x
მეტი
  • 22.11.2018
  • სტატია:82969
  • ვიდეო:334284
  • სურათი:440637
საიდან წარმოიქმნა შავი ზღვა?

image
მეცნიერთა აზრით, შავი ზღვა დაახლოებით წარმოიქმნა 6000-8000 წლის წინ. ეს შეიძლება მოხდა მყინვარების დნობის დროს, რამაც გაზარდა ხმელთაშუა ზღვის დონე. შემდეგ კი მოხდა ბოსფორის ბოლოს მდებარე ბუნებრივი კაშხალის შევსება.

როდესაც კაშხალის სრუტე ჩამოყალიბდა, წყლები შავ ზღვაში გადავიდა საოცარი ძალით. ეს სტიქიური კატაკლიზმი ძალიან ჰგავს წყალდიდობას ბიბლიიდან. ამრიგად, ხმელთაშუა ზღვის წყლები გადაიქცა შავ ზღვად, რომელიც 8000 წლის წინ დაფარული წყალსაცავი იყოimage
.

2003-2008 წლებში შავი ზღვის შესასვლელთან ბოსფორის შესწავლის დროს აღმოჩნდა ზემოთ აღნიშნული პროცესების კვალი.რამაც ამ თეორიის სისწორეში მეცნიერთა აზრი გააძლიერა. წყალდიდობამ გამოიწვია შავი ზღვის ტრანსფორმაცია მტკნარიდან მარილიანამდე. თურქი მეცნიერები ფრანგ კოლეგებთან ერთად მივიდნენ დასკვნამდე, რომ მყინვარების დნობის პერიოდში შავი ზღვის დონე 120 მეტრზე ნაკლები იყო, ვიდრე ახლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შავი ზღვა ადრე ტბა იყო.

ცნობილმა ოკეანოგრაფი რ.ბალარდი თვლის , რომ თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროს შესწავლილისას წყალქვეშ აღმოჩენილი მექანიკური ნარჩენები, რამდენიმე ათასი წლის წინ დატბორილ დასახლებების არსებობაზე მიუთითებს. კვლევებმა აჩვენა, რომ კატასტროფა მოულოდნელი იყო და წყალდიდობის თარიღი ბიბლიაში დაწერილს ემთხვევა. რუსი მეცნიერების გათვლებით, მყინვარების მოულოდნელი დნობით გამოწვეული კატასტროფა ალბათ მოხდა 8123 წელს ჩვენს ერამდე.







0
675
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0