x
მეტი
  • 19.11.2018
  • სტატია:82903
  • ვიდეო:334265
  • სურათი:440573
ერეკლე კოდუა: პატარკაციშვილის სპეცოპერაციის ბოლომდე მიყვანა პოლიტიკოსებმა არ მაცადეს

image

ერეკლე კოდუა: პატარკაციშვილის სპეცოპერაციის ბოლომდე მიყვანა პოლიტიკოსებმა არ მაცადეს

ამონარიდი ერეკლე კოდუას ინტერვიუდან:

– ბატონო ერეკლე, სპეცოპერაცია, რომელიც პირადად თქვენ განახორციელეთ ბადრი პატარკაციშვილთან მიმართებაში, ფიქრობთ, რომ სამართლებრივად სწორი იყო? კანონის ფარგლებში იმოქმედეთ?
– დიახ. მანდ რაც მოხდა, ის მოხდა. არაფერი დამატებული არ არის და “დაჟე” პირიქით აკლია, ბოლომდე ვერ მივიყვანე ის ღონისძიება, მე ასე ვთვლი. არ მინდა მიცვალებულზე ლაპარაკი, მაგრამ მაგ ადამიანს არ უნდოდა საქართველოსთვის არაფერი კარგი. მაგ ადამიანს უნდოდა ხელისუფლების ძალისმიერი გზით გადატრიალება და ბევრი ადამიანი მოკვდებოდა მაგ დროს. დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. შეიძლება მეც მოვმკვდარიყავი და ბევრი ჩემი უდანაშაულო თანამშრომელი, ბევრი უბრალო მოქალაქეც…
– რატომ? რას აპირებდა ასეთს ბადრი პატარკაციშვილი, რომ ასეთი ამბავი დატრიალებულიყო?
– ხელისუფლების ძალისმიერად გადატრიალებას. თუ გახსოვთ, ზვიადის დრო რაც იყო, აი მაგ დროს მივიღებდით.
– ბოლომდე ვერ მივიყვანე საქმეო, მითხარით… კიდევ რა უნდა გაგეკეთებინათ, ბოლომდე მიყვანილად რომ ჩაგეთვალათ?
– იმ ადამიანების სიას მომცემდა, ვისზეც მან მითხრა, რომ ეს ადამიანები უნდა მომკვდარიყვნენ.
– ვინ არ მიგაყვანინათ ბოლომდე? – სიჩქარემ, პოლიტიკოსების სიჩქარემ.
– და არა თქვენმა სიჩქარემ?
– არა, მე არა… პოლიტოსებმა იჩქარეს. პოლიტიკა სხვა თემაა. მე არა ვარ პოლიტიკოსი.
– დაგიფასათ სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვენი ღვაწლი, რაც გასწიეთ?
– დაფასებას რას ეძახით? რა უნდა გაეკეთებინათ ჩემთვის? ოქროს კოშკები აეშენებინათ? მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. რაც წამოვედი, იმის მერე ჩემი მეგობრები გახდნენ, თორემ მანამდე დრო არ მქონდა სადმე მაგათთან ერთად დავმჯდარიყავი და მელაპარაკა. დღე და ღამე სამსახურში ვიყავი და ღონისძიებებს ვატარებდი.image

2
884
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
884
  
18 ოქტომბერი, 13:34
გამომიყვანეს ეს იდიოტი აქ რიჰარდ ზორგედ, რისი ოპერაციის ჩამტარებელი იყო ერეკლე კოდუა, ფინიასავით იყო დაყურსული მერაბიშვილის კაბინეტის კარებთან. :)))
0 1 2