x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა
image


მეფე, რო­მე­ლიც 44 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლი ავ­ტო­რო­მან­ში იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა - ეს მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და მისი რო­მა­ნი „მშვი­დი ცურ­ვაა“.


„რო­მა­ნი ორ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­ზე – მე­ფე­ზე და რუ­მი­ზე მოგ­ვი­თხრობს. მათი ცხოვ­რე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ალ­ტერ ეგო­ე­ბი არი­ან. მათი ბე­დის­წე­რა თით­ქოს გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია და ერთი ადა­მი­ა­ნის ორი ბუ­ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ერთი მშე­ნე­ბე­ლი სა­წყი­სია, მე­ო­რე – და­მან­გრე­ვე­ლი. ერ­თის შე­სა­ხებ ვი­ცით, რომ ესაა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი – მეფე. მე­ო­რე შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სუ­ფი­ას, ფი­ლო­სო­ფო­სის და პო­ე­ტის – რუ­მის ინ­კარ­ნა­ცი­აა. მოქ­მე­დე­ბა ორ სივ­რცე­ში – მა­ტე­რი­ა­ლურ და ზე­მა­ტე­რი­ა­ლურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვი­თარ­დე­ბა. თუკი მა­ტე­რი­ა­ლურ სივ­რცე­ში რო­მა­ნის ის­ტო­რი­ულ-ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წი­ლია გაშ­ლი­ლი, რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნილ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ბო­როტ ძა­ლებს სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­წყო­ბა აქვთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. შეთ­ქმუ­ლე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა ლე­ნი­ნი, რომ­ლის ინ­კარ­ნა­ცი­ა­საც რო­მან­ში, ასე­ვე ბო­რო­ტი ძა­ლის – ქოსა რო­ბო­ტის, ფონ კლა­ი­ნეს სა­ხე­ში ვხე­დავთ. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ეს რო­მა­ნი-აღ­სა­რე­ბა ჩვე­ნი დრო­ის ერ­თგვა­რი ქრო­ნი­კა­ცაა, სა­დაც არა­ერ­თი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია შე­სუ­ლი უახ­ლე­სი პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. რო­მა­ნი, თა­ვი­სი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ეს­თე­ტი­კით, თით­ქოს საბ­ჭო­თა სი­ნამ­დვი­ლი­დან გაქ­ცე­ვა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი სამ­ყა­რო სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით პირ­ვე­ლად მშვიდ ცურ­ვა­ში გვხვდე­ბა. მშვი­დი ცურ­ვის არა­მა­ტე­რი­ა­ლურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამ­ყა­რო, სა­დაც ბო­რო­ტე­ბის ემის­რე­ბის წყა­ლო­ბით, სი­ცო­ცხლე­ზე კონ­ტრო­ლია და­წე­სე­ბუ­ლი – აქ ყვე­ლა 44 წელი ცო­ცხლობს, მკვლე­ლო­ბა და თვით­მკვლე­ლო­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია, რაც გა­მარ­თლე­ბუ­ლია იმ ლო­გი­კით, რომ ისი­ნი „კე­თილს სჩა­დი­ან“ რად­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო სი­ნამ­დვი­ლე­ში წარ­მა­ვა­ლია და მა­რა­დი­სო­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლით იწყე­ბა.“


“ისი­ნი, ვინც ამ სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­დაშ­ლი­ან ამ წიგნს, და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც იგ­რძნო­ბენ, თუ რო­გო­რი იყო მეფე ირაკ­ლი პირ­ვე­ლი თა­ვი­სი ში­შე­ბით, ნევ­რო­ზე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით.. რას ფიქ­რობ­და ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ისეთ სიმ­ღე­რებს წერ­და, რომ­ლე­ბიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და ოც­და­მე­ერ­თეს და­სა­წყის­ში ბევ­რს მოს­წონ­და. სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კი ეს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ქარ­თუ­ლი რო­კენ­რო­ლის კლა­სი­კად ჩა­ით­ვლე­ბა და იქ­ნებ ეს წიგ­ნიც კლა­სი­კად იქ­ცეს?” - ასე აფა­სებს რო­მანს პრო­ფე­სო­რი, ლი­ტე­რათმცოდ­ნე გაგა ლო­მი­ძე.



„მშვი­დი ცურ­ვა“ პირ­ვე­ლად 2006 წელს გა­მო­ი­ცა. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ­მა რო­მან­მა მა­ლე­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა მკი­თხველ­ში და ტი­რა­ჟი საკ­მა­ოდ სწრა­ფად ამო­ი­წუ­რა. წლე­ბის შემ­დეგ კი ირაკ­ლის მე­უღ­ლემ ქე­თა­თომ თა­ვად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მეფე“ და „მშვი­დი ცურ­ვა“ ხე­ლახ­ლა გა­მოს­ცა.


„ახ­ლი­დან გა­მო­ცე­მა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ტი­რა­ჟი სრუ­ლად მო­ი­წუ­რა. მო­თხოვ­ნა კი საკ­მა­ოდ დიდი იყო. არა­ერ­თხელ მსმე­ნია, რომ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში „მშვიდ ცურ­ვას“ კი­თხუ­ლობ­დნენ. სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ კი უკვე გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით გა­მო­მე­ცა, რად­გან მე უფრო კარ­გად მო­ვაგ­ვა­რებ­დი რიგ სა­კი­თხებს. რო­გორც ირაკ­ლის მუ­სი­კის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს თა­ვად ვი­ცავ, ახლა გა­დავ­წყვი­ტე, ირაკ­ლის­თან და­კავ­შრე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი მე გა­ვა­კე­თო და მო­ვაგ­ვა­რო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მეფე“ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას არ გუ­ლის­ხმობს. ნელ-ნელა მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კე­ბიც მინ­და გა­მოვ­ცე. ეტა­პობ­რი­ვად ირაკ­ლის სხვა წიგ­ნე­ბიც გა­მო­ი­ცე­მა, “ - გან­მარ­ტავს ქე­თა­თო.


„მშვი­დი ცურ­ვა“ უკვე იყი­დე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­შიც. მისი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია www.biblusi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, რო­მე­ლე­ზე შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც 17–20 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მი­წო­დე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა. წიგ­ნის ფასი 14 ლა­რია.



0
18
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0