x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ

image

ზოგიერთი ტესტი ზუსტად აღწერს არა მხოლოდ ადამიანის ხასიათს, არამედ იმას თუ რამდენად კარგი ან ცუდი ადამიანი არის.

თუმცა ამ ტესტს სერიოზულად არ მიუდგეთ. ის უფრო გასართობია, ვიდრე სამეცნიერო ან ფსიქოლოგიური და მიმართულია იმისკენ, რომ მკითხველის გაღიმება გამოიწვიოს.

შეხედეთ სურათს:

image

რა დაინახეთ სურათზე პირველად? თქვენი არჩევანი გიჩვენებთ, თუ რამდენად კარგი ადამიანი ხართ სინამდვილეში.

თუ პირველი, რაც დაინახეთ, არის ოკეანე:

imageთქვენ 100 %-ით კეთილი ადამიანი ხართ


თქვენ კეთილი და რბილი ხასიათი გაქვთ. ვინმეს დახმარებაზე უარს ვერ უბნებით და ყოველთვის რეალურ დახმარებას უწევთ. ყოველთვის ცდილობთ აღადგინოთ სამართლიანობა და მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნოთ. ყველამ იცის, რომ სხვა ადამიანების მოთხოვნილებები თქვენთვის პირველ ადგილზე დგას, ხოლო საკუთარ თავსა და ინტერესებზე სულ ბოლოს ფიქრობთ.

თქვენ პირველი ხართ, ვინც ეხმარება მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და სხვებზე ზრუნავს მაშინაც კი, თუ ეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.

ადამიანები, ვინც კარგად გიცნობენ, შეუძლიათ დაადასტურონ რომ თქვენ ყველაზე კარგი ადამიანი ხართ, ვისაც კი იცნობენ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, ვინც თქვენს სიკეთეს ბოროტად გამოიყენებს.



თუ, პირველი რაც დაინახეთ, არის ადამიანი

imageთქვენ შედგებით 80% სიკეთის და 20 % მოთამაშისგან.

უმეტესად თბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ. საჯარო ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა გიყვართ. თქვენ შეგიძლიათ თანაგრძნობა და სხვებს ეხმარებით.

თქვენი ცელქი ხასიათი უბრალოდ შთამბეჭდავია. თქვენ ყოველთვის იცით ზღვარი და ამ ხაზს არ გადადიხართ. ნებისმიერ კომპანიაში თავს კომფორტულად გრძნობთ და ახლობლების გამხიარულებას ყოველთვის ახერხებთ.



თუ, პირველი რაც დაინახეთ, არის ნავი

imageთქვენ 100%-ით სარკაზმისა და ირონიისგან შედგებით

საქმე იმაშია, რომ თქვენი პირდაპირობა და სარკაზმი ზოგჯერ არ მოსწონს მათ, ვინც თქვენ არ გიცნობთ.

თქვენ ოდნავ მკვეთრი ენა გაქვთ და ზოგჯერ ზედმეტად სარკასტული. ეს თვისება ადამიანებს გაშორებთ. როგორც ცნობილია, ყველას სინაზე და სიკეთე იზიდავს.

როგორც ჩანს, თანამედროვე საზოგადოებაში თავდაჯერებულობამ შეიძლება ბოროტად იხუმროს! უბრალოდ დარწმუნდით რომ მწარე სიტყვებს და სარკაზმს ბოროტად არ იყენებთ. ზოგჯერ, ჯობს ადამიანების მიმართ უფრო რბილი და მომთმენი იყოთ.

0
361
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0