x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
მთავარი ამბები „საბა 2018-დან“ - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები
image


ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბა წელს რამ­დე­ნი­მე მხრივ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ეს იყო და­ჯილ­დო­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ფრან­კფურ­ტის მე­რი­ის ის­ტო­რი­ულ დარ­ბაზ­ში Kaisersaal-ში ჩა­ტარ­და. წელს სა­ქარ­თვე­ლო ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სით იყო წარ­დგე­ნი­ლი და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის იქ ჩა­ტა­რე­ბაც.


და­ჯილ­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას­თან, ქარ­თველ ავ­ტო­რებ­თან, გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან ერ­თად, სა­პა­ტიო უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი, უცხო­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, გერ­მა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია.


აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ორ ენა­ზე, ქარ­თუ­ლად და გერ­მა­ნუ­ლად ჩა­ტარ­და. წამ­ყვა­ნე­ბიც ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დო­რის აკ­რა­პი იყ­ვნენ.


წელს „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბა იმი­თიც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ არ­სე­ბულ ნო­მი­ნა­ცი­ებს სამი ახა­ლი და­ე­მა­ტა და სა­ერ­თო ჯამ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 11 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ. ახა­ლი ნო­მი­ნა­ცი­ე­ბია: ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი კრი­ტი­კა, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა და პრე­მია ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის.


2018 წლის პრე­მია "სა­ბას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი:

სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი - ლაშა ბუ­ღა­ძე, "პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა"

სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი - ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, "მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი - ზუ­რაბ რთვე­ლიშ­ვი­ლი, "პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა"

სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი - ზურა ჯიშ­კა­რი­ა­ნი, "სა­ღე­ჭი გან­თი­ა­დე­ბი: უშაქ­როდ"

სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა - ირმა ტა­ვე­ლი­ძე, "სტა­ლი­ნის ნაძ­ვე­ბი და სხვა ტექ­სტე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი - და­ვით წე­რე­დი­ა­ნი, იო­ჰან ვოლ­ფგანგ გო­ე­თეს "ფა­უს­ტი-II"

ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნი - ეკა­ტე­რი­ნე ტეტი და იუ­ლია დენ­გი, რეზო ჭე­იშ­ვი­ლის "ცის­ფე­რი მთე­ბი".

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი კრი­ტი­კა - ლი­ტე­რა­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი ტილ­მან შპ­რე­კელ­სე­ნი.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა - Mitteldeutscher Verlag.

პრე­მია ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის - ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი.

პრე­მია ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის - რეზო გაბ­რი­ა­ძე.

წელს ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: ლელა დუმ­ბა­ძე, გიგა ზე­და­ნია, ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, ნინო კას­რა­ძე და ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე. გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტო­რებს, სპე­ცი­ა­ლურ პრიზ­თან ერ­თად, ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბიც გა­და­ე­ცათ.

ყო­ველ­წლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „საბა“ „თი­ბი­სი ბან­კმა“ 2003 წელს და­ა­ფუძნა. წელს „საბა“ მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­და. წლე­ვან­დე­ლი და­ჯიდ­ლო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან პარტნი­ო­რო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. პრე­მი­ის მი­ზა­ნია გა­სუ­ლი ერთი წლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა და წლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში, ისე ონ­ლა­ინ ვებგ­ვერ­დზე www.Biblusi.ge-ზე. ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში 20 ლა­რის ან მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ძე­ნა­ძენ­ზე ნივ­თე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სი სრუ­ლი­ად უფა­სოა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში.

0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0