x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ნანუკა ჟორჟოლიანი ნინელი ჭანკვეტაძეს: - „დღეიდან თქვენ გქვიათ მურტალო“
image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნინელი ჭანკვეტაძის საქციელს ეხმაურება და რეპლიკას აკეთებს. მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ისურვა და უხეშად უპასუხა მისი მისამართით დასმულ კითხვებს, უჩნდება თუ არა მას შეკითხვები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.


ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობის ამ ვიდეო კომენტარს აზიარებს, რაზეც გაკეთებული აქვს შემდეგი რეპლიკა: „ქალბატონო ნინელი, დღეიდან თქვენ გქვიათ მურტალო“

.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნინელი ჭანკვეტაძე სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. მსახიობს არ სურს იმაზე ლაპარაკი, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს.
.
საქმე ეხება აუდიო ჩანაწერებს, რომელიც გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გადაცდომასა და დანაშაულზე საუბრობს. მათ შორის ამბობს იმასაც, რომ მას აქვს კომპრომატები ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩანაწერში საუბარია ხორავას საქმის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზეც.
.
ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ აქვს თუ არა ჭანკვეტაძეს კითხვები მის მიერვე მხარდაჭერილ მმართველ პარტიასთან უცნობია.
„თავი დამანებეთ და მომცილდით ძალიან გთხოვთ. ნუ შემაწუხეთ. არც ერთ სიტყვას, ძალიან გთხოვთ მომცილდით, არ გესმით რასაც გეუბნებით? კითხვები მაქვს და ვსვამ ამ კითხვებს თქვენს გარეშე, "-აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.
.
ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლის შესახებაც "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.
.

image

0
2493
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
2493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0