x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე
image

იცით თუ არა, რომელი ორი პროდუქტი შეიცავს 650-ზე მეტ ვიტამინს, მიკროელემენტს და ამინომჟავას? მხოლოდ ორი ჩვეულებრივი პროდუქტი შეიცავს ყველა ცნობილ ვიტამინს, მათ შორის კაროტინი, A ჯგუფის ვიტამინები, B1, B2, B6, B12, C, პროვიტამინი D, K, PP, E, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, თუთია, იოდი და ბევრი სხვა.

ისინი ასევე შეიცავენ ადამიანისთვის აუცილებელ ამინომჟავებს (40-ზე მეტი სახეობის ამინომჟავას).

გარდა ამისა, ეს პროდუქტები პროტეინის (ცილა) მთავარ წყაროს წარმოადგენენ. მათში უფრო მეტი ცილაა, ვიდრე ქათმის ხორცსა და კვერცხში. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ამ ცილას ორგანიზმი 955%-ით ითვისებს, მაგ. ქათმის ცილას ორგანიზმი 30%-ით ითვისებს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იშვიათად შემხვედრი კომპონენტია - ქლოროფილი. სწორედ ქლოროფილი გვეხმარება ვიყოთ აქტიურები, ლამაზები და ახალგაზრდები, ასევე სისხლის და ქსოვილების სწრაფად განახლებას ხელს უწყობს.

აი, ეს ორი პროდუქტი, რომელთა შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს: ქლორელა და სპირულინა

image

ქლორელა და სპირულინა წყალმცენარეები არიან, რომლებიც დედამიწაზე 4 მლრდ წელზე მეტია, არსებობენ. ქლორელას უჯრედებიდან დედამიწაზე ყველა მცენარე წარმოიშვა, ხოლო სპირულინას უჯრედებიდან - ყველა ორგანული ნივთიერება, რომლებიც ცხოველების საკვები გახდა და ცხოველთა სამყაროს განვითარებას ეხმარება.

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა ათასობით კვლევამ დაამტკიცა, რომ ქლორელა და სპირულინა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მკვებავი პროდუქტები არიან.

ქლორელა და სპირულინა შემადგენლობით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამასთან პრინციპულად ერთმანეთისგან განსხვავდება.

მთავარი მსგავსება - ცილის მაღალი შემცველობა (50%-ზე მეტი), რომელსაც ორგანიზმი მაქსიმალურად ითვისებს. სწორედ ეს ცილა არის საჭირო ორგანიზმის აღსადგენად, კუნთების და ყველა ქსოვილის გასაზრდელად.

და მეორე თვისება - მათში ნებისმიერ საკვებ პროდუქტზე ბევრად მეტი მკვებავი ნივთიერება, ვიტამინი და მიკროელემენტი შედის.

აი, ქლორელას და სპირულინას მთავარი განმასხვავებელი ნიშნები:

1. სპირულინა - მოლურჯო-მომწვანო ფერის წყალმცენარეა, რომელსაც სპირალის ფორმა აქვს. ცინობაქტერიის ოჯახი (ანუ ბაქტერია). ის, როგორც მცენარეულ, ასევე ცხოველურ სამყაროს ეკუთვნის (ნახევრად მცენარე, ნახევრად ცხოველი).

ქლორელა - ერთუჯრედიანი წყალმცენარეა: მხოლოდ მცენარეთა სამყაროს ეკუთვნის.

2. ქლორელა ქლოროფილის ყველაზე დიდ რაოდენობას (3%) შეიცავს. ქლოროფილის შემცველობით მეორე ადგილას სპირულინაა (2%). ქლოროფილი სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, ჰემოგლობინს ამუშავებს და სისხლის და უჯრედების განახლებას ხელს უწყობს.

3. სპირულინა მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ათვისებად ცილას შეიცავს. სპირულინას ცილა - 60%, ქლორელას - 50%.

4. ქლორელა უნიკალურ ბოჭკოებს შეიცავს, რომელთაც ორგანიზმიდან მძიმე ტოქსინები გამოაქვს:

· მძიმე ლითონები

· ჰერბიციტები

· პესტიციდები

· რადიაციული ნივთიერებები

5. სპირულინა და ქლორელა ძლიერი ანტიოქსინდატები არიან. ისინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან კარგად წმენდენ. სწორედ თავისუფალი რადიკალები წარმოადგენს ბევრი დაავადების დასაწყისს: მცირე გაცივებიდან დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული.

6. ქლორელა ადამიანისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავებს შეიცავს: იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, გლუტამინი, მეტიონინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი, ფენილლალაგინი, არგინინი, და სხვა. თითოეული ამინომჟავა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

7. სპირულინი იმუნური სისტემის ძლიერი „მშენებელია“. მაგრამ როცა იმუნურ სისტემას უკვე პრობლემები აქვს, ქლორელა საუკეთესო იმუნო მასტუმილირებელი საშუალებაა. ის ორგანიზმის იმუნიტეტს აღადგენს და აღდგენის პროცედურა უფრო მარტივია. (მაგ. ქიმიოთერაპიის შემდეგ).

8. ადამიანის ორგანიზმზე შესამჩნევ გავლენას ახდენს

სპირულინა - ორგანიზმის ძლიერი ენერგიის დამტენია;

ქლორელა - ძლიერი საშუალება დეტოქსიკაციისთვის, ორგანიზმის გასაწმენდად და საკვების მონელების გასაუმჯობესებლად.

ბონუსი: თქვენი კანი ამ ნიღბით გაანებივრეთ

1 ჩ/კ სპირულინა წყალში გახსენით ისე, რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. ცოტა გლიცერინი დაუმატეთ. გლიცერინი ბუნებრივი ჟელეთი ან ცილით შეგიძლიათ ჩაანაცვლო. ის საჭიროა იმისთვის, რომ სპირულინა არ გამოშრეს. სახეზე და კისერზე წაისვით და 15 წუთში ჩამოიბანეთ. შედეგს იმწამსვე იგრძნობთ.

0
1483
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0