუ ადამიანები. ბუნება არის უდიდესი მასწავლებელი, თუკი მოვუსმენთ, დავაკვირდებით და პატივს ვცემთ მას. მე უნდა ვასწავლო შვილებს როგორ მოუარონ ბუნებას ისე, რომ შეუნახონ მომავალ თაობებსაც.

ასე რომ, ვაცნობიერებ იმას, რომ ბუნება ჩვენი დედაა. მოვექცევი მას პატივისცემითა და ღირსებით.

პატივს ვცემ სიცოცხლის ყველანაირ ფორმას.

ვიაზრებ, რომ ბუნება კი არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ ბუნებას ვეკუთვნით ჩვენ.

მივიღებ ცოდნასა და სიბრძნეს ბუნების კანონებისგან, ასევე გადავცემ ამ ცოდნას ჩემს შვილებს.

როცა ვნახავ, რომ ვიღაც ცუდად ეპყრობა მას, დაველაპარაკები, რომ ასე აღარ ქნას. დავიცავ ბუნებას ისე, როგორც საკუთარ დედას. პირობას ვდებ, რომ მიწა, წყალი და ჰაერი ხელუხლებლად გადაეცემათ ჩემს შვილებს, მათ შვილებს და იმათ შვილებს".

12
124
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
124
  
30 ოქტომბერი, 16:48
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემიი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გა კეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
22 ოქტომბერი, 23:46
ნამდვილად, მართლმადიდებლობა რელიგია არ არის, მართლმადიდებელი უნდა იყო. :)
22 ოქტომბერი, 23:35
სიტყვა „სწერვობა“ ცოტა უადგილოა და აქაც აჩვენე რომ ჯერ შორს ხარ, გესაუბრები გამართული ტონით და ჩამოყალიბებული აზრებით როგორც კაცი კაცს და საპასუხოდ მოგაქვს რაღაც ნაყარი სიტყვები. უკეთესად უნდა წაიკითხო დაწერილი რადგან არამგონია სადმე ვინმეს სიძულვილი მეთქვას. ასე რომ კიდევ ერთხელ მახსენდება „სინათლეს ეზიარება ვინც ნათელის არის“, ხოდა ეცადე ნათელის იყო. მართლამადიდებლობა არ ისწავლება, არ იწამება, არც ფაქტებით გამომდინარეობს – მართლმადიდებელი უნდა იყო!
22 ოქტომბერი, 18:46
სწერვობა არაა საჭირო მე მესმის შენი და გასაგები ხარ. უბრალოდ შენი პოზიციით ნუ გადამიდგები წინ და ნურც ქვეყნის და ჩემი ერის სიძულვილს დამაბრალებ, სიმართლე უპირველეს ყოვლისა რაც არ უნდა მწარე იყოს , > მართლმადიდებლობის ანუ მართლის დიდების < არსიც სწორედ ამაშია და არა კლერიკანულ ფორმალობებში.
22 ოქტომბერი, 17:55
ჯერ ბევრი უნდა "ინათლო" მე რომ გასაგები ვიყო.
22 ოქტომბერი, 16:57
:დ გასაგები ხარ
22 ოქტომბერი, 16:35
აქ იმიტომ დავწერე, ხალხმა იცოდნენ რომ ხანდახან კარგ რაღაცასაც წერ. საკუთარ ქვეყანას სულ ძირს კი არ უთხრი იშვიათად ამაგრებ კიდეც. პოეზიას რომ უკეთესად გრძნობდე ვიტყოდი გრიგოლ ორბელიანსა გავხარ მეთქი :)
22 ოქტომბერი, 16:09
ისე ეს კომენტარი თემაზე უნდა დაგეწერა და არა ამ სტატიაზე :დ
22 ოქტომბერი, 16:08
:დ სად დავწერე აბა დასქრინე ან რამენაირად მომაწოდე, მეც მაინტერესებს რამდენად "ხშირად ვიცვლი" შეხედულებებს :დ
22 ოქტომბერი, 15:58
კერძოდ თუნდაც ის რომ ერთ დღეს წერ კოლხები ზანგები (აბსურდი) არიანო, მეორე დღეს კი წერ ამ სიდიდის თემას. ერთ დღეს კომენტარში ჩანს შენი აზროვნება და მეორე დღეს შენი სიმარტივე. მე მიკვირს (უფრო ვწუხვარ) თუ ადამიანი ამხელა თემას იაზრებს მერე რატომ ჩამოდის იმაზე დაბლა ვიდრე დასაშვებია ამ მოაზროვნე ადამიანისთვის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10