x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მუსიკალური ბგერები გონების მასობრივი კონტროლისათვის
image


საბჭოთა კავშირმა ბიოლოგიურ ორგანიზმებზე მიკროტალღების ზეგავლენის შესწავლას კარი 1953 წლიდან გაუხსნა. სპეციალურ ლაბორატორიებში მუშაობა დაიწყეს სასურველი სიტყვებისა და აზრების ფარულ ჩამონტაჟებაზე ადამიანის ცნობიერებაში. ასევე, 1953 წელს საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციამ (ISO) გააუქმა მანამდე არსებული მუსიკის აწყობის ნორმა 332 ჰერცი და ის 440 ჰერცის სტანდარტით შეცვალა. დღევანდელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბგერის (არამარტო მუსიკალურის) მოცემული სიხშირე არაჯანსაღ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რაც გამოიხატება ანტისოციალური განწყობით, იწვევს ფსიქოპათოლოგიებს, სოციალურ აგრესიას, გენეტიკურ მოშლილობას, ტრადიციული ღირებულებების მოშლას და ზოგიერთ სპეციალურ შემთხვევაში, მასობრივ ისტერიას.


დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კონსპირაციულ რეალობაში, სადაც კონტროლი ხორციელდება ბიოენერგეტიკულად, სიხშირის მოდულაციებისა და ელექტრომაგნიტური მანიპულაციების მეშვეობით. არსებობს თეორია, რომ 432_დან 440 ჰერცზე გადასვლა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის იოსებ გებელსის მითითებით მოხდა. მისი სურვილი იყო, ადამიანებს მხოლოდ გარკვეული მიმართულებით ეფიქრათ და რომელიმე კონკრეტული აზროვნების ტყვეობაში ყოფილიყვნენ გამომწყვდეული. 1940 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 440 ჰერცი მთელს მსოფლიოს წარუდგინა, ხოლო 1953 წლიდან დღემდე ეს სიხშირე მსოფლიო ISO 16 სტანდარტს წარმოადგენს.

გენიალური ელექტოინჟინერი და ფიზიკოსი ნიკოლა ტესლა წერდა: "თუ თქვენ გსურთ, ამოხსნათ სამყაროს საიდუმლოებები, იფიქრეთ ენერგიის, სიხშირისა და ვიბრაციის მიმართულებით".



როგორც ჩანს, დღეს გარკვეული ძალები შეგნებულად ცვლიან ვიბრაციას მთელ მოსახლეობაში. ბგერის დესტრუქციული სიხშირეები იწვევს არეულობის, დისჰარომინიისა და ერთმანეთისგან დაშორების აზრებს. 440 ჰერცი არ წარმოადგენს ბუნებრივი აწყობის სიხშირეს და დაშორებულია საკრალური ვიბრაციების სიმეტრიისგან. ის მოსახლებაში აღძრავს აგრესიას, იწვევს ფსიქოსოციალურ აღგზნებას, ემოციურ და ფსიქიკურ აშლილობას. ზეგავლენის მასშტაბების დასადგენად საკმარისია გავიხსენოთ, რომ დღეს თითქმის ყველა ადამიანი აღჭურვილია აიპოდით და MP3 ფლეერით. 440 ჰერცის სიხშირის მუსიკა აგრესიულია, დაჭიმულია და დაძაბულობას მატებს სხეულს. თანამედროვე მუსიკა გონებისა და ფიზიკურობისკენ არის მიმართული, როდესაც მანამდე არსებული სიხშირე, 432 ჰერცი მიმართული იყო გულისკენ, ის ადამიანს გადასცემდა ჯანსაღ, თბილ ემოციებს და იწვევდა სხეულის რელაქსაციას. ნიშანდობლივია, რომ ანტიკურ დროში სწორედ ასეთ მუსიკალურ აწყობას იყენებდნენ. 432 ჰერცის სიხშირის მუსიკა მთელ სივრცეში აღიქმება და ადამიანის სხეულს ერთიანად გამსჭვალავს, მაშინ, როდესაც თანამედროვე 440 ჰერცის სიხშირის მუსიკა აღიქმება მხოლოდ თავში და არ ახლავს სივრცობრივი შეგრძნება.


ალბერტ აინშტაინი წერდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ მატერიას ვეძახით, სინამდვილეში არის ენერგია, რომლის ვიბრაციაც იმდენად დაწეულია, რომ გრძნობებისთვის აღქმადი გახდეს. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ყველაფერი, ჩვენი საკუთარი სხეულების ჩათვლით, შედგება სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებადი ენერგიისგან. სხეულზე ბგერის ზემოქმედების ილუსტრაციას წარმოადგენს კიმატიკური ექსპერიმენტი, როდესაც ხილული ხდება ბგერის ზემოქმედება სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა წყალი, ქვიშა თუ ჰაერი. სხვადასხვა სიხშირის ბგერები ასეთ ზედაპირზე სიმეტრიულ ანდა არაჰარმონიულ ანაბეჭდს ტოვებენ.


ჩვენს განწყობებს შეუძლიათ კვალი დატოვონ და შეცვალონ მატერიალური სამყარო. ადამიანური ცნობიერება ცვლის წყლის მოლეკულარულ სტრუქტურას. ჩვენ ყველას გაგვაჩნია განსაკუთრებული ვიბრატორული სიხშირე და ამავე დროს ჩვენი სხეულებიც 80%_მდე წყლისგან შედგება. ცხადი ხდება, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ადამიანზე ბგერის ზემოქმედების ხარისხი.

დღეს ასევე ყურადღების მიღმაა დატოვებული 444 ჰერცის სიხშირე, რომელსაც ბოტანიკურ მაგალითებზე დაყრდნობით ძალზე დადებითი გავლენა გააჩნია და ასევე უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე ჩვენთვის უცნობი სხვა ასეთივე ჰარმონიული სიხშირეები.



0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0