x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მუცლის ტკივილი ბავშვებში

მუცლის ტკვილი ბავშვებში



image

ბავშვებში მუცლის ტკივილის მიზეზი მრავალია, მიზეზის დადეგნა კი, აუცილებელი. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა დედის დაკვირვება ბავშვზე და მისი ნაამბობი ტკივილის ხასიათის, სიძლიერის, ხანგრძლივობის, პერიოდულობის და ლოკალიზაციის (ტკივილის გარკვეული არის) შესახებ. აუცილებელია დადგენა იმისა, თუ რამდენად დაკავშირებულია ტკივილი საკვების მიღებასთან, ახლავს თუ არა ტემპერატურა, გულისრევა, პირღებინება და სხვა. ეს ცნობები ექიმს გაუადვილებს დიაგნიზის დასმას.

*


საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადება ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის ხშირი მიზეზია. ტკივილი ხანგამოშვებით აწუხებს, პერიოდულად მწვავდება, დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, თან სდევს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ნაწლავთა არამყარი მოქმედება.

-მაგ., ქრონიკული გასტრიტისთვის, რომელიც დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარეობს, დამახასიათებელია უმადობა, გულისრევის შეგრძნება და სიმძიმე (ანუ ყრუ ხასიათის ტკივილი) კუჭის არეში საკვების მიღებისთანავე. შორსწასულ შემთხვევაში მოსალოდნელია მონელების მოშლა, წონაში დაკლება, უხალისობა, ღონის დაკარგვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოვლენები ბავშვის ასაკში იშვიათია.

*

-კუჭის არეში წვის შეგრძნების მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავი მილის ანთება (ეზოფაგიტი). ეს ნიშანი მით უფრო საყურადღებოა, თუ ძლიერდება სხეულის წინ დაწევისას ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

ხშირად ტკივილი გამორჩევით მარჯვენა ფერდქვეშა არეს მოიცავს. ზოგჯერ მიმდინარეობს ღებინებით, ტკივილი მწვავდება ან ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ (განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების), რაც ნაღვლის ბუშტის დაზიანებისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი კლინიკური ნიშნები შეიძლება განპირობებული იყოს თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანებით, ამიტომ დიაგნოზის საბოლოო დადასტურება ბავშვის საავადმყოფოს პირობებში გამოკვლევას მოითხოვს.

*


-ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვთა ასაკში არის ჭიებით ინვაზია (ორგანიზმის დასნებოვნება), რომელიც შეიძლება მრავალფეროვანი კლინიკური სურათით მიმდინარეობდეს. ნაწლავთა ჭიების დროს ტკივილი აღინიშნება ჭიპის ირგვლივ, უპირატესად უზმოზე ვითარდება და ყუჩდება საკვების მიღების შემდეგ. ზოგიერთი სახის ჭიებმა (მაგ., ტრიქოცეოალოზი) შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილი, რომელიც მიმდინარეობს გულისრევით, ტემპერატურის მომატებით, გონების დაკარგვით, ჰალუცინაციებით. სხვა სახის ჭიები, მაგალითად ასკარიდები, ტკივილს იწვევენ იმ შემთხვევაში, თუ მათ დაახშვეს ნაწლავის, კერძოდ, ჭიაყელა ნაწლავის სანათური ან ნაღვლის საერთო სადინარი. ტკივილის მიზეზი ამ დროს შეგუბებაა.

*

-ტკივილის მიზეზი ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს კოპროსტაზი (განავლის დაგროვება ნაწლავებში). ასეთი ტკივილი, ჩვეულებრივ დეფეკაციის (ნაწლავთა მოქმედების) და გამწმენდი ოყნის შემდეგ ყუჩდება, მაგრამ ოყნის გაკეთების დროს მშობელი ყურადღებით უნდა იყოს. თუ წყალი არ შედის ნაწლავებში ან განავლოვანი მასები შეიცავენ სისხლს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პროცედურა, ვინაიდან ეს ნიშნები დამახასიათებელია მწვავე მუცლისთვის და გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ.

*

-მუცლის მწვავე ტკივილი დამახასიათებელია აგრეთვე მწვავე გასტრიტისათვის, რომელიც ვითარდება ინფიცირებული საკვების მიღების შემდეგ. ტკივილს კუჭის არეში თან ახლავს ღებინება, ზოგჯერ ზედიზედ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ბავშვი შვებას გრძნობს. ამას შეიძლება თან ახლდეს კოლაფსოიდური მდგომარეობა (სისუსტე, კიდურების გაცივება) და ნაწლავთა აშლილობა, რომელიც მალე გაივლის.

*

-მწვავე პანკრეატიტის დროს აღინიშნება მწვავე, მძაფრი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ანუ მუცლის ზემო ნახევარში. სარტყლისებური ტკივილი გადაეცემა უკან წელის არეში, თან ახლავს პირღებინება, რომელიც წყლულოვანი დაავადებისგან განსხვავებით, შვებას არ აძლევს ავადმყოფს. ვინაიდან მწვავე პანკრეატიტის დროს ვითარდება კუჭუკანა ჯირკვლის თვითმონელება, იკრძალება სათბურას დადება, რადგან ამან შეიძლება გაართულოს მდგომარეობა. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ სარტყლისებური ხასიათის მწვავე ტკივილის დროს ჩარევა დაუშვებელია და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ასევე აკრძალულია ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება, ვინაიდან ეს პრეპარატები ხელს უწყობს შეგუბებას და აქედან გამომდინარე, აძლიერებს ჯირკვლის თვითმონელებას.

*

-ტკივილი მუცლის არეში შეიძლება განპირობებული იყოს მწვავე ეპიდემიური ჰეპატიტით (ბოტკინის დაავადებით). ტკივილს თან ახლავს გულისრევა, პირღებინება, უმადობა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცუდი გუნება-განწყობა. ტკივილს შეიძლება წინ უსწრებდეს კატარული მოვლენები. თუ ამ დროს გამოვლინდა შარდის ფერის შეცვლა (მუქი, ქაფიანი ლუდისფერი შარდი), განავლის გათეთრება და მით უფრო ბავშვის სიყვითლე, ბოტკინის დაავადების დიაგნოზი უტყარია.

*

-ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი არცთუ იშვიათი მწვავე ვირუსული ინფექციის (მაგ., გრიპის, ადენოვირუსული, ენტეროვირუსული) ფონზე ვითარდება. ამ ინფექციის დროს ტკივილს შეიძლება თან ერთვოდეს ნაწლავთა აშლილობა.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის დროს უნდა გვახსოვდეს სიმულაციური შემთხვევებიც. აღსანიშნავია აგრეთვე მუცლის არეში ფუნქციური ხასიათის ტკივილი, რომელიც განპირობებულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, ემოციური დაძაბვით და სხვა., რომელთა დადგენა და სხვა სახის ტკივილებისგან განსხვავება მხოლოდ ექიმს შეუძლია.

*


იმისათვის, რომ თავიდან ავარიდოთ ბავშვს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, აუცილებელია როგორც კვების, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის მოწესრიგება. აუცილებელია კბილების და საერთოდ, პირის ღრუს მოვლა. დაუშვებელია ბავშვებისთვის ერთფეროვანი საკვების მიწოდება. საკვები არ უნდა იყოს მშრალი, ძალიან ცხელი ან ცივი. კვების პროცესი უნდა იყოს მშვიდი, დადებითი ემოციების მომგვრელი. ბავშვმა ყოველთვის აუჩქარებლად უნდა ჭამოს, საკვები კარგად დაღეჭოს და ჭამის დროს არ გაერთოს.

*


იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ასტკივდა მუცელი, საჭიროა კარგად დავადგინოთ თითოეული ზემოხსენებული სიმპტომი და მოვუყვეთ ექიმს, უტყუარი დიაგნოზის დასასმელად.

*

*

*

ასევე საინტერესოა


*


ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

*


ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

*

''მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს! ახალგაზრდობას ღუპავთ''

*

საქართველო IQ-ს მაჩვენებლით მე-13 ადგილზეა; იხილეთ ქვეყნებისა და ცნობილი ადამიანების IQ

*

სალომე ზურაბიშვილს პოეტმა ლექსი მიუძღვნა

*

culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!

*

ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა

*

პირველი ქართველი ქალი, რომელმაც რობოტი მამაკაცი შეიძინა


*

0
243
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0