x
image
გემი დალანდი
აი, რატომ უნდა იმეგობროთ სასწორებთან
თუ დაფიქრებულხართ, ზოდიაქოს წრეში სასწორი ერთადერთია, რომელიც უსულო საგნით გამოისახება, სწორედ ამიტომაა ის განსაკუთრებული. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სხვებზე უკეთ იციან, თუ რას ნიშნავს ჰარმონია. არავის შეუძლია ბალანსის დაცვა ისე, როგორც სასწორს. სასწორები-ძალიან საინტერესო ხალხია, მშვენიერების შეგრძნებით, მტკიცე სულით და უდრეკი ნებისყოფით. და ეს მხოლოდ ისაა, რაც ზედაპირულად ჩანს, მათი შინაგანი სამყარო კი ნამდვილად გასაოცარია.

image

სასწორების დახასიათება:

1. სხვებზე უკეთ იცავენ ბალანსს

სასწორებს აქვთ უნარი სიტუაცია გვერდიდან შეაფასონ, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ მათ დახმარებისთის მიმართოთ პრობლემების დროს. ისინი ყოველთვის ბალანსის დაცვისკენ მიისწრაფვიან. თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობენ, თუ მათ გარშემო ნეგატივია, ამიტომ, ცდილობენ ყველაფერი ისე მოაგვარონ, რომ გარშემო მხოლოდ პოზიტიური ადამიანები ყავდეთ. სწორედ ამის გამო, მათ გარშემო ყოველთვის პოზიტიური ატმოსფეროა და სხვებიც კარგად გრძნობენ თავს.


2.ადვილად ეწყობიან სხვა ადამიანებს

ადამიანებს მოსწონთ სასწორები, რადგან მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებს მნიშვნელოვან და საინტერესო პერსონებად აგრძნობინონ თავი. შეუძლიათ სხვების მოსმენა და გაგება. სასწორებს მეგობრული ურთიერთობები მოსწონთ და იმ ადამიანებს ადვილად უახლოვდებიან, რომლებიც მოსწონთ. აი, ზედაპირული, თავქარიანი ადამიანების ატანა კი არ აქვთ და მათთან ურთიერთობას მაშინვე წყვეტენ.

image

3.უყვართ სხვების გაბედნიერება

ამას ისინი ძალიან უბრალოდ აკეთებენ. მოსწონთ, როცა სხვებს საჩუქრებს და ღიმილს ჩუქნიან. ამით ისინიც ბედნიერად გრძნობენ თავს. ოჯახი და მეგობრები მათთის პირველ ადგილზეა.

4.ძალიან კეთილები არიან

სასწორები ყველაზე კეთილი და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. თუ ემოციური თანადგომა გჭირდებათ, სასწორზე უკეთეს კანდიდატურას ვერ იპოვით. ისინი თქვენს ეჭვებსა და შიშს უკვალოდ გააქრობენ.

image

5. მომხიბვლელები არიან

ისინი პირველი ნახვისთანავე შეგიყვარდებათ. მათ თქვენი ცხოვრების ყველაზე სერიოზული საუბრის დროსაც კი შეუძლიათ თქვენი გაცინება. მათთან არ მოიწყენთ.

6. გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან

სასწორებს ნამდვილი სიყვარული შეუძლიათ. თუ გაგიმართლათ და სასწორს შეუყვარდით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: თქვენ კარგ ხელში მოხვდით. მათ ყოველთვის ეყვარებით, ყოველთვის იზრუნებენ თქვენზე და თავის სიყვარულს ყოველ დღე დაგიმტკიცებენ.image

7. საუკეთესოდ უმკლავდება უხერხულ სიტუაციებს

სასწორები-საუკეთესო დიპლომატები არიან. ყველაზე სულელური სიტუაციიდანაც კი მოძებნიან გამოსავალს და თანაც ყველაფერს ახსნიან. ამასთან, თავსაც მშვენივრად დაიჭერენ.

8. ძალიან ჭკვიანები არიან

ნამდვილი ინტელექტუალები არიან. ყოველთვის მზად არიან რამე ახალი ისწავლონ, განვითარდნენ. ინტელექტის ძალა მათთვის პირველ ადგილზეა. შეუძლიათ რაციონალურად აზროვნება და გამოსავალს ყველა სიტუაციიდან იპოვიან.

image

9. ზოდიაქოს ყველაზე ადეკვატური ნიშანი

იმისთის, რომ გაიგოთ, რას ვგულისხმობთ, მაგალითს მოგიყვანთ. თუ თავზე დადგომა გადაწყვიტეთ, სასწორი ამას თქვენთან ერთად არ გააკეთებს, თუ ეს თავად მას არ უნდა, მაგრამ არც იმას გეტყვით, რომ გაგიჟდით. აი, ასეთები არიან ისინი. მათთან ყოველთვის სასიამოვნოა საუბარი. ყველა საკითხზე მათ თავისი გარკვეული შეხედულება აქვთ.

10.აფასებენ მშვენიერებას

მათ ყველაფერში შეუძლიათ სილამაზის პოვნა. აფასებენ სამყაროს და ბუნებას. აღმერთებენ ხელოვნებას. ჩვეულებრივ, ძალიან ნაკითხები და საინტერესოები არიან.

image
11.შეუძლიათ მეგობრობა

ძალიან კარგი მეგობრები არიან. მათ შეგიძლიათ დაეყრდნოთ და ენდოთ. ისინიც აფასებენ მეგობრობას და მათგან ღალატი იშვიათია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის მოვლენ თქვენს დასახმარებლად.

12. მათი მეორე სახელია-სამართლიანობა

სასწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობა. მათგან შესანიშნავი ხელმძღვანელები და მმართველები გამოდიან.

13. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა

სასწორებს არ უყვართ ერთ ადგილას ჯდომა. მათი გატაცება მოგზაურობაა. გვერწმუნეთ, თუ მის ავანტიურებს დათანხმდებით, თქვენი ცხოვრება ახალი ფერებით და თავგადასავლებით აივსება.

image

0
7011
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
7011
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0