x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შაკიკი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

შაკიკი



image



შაკიკი - ეს დაავადება ხშირია ახალგაზრდა ასაკის ქალებში. ხშირად ის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს შორის აღინიშნება. თავის ტკივილი შეტევითი ხასიათისაა. მის აღმოცენებას ხელს უწყობს:

*

გადაღლა,

ძილის რეჟიმის დარღვევა(უძილობა ან გადაჭარბებული ძილი),

ჩახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა,

კუჭ-ნაწლავის აშლილობა,

ყაბზობა,

ალკოჰოლის მიღება,

თამბაქოს მოწევა,

შიმშილი,

ნერვიულობა და სხვ.

*

შეტევები გრძელდება საათობით, იშვიათად დღეების მანძილზე. ტკივილი უმთავრესად აღმოცენდება საფეთქლის და თვალ-ბუდის არეში, ვრცელდება თავის ნახევარზე, ზოგჯერ მთლიანად თავზე, ტკივილი მატულობს, სახის კანი წამოწითლდება ან პირიქით-ფერმკრთალდება, საფეთქლის არტერია დაჭიმულია და მტკივნეულია შეხებით.

*

ზოგჯერ ავადმყოფი ირგვლივ მდებარე საგნებს მკაფიოდ ვერ ხედავს, მხედველობა ბინდისებრია ან ვითარდება ციმციმის, სიკაშკაშის შეგრძნება, მხედველობის ველის შეზღუდვა სრულ სიბრმავემდე შესაბამის თვალში. ყოველივე ეს გრძელდება რამდენიმე წუთით. ზოგჯერ ტკივილს თან ერთვის მხედველობის გაორება, თვალის კაკლის მოძრაობის შეზღუდვა, ზედა ქუთუთოს დაშვება, რომელიც რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ აღდგება.

*

ზოგჯერ ვითარდება გულისრევა და ღებინება, რაც ამცირებს თავის ტკივილს და ავადმყოფს უჩნდება ჩაძინების სურვილი, რის შემდეგაც ტკივილი ან მცირდება, ან საერთოდ ქრება, თუმცა სიმძიმის შეგრძნება კვლავ აღინიშნება და თავის სწრაფი მოძრაობის, დაცემინების ან დახველების დროს შეიძლება კვლავ აღმოცენდეს.

*

დახმარების აღმოსაჩენად ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ნახევრად ჩაბნელებულ, კარგად განიავებულ ოთახში, შევუქმნათ სიმყუდროვე, თავზე დავადოთ ცივი საფენი ან ყინულიანი ბუშტი. შედეგს იძლევა თავისა და კისრის მიდამოს მასაჟი, მდოგვის საფენები, კოტოშები ან ცხელი სათბურები ბეჭთაშუა არეზე, ფეხის ცხელი აბაზანა. უნდა მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი(ანალგინი, სედალგინი ან პენტალგინი) ვალიდოლი ან ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ.

*

*

*

ასევე საინტერესოა


*


ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

*


ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

*

''მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს! ახალგაზრდობას ღუპავთ''

*

საქართველო IQ-ს მაჩვენებლით მე-13 ადგილზეა; იხილეთ ქვეყნებისა და ცნობილი ადამიანების IQ

*

სალომე ზურაბიშვილს პოეტმა ლექსი მიუძღვნა

*

culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!

*

ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა

*

პირველი ქართველი ქალი, რომელმაც რობოტი მამაკაცი შეიძინა


*

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0