x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
ლეგენდარული ფილმის გადაღებიდან 50 წელი გავიდა. მიშელ მერსიე ფილმის კასტინგის და ეროტიკული სცენების შესახებ ალაპარაკდა

ან და სერჟ გოლონების «ანჟელიკას» შესახებ ისტორიული რომანის ბოლო ფილმის ეკრანიზაციიდა 50 წელი გავიდა. სწორედ ნახევარი საუკუნის წინ გამოვიდა ეკრანებზე მეხუთე ფილმი – «ანჟელიკა და სულთანი».


image


ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, კასტინგით დაიწყო. მთავარ როლზე ფილმის რეჟისორს ბერნარდ ბორდერს, იმ დროს ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალი ბრიჯიტ ბარდო წარმოედგინა, და ჰონორარზეც უკან არ დაიხევდა, ნებისმიერი თანხის გადახდაზე თანახმა იყო. მაგრამ, ამ საკითხამდე საქმე არ მისულა. ბარდოს, იმ დროისთვის, ახალი დამთავრებული ჰქონდა მუშაობა, ასევე ისტორიულ ფილმზე – «ცნობილი სასიყვარულო ისტორიები» (ფრ. Les Amours célèbres) და გადაღლილი იყო კორსეტის ტარებით... მოკლედ, ანჟელიკას როლზე, შეთავაზების მიღებისთანავე, უარი თქვა.


image
სწორედ ბარდოს უარი გახდა კასტინგის ჩატარების მიზეზი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანჟელიკას როლის შესრულებაზე, ასევე უარი თქვეს სხვა ვარსკვლავებმაც: ანეტ ვადიმ, კატრინ დენევმა, ჯეინ ფონდამ და მარინა ვლადიმ. თითქმის გადაწყდა, როლზე მარინა ვლადის აყვანა, მაგრამ იმ პერიოდში, ვლადის და რობერ ოსეინის ოჯახური წყვილი ღრმა კრიზისს განიცდიდა და რადგან გრაფ დე პერაკის როლზე ოსეინი უკვე დამტკიცებული იყო, პროექტი ისევ მთავარი გმირის გარეშე დარჩა.


image
და აი, კასტინგზე, მიშელ მერსიე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის მას ათზე მეტი როლი ჰქონდა შესრულებული ფილმებში და ტელესპექტაკლებში, ისეთი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, როგორც, ზემოთ ხსენებული მსახიობები. მიშელს სინჯების გადაღებაზე, გრძნობების გამოხატვის ტრადიციული ნაკრები შესთავაზეს. «ისინი ისე მექცეოდნენ, როგორც უგნურ თოჯინას და მაიმუნივით მანჭვას მაიძულებდნენ!» — წლების შემდეგ აღიარა მსახიობმა. «აბუჩად აგდება» რამდენიმე დღე გრძელდებოდა და სკანდალით დასრულდა. მსახიობს ნერვებმა უღალატა და ჩართული კამერების წინ, ჩხუბი და ლანძღვა დაიწყო – მთელი თავისი უწმაწური სიტყვების მარაგი სრულად ამოწორა, მოედანი დატოვა და კარი გაიჯახუნა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მეორე დღეს, მას ტელეფონით ფილმის პროდიუსერი დაუკავშირდა და უთხრა: «მიშელ, მარკიზების ანგელოზი თქვენ ხართ!». როგორც აღმოჩნდა, სწორედ ლანძღვა-გინების დროს გამოავლინა მან ხასიათი, რომელიც ანჟელიკას გმირს უნდა ჰქონოდა.


image
თავად მერსიეს ამაში ეჭვი არასდროს შეპარვია. «ანჟელიკას ხასიათი — ჩემ ხასიათს სრულად ემთხვეოდა. როდესაც სცენარი წავიკითხე, მაშინვე ვთქვი: «ანჟელიკა — მე ვარ და არა სხვა ვინმე». მე არ მქონია შეგრძნება, რომ ფილმში ვთამაშობდი, არ მჭირდებოდა როლში შესვლა და გადასაღებ მოედანზე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ეს ჩემი კარიერის ყველაზე სრული როლი იყო» – ამბობს მერსიე.image

image
60-იან წლებში ფილმები ანჟელიკას შესახებ ეროტიკული გახსნილობის პიკად ითვლებოდა. მაგ., საბჭოთა ცენზურამ ფილმიდან თითქმის ნახევარი საათი ამოჭრა და ისე წარუდგიან მაყურებელს. რეალურად კი, როგორც თავად მსახიობი აცხადებს, არანაირი ეროტიკა არა ყოფილა: «ყველა თვლის, რომ ფილმში შიშველი მნახა, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოსახვის თამაშია. სინამდვილეში, კამერის წინ ბოლომდე არასდროს გამიხდია!» ოპერატორებისთვის და «შემთხვევით» ეროტიკული კადრების გადაღების მოყვარულებისთვის, მიშელი ყველა მსახიობისთვის ცნობილ ხრიკს მიმართავდა: იმ ადგილებზე, რომელიც კადრში არ უნდა გამოჩენილიყო, სპეციალურ ქსოვილს იწებებდა. მიუხედავად ამისა, როგორც მოგვიანებით რობერ ოსეინმა აღიარა, ის და ფილმზე მომუშავე მთელი მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ხანდახან დეკორაციების უკან იმალებოდნენ და ჩუმად უყურებდნე სტრიპტიზ-შოუს, სახელწოდებით – «ანჟელიკა იხდის».image
imageimageთავისი კაპრიზები რობერ ოსეინსაც ჰქონდა. მას არაერთხელ უთამაშია პირქუში პერსონაჟების როლები, თუმცა «ანჟელიკაში», კუზის ტარებაზე, რომელიც რომანის და სცენარის მიხედვით უნდა ჰქონოდა მის გმირს, უარი თქვა. ეს ცრურწმენა იყო, თუ უბრალო კაპრიზი, საიდულლოდ დარჩა. მაგრამ, მის მიერ შექმნილი ჟოფრეის სახე, გარეგნობით ბევრად უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე გმირის წიგნის პროტოტიპი.imageimage

imageფილმი «ანჟელიკა — ანგელოზების მარკიზა» ეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა და მას წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად. ხოლო მიშელ მერსიეს წარმატების გარდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავის სახელიც მოუტანა. ამ საყოველთაო აღიარების ტალღაზე, ბერნარდ ბორდერმა 1965-1968 წწ. კიდევ 4 ფილმი გადაიღო: «განრისხებული ანჟელიკა», «ანჟელიკა და მეფე», «მოურჯულებელი ანჟელიკა» და «ანჟელიკა და სულთანი».

5 წელი მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს ისტორიულ საგას ანჟელიკას შესახებ. ფილმმა მიშელ მერსიეს სახელი და დიდება მოუტანა, მაგრამ ამავდროულად, ის ე. წ. «ერთი როლის მსახიობად» აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მან 55 ფილმში ითამაშა, მაყურებელს უკვე აღარ შეეძლო მისი სხვა როლში წარმოდგენა. კინომოყვარულებისთვის ის ანჟელიკად იქცა და ვერც მის ადგილზე წარმოიდგენდნენ სხვას...

და იქნებ, სწორედ ამიტომ, როდესაც 5 წლის წინ ეკრანებზე «ანჟელიკას» (მთავარ როლებში: ნორა არნეზედერი და ჟერარ ლანვენი) ახალი ვერსია გამოვიდა, ის შეუმჩეველი დარჩა დიდი ეკრანისთვის და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც, ფილმის ძველ ვერსიას უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ახალს.


image


«ანჟელიკას» ნოსტალგია დღემდე რჩება შემოსავლის წყაროდ რომანის ავტორების და წიგნის გამომცემლებისთვის. ხოლო, მიშელ მერსიე ანჟელიკამ (როგორც თავად მსახიობი ამბობს, მისმა უმცროსმა დამ) გაკოტრებისგან და სიღარიბეში ცხოვრებისგან იხსნა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მსახიობმა საგამომცემლო საქმეს მოჰკიდა ხელი და მთელი თავისი დანაზოგი ახალ ბიზნესში ჩადო. მისი პარტნიორი და დამხმარე ვინმე დელენერი იყო, რომელიც თაღლითი აღმოჩნდა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა. კომპანიონი საქმის მცოდნე აღმოჩნდა და მიშელის კომპანიამ რამდენიმე ავტორის წიგნი გამოსცა კიდეც. მაგრამ შემდეგ, მან მერსიეს ხელმაოწერა გააყალბა და გამომცემლობის ანგარიშებიდან თანხა გაიტანა. საკუთარი ფინანსურ მდგომარეობის გამოსასწორებლად, მსახიობს ანჟელიკას კაბების ნაწილის გაყიდვა მოუწია, რომლებიც მას კონტრაქტით გადაეცა და წლების მანძილზე, პირად კოლექციაში სათუთად ინახავდა.imageimageimageამჟამად, მიშელ მერსიე კანის გარეუბანში ცხოვრობს და იქვე, ლაჟვარდოვან სანაპიროზე, აპირებს თავისი 80 წლის იუბილეს აღნიშვნას.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

ყველასთვის საყვარელი ანჟელიკა

ანჟელიკას წყევლა

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული



0
772
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0