x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კვერცხის 7 სასარგებლო თვისება, რომელიც ბევრმა არ იცის. მიირთვით ყოველდღე!
კვერცხი ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტია. მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს და შეუცვლელი ინგრედიენტია ბევრი კერძისთვის. გარდა ამისა, კვერცხს ისეთი სასარგებლო თვისებებიც გააჩნია, რომელთა შესახებ ბევრს ალბათ არც კი სმენია.

image

კვერცხის სასარგებლო თვისებები:

1.ადვილად ითვისებს ორგანიზმი


შემწვარი თუ მოხარშული კვერცხი ძალიან სასარგებლო პროდუქტია კუჭისთვის, და არა მარტო კუჭისთვის. ის იმუნიტეტსაც აძლიერებს.

2.ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კვირაში 6 კვერცხის მოხმარება საგრძნობლად ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

3.სასარგებლოა მხედველობისთვის

კვერცხი კაროტინოიდებს შეიცავს, რომლებიც მხედველობისა და თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. ეს პროდუქტი კატარაქტისა და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან გვიცავს.

4.ამაგრებს თმას და ფრჩხილებს

ამინომჟავები, თუთია, რკინა და სელენი, რომელთაც კვერცხი შეიცავს, შეუცვლელია თმისა და ფრჩხილებისთვის.

5.ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას

კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

6.ამაგრებს ძვლებს

ორგანიზმისთვის აუცილებელია D ვიტამინი, რომ კალციუმი შეითვისოს. ეს ვიტამინი, ფოსფორსა და კალციუმთან ერთად, ძვლებთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

7.აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისთვის

ფოლიუმის მჟავა, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს, ნერვულ უჯრედებს იცავს და ტვინის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს.


კვერცხი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თითქმის ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათქმაუნდა, ზომიერად. ჩართეთ ის თქვენს რაციონში.

0
347
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0