x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
რა უნდა ვქნათ, თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა

image

1.არ ჩართოთ, თუ გათიშულია.
2.არ დააჭიროთ ღილაკებს.
3.არ შეარყიოთ და ნურც ხელს "შემოჰკრავთ"
თუ თქვენი საგარანტიო მომსახურება დასველებას ითვალისწინებს, უბრალოდ პროფესიონალებს მიუტანეთ.
4.არ შეუბეროთ სული / არ გამოიყენოთ თმის საშრობი. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვეთების უფრო ღრმად შეღწევა.


რა უნდა ვქნათ:

1.გათიშეთ, თუ ჩართულია და ეკრანით ქვემოთ დადეთ.

2.მოხსენით უკანა მხარე და ამოიღეთ ბატარეა (თუ, რა თქმა უნდა, თქვენს მოდელს ბატარეა ეხსნება)

3.მოხსენით დამცავი (თუ უკეთია), ამოიღეთ SIM და მეხსიერების ბარათები.

4.აიღეთ რბილი ნაჭერი ან სამზარეულოს ქაღალდი, სცადეთ, ბევრი რყევისა და მოძრაობის გარეშე მოაშოროთ სისველე, რომელიც ჩანს.

5.შეგიძლიათ მტვერსასრუტი გამოიყენოთ წვეთების ამოსაწოვად.

6.ჩადეთ ბრინჯიან კონტეინერში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავი. ტელეფონს ბრინჯი სრულად უნდა ფარავდეს (ბრინჯი საუკეთესო ნესტის შემწოვია).

7.აცადეთ ტელეფონს გაშრობა 1-2 დღის განმავლობაში.

8.ამის შემდეგ ჩადეთ ბატარეა და ჩართეთ. შეამოწმეთ ფუნქციები, განსაკუთრებით დინამიკების და სენსორების მუშაობას მიაქციეთ ყურადღება.

9.თუ საერთოდ არ ირთვება ტელეფონი, სცადეთ ბატარეის დამუხტვა. თუ არ იმუხტება, პირველ რიგში ბატარეის გამოცვლა მოგიწევთ. (ან კიდევ 1-2 დღე გააჩერეთ ბრინჯში, რომ დარწმუნდეთ, ყველაფერი მშრალია)

10.თუ ჩაირთო, მაინც ყურადღება მიაქციეთ მის მუშაობას, შეიძლება პრობლემამ რამდენიმე დღეში იჩინოს თავი.

თუ ამ მეთოდებმა არ იმუშავა, მაშინ წაუღეთ ხელოსანს ტელეფონი.

საინტერესო სტატიები

1
95
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
95
  
30 ოქტომბერი, 20:35
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათშიი ადვილადდ .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1