x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვეს, თუმცა სმიტის გაუპატიურებას აღარ ედავებიან
image

.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განმარტა, ბრალდებულის მიმართ არსებული განჩინება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უცვლელი დარჩება.

.


მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს. სასამართლო სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის თაობაზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

.

პროკურატურა მალხაზ კობაურს ამ დროისათვის ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განუცხადა. პროკურორის განცხადებით, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.

.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა, ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება. ის, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები. ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე, თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში. გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება, რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.


0
235
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0