x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სვანეთში ჯომარდობისას რუსეთის მოქალაქე, 33 წლის ქალი დაიღუპა

image


სვანეთში, მდინარე მულხურაზე ჯომარდობის დროს უცხოელი ტურისტი დაიღუპა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, ბეთქილთან მოხდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალი ტურისტების ჯგუფთან ერთად ჯომარდობდა.
.
რეგიონული საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქე, 33 წლის ქალია.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0