x
image
პროფესორი
სტრესის მოხსნის 10 არაორდინარული საშუალება ფსიქოლოგებისგან
image

1.თმის ვარცხნა

თმის ვარცხნა სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და კუნთებს ადუნებს. იგი ერთგვარი რელაქსია. 10 წუთიანი პროცედურა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.თუ 10 წუთი ვერ შეძლებთ იმდენ ხანს ივარცხნეთ რამდენ ხანსაც შეძლებთ და იგრძნობთ რომ განიტვირთეთ.ასევე კარგად შეარჩიეთ სავარცხელი

2.მასაჟი
ენერგიის აღსადგენად 30 წამის განმავლობაში დაიმასაჟეთ სხეულზე შემდეგი წერტილები: ცხვირის ქვეშ, ნესტოებთან, წარბებს შორის, ყურებს ქვემოთ, ქვედა ტუჩს ქვემოთ და ხელისგულების ცენტრები.


3.ხელისგულების და ყურების დაზელვა
ნერვული დაძაბულობის, სტრესის მოხსნა და ენერგიით დამუხტვა შესაძლებელია ხელისგულების დაზელვით. იმდენ ხანს უხახუნეთ ხელისგულები ერთმანეთს, იმდენ ხანს იფშვნიტეთ სანამ ისინი არ გაცხელდება. კარგია ყურის ბიბილოების დაზილვაც. იგი გამოგაფხიზლებთ და ყურადღების მოკრებაში დაგეხმარებათ.

4.შხაპი

15 წუთიანი შხაპი მთელს ნეგატივს ჩამოგბანთ. ისე დადექით წყლის ნაკადის ქვეშ რომ იგი თავსა და მხრებზე გეცემოდეთ.ასევე ცვალეთ წყლის ტემპერატურა სწრაფად, თუმცა თუ გულზე პრობლემა გაწუხებთ ამას მოერიდეთ.ტემპერატურის ცვლა აკაჟებს სხეულს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აცოცხლებს ორგანიზმს, ასევე აუმჯობესებს გუნება განწყობას

5.კიბე

კიბეზე არბენა-ჩამორბენის ერთი წუთი საკუთარ ტვინს, 30 წამი ზევით, 30 წამი ქვევით. ეს ვარჯიში ტვინის იმ ნაწილს ამარაგებს ჟანგბადით, რომელსაც ემოციურ სტრესთან გამკლავების ფუნქცია აქვს აღებული.ასევე შესანიშნავია გულისთვის.10 კიბის საფეხურიც შესაძლებელია საკმარისი იყოს ეს დამოკიდებულია ინდივიდზე.

6.გაფერადება

ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თუკი 2-3 წუთის განმავლობაში მოვწყდებით საქმეს და ნახატის გაფერადებით დავკავდებით, ეს შეგვიმცირებს სტრესს და 5-ჯერ გაზრდის სამუშაოს დროულად დამთავრების შანსს.

7.მუშაობა

სახლის, სამუშაო მაგიდის დალაგება ფიქრების დალაგებაშიც დაგეხმარებათ. ამგვარი ფიზიკური აქტივობის შემდეგ ტვინს ექმნება ილუზია, რომ რაღაც მოაწესრიგა, სისტემაში მოაქცია, ორგანიზება გაუკეთა და მოხსნილი სტრესით დამშვიდებული ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს.ასევე დაგაწყნარებთ ნებისმიერი სახის სამუშაო, რომელიც თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

8.დრო ფიქრისთვის-პერიოდულად აუცილებელია ცოტა ხნით მარტო დარჩენა, რომ ფიქრები დაალაგოთ.ფიქრები წარმართეთ პოზიტივისკენ და არა ნეგატივისკენ ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ და დაიხსომეთ, რასაც ფიქრობთ ის ხართ და ისევე მოხდება, ფიქრები მატერიალურია.

9.განმარტოება-ჩართეთ საყვარელი მუსიკა, ფურცელი, კალამი, და გემრიელად მოეწყვეთ სავარძელში. დაფიქრდით რა გსურთ ყველაზე მეტად და რის გაკეთებას აპირებთ ამ სურვილის შესასრულებლად. ყველაფერი ჩამოწერეთ მშრალად და კონკრეტულად.წერას და ფიქრებს დიდი ძალა აქვს.

10.სირბილი

15წუთის სირბილის შემდეგ გამომუშავდება ეგრეთ წოდებული "ბედნიერების სინდრომი", რაც თქვენს ფიქრებს და გონებას გაასუფთავებს.

რა თქმა უნდა ეს განსაკურნებელი წამალი არ არის, მაგრამ ეს არის მცირედი, დანარჩენი ინდივიდზეა დამოკიდებული.მე პირადად გირჩევთ ასეთ რამეს, უბრალოდ გულში თქვით "ესეც გაივლის" ან "მე მაინც მკვდარი ვარ".

ასევე უცაბედ სიტუაციაში დაძაბუნების დროს, სუნთქვა შეიკავეთ მაქსიმალურად, ჩათვალეთ რომ იხრჩობით და შემდეგ ამოისუნთქეთ ნელა, რამოდენიმეჯერ თუ გაიმეორებთ ყველა კუნთი მოეშვება ანუ თქვენ ამით გადადიხართ მკვდრის მდგომარეობაში, მოკლედ ეს გრძელი თემაა გააკეთეთ ეს მეთოდი, ოღონდ არ დაიხრჩოთ.

0
61
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0