x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მესამე რაიხის ლიდერები და ოკულტიზმი
image


ადოლფ ჰიტლერი, ჰაინრიხ ჰიმლერი და მესამე რაიხის სხვა ლიდერები კარგად იყვნენ გათვითცნობიერებული ოკულტიზმში. ეს კარგად ჩანს ისეთ ოკულტისტურ სიმბოლოებში, როგორებიცაა სვასტიკა, წითელი თეთრი და შავი ფერები, თავის ქალა - რაც მთელს გერმანიაში იყო მოფენილი. ნაციონალ სოციალიზმი საკუთარი ნამდვილი საწყისებით წარმართობასთანაა დაკავშირებული.


ჰაინრიხ ჰიმლერის კონვენტი "SS"_ის 12 ოფიცერს უყრიდა თავს, თვითონ კი მე_13 წევრის ადგილს იკავებდა. ჰიმლერი და მისი შიდა წრის 12 გრუპენფიურერი ჩართული იყო მისტიკურ კომუნიკაციაში გარდაცვლილ ტევტონებთან, ძველ გერმანულ ტომებთან და სხვადასხვა სულიერ ვარჯიშებს ასრულებდა. რაიხსფიურერი ჰიმლერი ადოლფ ჰიტლერის მხარდამხარ ბეჯითად იღწვოდა ქრისტიანობის გასანადგურებლად. ქრისტიანული სიმბოლოები, პერსონაჟები და რიტუალები წარმართული რიტუალებით იყო ჩანაცვლებული. ნაცისტების ორი ძირითადი ცერემონია ასევე წარმართული რიტუალებიდან იყო აღებული და ზაფხულისა და ზამთრის დღეღამსწორობის პერიოდს უკავშირდებოდა.


ჰიტლერის პატრიოტულ "ახალგაზრდულ ბანაკებში" სრულიად გაცნობიერებულად ატარებდნენ წარმართულ ლიტანიებს და ემზადებოდნენ იმ მომენტისათვის, როდესაც შუადღის მზეს ზენიტისთვის უნდა მიეღწია. როდესაც მზე თავს ზემოთ გადაიწვერებოდა, ჯერ სიჩუმე დაისადგურებდა და, მერე კი, არიული ღმერთის საგალობელი აღევლინებოდა, რომელიც "SS"_ის ღმერთსაც წარმოადგენდა. ნამდვილი წარმართობა დაკავშირებულია მზესთან. ჰიტლერის ახალგაზრდებს ეკრძალებოდათ ნებისმიერ ქრისტიანულ ცერემონიებში მონაწილეობა.



ჰაინრიხ ჰიმლერი ატარებდა მაგიის მრავალგვარ რიტუალებს ვეველსბურგის ციხე სიმაგრეში. ეს რიტუალები უაღრესად გასაიდუმლოებული იყო და მოიცავდა ნეკრომანტიასაც - მკვდრებთან კომუნიკაციას. ვეველსბურგში მრავალი სიმბოლო იყო, 1945 წელს მათი უმეტესობა გადაღებეს და წაშალეს. ამავე წელს, ჰიმლერის ბრძანებით ვეველსბურგის ციხე სიმაგრე ააფეთქეს, რათა ის მტრის ჯარებს არ ჩავარდნოდა ხელში. ციხე სიმაგრის რაღაც ნაწილი გადარჩა და აღდგენილი იქნა.


"SS"_ისთვის და განსაკუთრებით, ვეველსბურგის ციხე სიმაგრისთვის გასაიდუმლოება მთავარ ელემენტს წარმოადგენდა.


image

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0