x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება
image

დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

ვინ არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი "მას­ტე­რა", რო­მე­ლიც ძებ­ნა­ში 2013 წლის 7 მარ­ტი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და? "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ჯა­ლა­თად წო­დე­ბულ პო­ლი­ცი­ელ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი არა­ფე­რი იცის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მის ბი­ოგ­რა­ფი­ას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს, მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გია დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ცნო­ბი­ლი "იო­სე­ბი­ძე­ლე­ბის" საძ­მოს წევ­რი იყო (საძ­მო მეტ­წი­ლად იო­სე­ბი­ძი­სა და მისი მე­ზო­ბე­ლი ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, რო­მელთაც სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იმ­ხა­ნად ყვე­ლა­ზე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლებ­თან". იმ­დრო­ინ­დე­ლი განგსტე­რუ­ლი ქრო­ნი­კე­ბის გმი­რე­ბი "მას­ტე­რას" ვერ იხ­სე­ნე­ბენ, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ზუგ­დი­დე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძის (ზუგ­დიდსკის) ნა­თე­სა­ვია. სა­ვა­რა­უ­დოდ, კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბაც აქე­დან მო­დი­სო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2005 წლი­დან გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე იკა­ვებ­და შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად.


გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა 2006 წლის 12 იან­ვარს, კუდ-ის უფ­როს­თან, და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის - შოთა გორ­გა­ძის, მა­რად არ­თმე­ლა­ძი­სა და რო­მან სურ­მა­ნი­ძის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა. 21 წლის რო­მან სურ­მა­ნი­ძე, 17 წლის შოთა გორ­გა­ძე და 23 წლის მა­რად არ­თმე­ლი­ძე მა­შინ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი პა­ტი­მარ გი­ორ­გი გორ­გა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მიზ­ნით, რუს­თა­ვის ცი­ხე­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ. მოკ­ლულ­თა შო­რის პა­ტი­მარ გორ­გა­ძის 17 წლის ძმა, შოთა გორ­გა­ძეც იყო. ინ­ფორ­მა­ცია "ცი­ხე­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის" შე­სა­ხებ კუდ-ში შე­ვი­და. ამის სა­ფუძ­ველ­ზე კი ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ბი­ჭებს 10-11 ტყვია ჰქონ­დათ მოხ­ვედ­რი­ლი...

"მას­ტე­რას" ცოდ­ვე­ბი

დათა ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელ­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დათა ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად და­ტო­ვა. "მას­ტე­რა" ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ზონ­დერჯგუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მას ბრა­ლად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა და წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ედე­ბა. რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, დგე­ბუ­ა­ძის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის, ასე­ვე რე­ინ­ჯერ და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მზვე­რავ პა­ა­ტა ქარ­და­ვა­სა და ბა­თუ­მე­ლი სამ­ხედ­რო მზვე­რავ როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. მის­მა სა­ხელ­მა ასე­ვე გა­იჟ­ღე­რა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რის" საქ­მე­ებ­ში.

2007 წელს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვამ იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუ­ლე­ბას მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა, სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა საქ­მე­ში გარ­კვე­ვა და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, "მას­ტე­რას" მი­ან­დეს. მან მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის უბად­ლო ოს­ტა­ტი უვა­ის ახ­მა­დო­ვი გა­იხ­სე­ნა... ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ვა­რა­უ­დოდ, დუ­ბა­ი­ში შეხ­ვდნენ. ცხრა ძმა ახ­მა­დოვს ჩეჩ­ნეთ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და. ომის დროს სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბი იყ­ვნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს კი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში ბა­და­ლი არ ჰყავ­დათ. და­დი­ო­და ლე­გენ­დე­ბი, რომ მათ შე­ეძ­ლოთ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ რამდენიც საჭირო იყო, იმდენი ადა­მი­ა­ნი. ომსა და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს ცო­ცხა­ლი ორი ძმა გა­და­ურ­ჩა. ისი­ნი 2001-2003 წლებ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ქოლ­გის ქვეშ მშვი­დად აგ­რძე­ლებ­დნენ ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

"მას­ტე­რა"-ახ­მა­დო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას და­სა­ხელ­და კი­დეც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კი­ლე­რის კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რი - ეს რუს­ლან პა­პას­კი­რი (ზო­ო­ნი) უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად სტამ­ბოლ­ში დოკუ უმა­რო­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე ნა­დი­რობ­და. შე­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, აჯო­ბებ­და, მკვლე­ლო­ბა ჰა­ერ­ში მომ­ხდა­რი­ყო... თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ზე შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახ­მა­დოვ­მა საქ­მე­ზე უარი თქვა...

თუმ­ცა ჩე­ჩე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი ხელ­ცა­რი­ე­ლი მა­ინც არ დარ­ჩე­ნი­ლა. მან კარ­გად იცო­და, რომ ქარ­თვე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და "მას­ტე­რას­თან" ყვე­ლა სა­უ­ბარს იწერ­და. ბე­რე­ზოვ­სკის ჩა­ნა­წე­რე­ბი 1.500 000 დო­ლა­რად მი­ყი­და, ბე­რე­ზოვ­სკიმ კი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მის­ცა. 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც გახ­და ცნო­ბი­ლი. როცა 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში სტამ­ბოლ­ში რუს­ლან პა­პას­კი­რი და­ა­კა­ვეს, "მას­ტე­რას" სა­ხე­ლი თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვი­საც გახ­და ცნო­ბი­ლი.

2012 წლის იან­ვარ­ში "მას­ტე­რა" ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, გა­ნუყ­რელ მე­გობ­რებ­თან, მე­გის ქარ­და­ვა­სა და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძეს­თან ერ­თად. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან "მუ­შა­ო­ბის" გა­მოც­დი­ლე­ბა "მას­ტე­რას" 2008 წლი­დან ჰქონ­და. 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებს აჭა­რი­დან თბი­ლის­ში გად­მოჰ­ყავ­დათ დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლი მო­ტი­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვი როინ შა­ვა­ძე, რო­მე­ლიც იმ დროს რა­ტომ­ღაც სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­დეს. გზა­ში ის უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის წინ დახ­ვრი­ტეს (მოკ­ლულს 28 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი). ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შა­ვა­ძემ გაქ­ცე­ვა სცა­და. მზვე­რა­ვის ქვრი­ვი დღემ­დე აცხა­დებს, რომ მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში გა­რე­უ­ლია "კუდ"-ის იმ­დრო­ინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - დათა ახა­ლია, გია დგე­ბუ­ა­ძე და აჭა­რის "კუდ"-ის უფ­რო­სი თე­მურ პა­ტა­რი­ძე.

2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, "მას­ტე­რა" მიხ­ვდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში არც მას და­ად­გე­ბო­და კარ­გი დღე და გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. თა­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ შავი დღის­თვის" გა­და­ნა­ხუ­ლი უამ­რა­ვი კომ­პრო­მა­ტი გა­ი­ყო­ლა ჰო­ლან­დი­ა­ში... ასე რომ, "მას­ტე­რას" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, მრა­ვალ გახ­მა­უ­რე­ბულ თუ გა­უხ­მა­უ­რე­ბელ და­ნა­შა­ულს ახ­დის ფარ­დას...

"მას­ტე­რა" სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­როს მოწ­მე იქ­ნე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და თვით სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­შიც. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ახა­ლა­ი­ე­ბის საქ­მე­ში. ამა­ზე სა­უბ­რობს "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" 2015 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე: "დგე­ბუ­ა­ძე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე იქ­ნე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თის საქ­მე­შიც - ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩე­ჩენ სა­ვე­ლე მე­თა­ურ­თან დგე­ბუ­ა­ძე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას (ამა­ზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მაც ილა­პა­რა­კა). ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბა მათ ჩე­ჩენ ტე­რო­რისტს შე­უკ­ვე­თეს და დგე­ბუ­ა­ძის აღი­ა­რე­ბა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას. გა­ცხად­დე­ბა ცი­ხის ბუნტთან, ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თუ სხვა. "მას­ტე­რა" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის 90%-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მე­ეჭ­ვე­ბა, მან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც წესი, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ უძ­ლე­ბენ სა­პა­ტიმ­როს და ად­ვი­ლად თან­ხმდე­ბი­ან შე­თა­ვა­ზე­ბას, რომ შე­ღა­ვა­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თქვან სი­მარ­თლე. ამის მა­გა­ლი­თია ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი თქვა. მან ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა".image



3
72
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
72
  
2018, 18 ოქტომბერი, 19:10
100% ჭეშმარიტება!!!
2018, 18 ოქტომბერი, 18:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 18 ოქტომბერი, 13:32
რეჟიმმა შექმნა ამ ბიჭებისაგან მონსტრები, მე კარგად ვიცნობდი ძმებ ახალაიებს და ვიცნობდი, როგორც განათლებულ და წესიერ ახალგაზრდებს.
0 1 3