x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
საიდუმლოებით მოცული გიორგი გურჯიევის მეგობარი თავადი ნიჟარაძე

image


მე-20 საუკუნის ძალზე გავლენიან მისტიკოსს გიორგი გურჯიევს ახალგაზრდობის დროს კავშირი ჰქონდა სტალინთანაც. ისინი ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში და ერთხანს საერთო სახლშიც ცხოვრობდნენ. გურჯიევთან დაკავშირებით ხშირად მოიხსენიება თავადი ნიჟარაძე. გურჯიევი აღწერს სპარსეთის ყურეში მოგზაურობას, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა ვინმე თავადი ნიჟარაძე. ცნობილია, რომ რევოლუციამდე იოსებ ჯუღაშვილს რამდენიმე პარტიული ფსევდონიმი ჰქონდა - ბესოშვილი, ჩიჟიკოვი, ივანოვიჩი და მათ შორის ნიჟარაძეც. ეს ყველაფერი კი საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა დავინახოთ გიორგი გურჯიევსა და სტალინს შორის და ამდენადვე, არსებობის უფლება ეძლევა ვარაუდს, რომ სტალინი მიეკუთვნებოდა იგივე ოკულტისტურ "აღმოსავლეთის საძმოს", სადაც გიორგი გურჯიევი და მისი მიმდევრები იყვნენ გაერთიანებულნი.


ამ მხრივ ძალზე საინტერესოა სტალინის მეორე პოპულარული პარტიული ფსევდონიმი კობა. საეკლესიო სლავურ ენაზე "კობა" (коба, кобе, кова, ковь) ნიშნავს წინასწარმეტყველს და მოგვს. გავრცელებული ვერსიით, ეს მეტსახელი მომდინარეობს ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობიდან "მამის მკვლელი", რომლის მთავარ გმირსაც კობა ჰქვია. სინამდვილეში, სტალინის მეტსახელი კობა უკავშირდება კობადესს, იგივე შაჰინშაჰ კავად l_ს, ირანის სასანიანთა სახელმწიფოს მეფეს 488-531 წლებში. თვალშისაცემია ის მსგავსება, რომ კობადესმა ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში შექმნა პირველი კომუნისტური სახელმწიფო და ამიტომაც შეიძლებოდა, ის სტალინის ყურადღებისა და სიმპათიის არეალში მოქცეულიყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე წერს, რომ სპარსეთის მეფე კობადესი იყო ძლიერი მაგი და მფარველობდა მაზდაკელების სექტას, რომლის იდეალებს წარმოადგენდა საზოგადოების წევრებს შორის ქონების თანაბარი განაწილება და ხალხთა სრული თანასწორობა. მეფე კობადესი ძლიერ მხარდაჭერას უწევდა მაზდაკელების მისტიკურ-მაგიურ სექტას, რათა დაბალი კლასების მეშვეობით მმართველობა, არისტოკრატია და სასულიერო ფენა დაესუსტებინა და სწორედ მაზდაკელებმა მოიყვანეს ის ხელისუფლებაში.


ირანის მეფე კავადის მიმართ ინტერესის კვალი არსებობს სტალინის 1904-07 წლების მოხსენებებში.

ქართულ ისტორიულ წყაროებში არსად მოიხსენიება, რომ მეფე გურგენის დროს, მე-6 საუკუნის 20-იან წლებში ირანის მეფე კობადესმა დაიპყრო საქართველო, დაასრულა ქრისტიან იბერიელთა მეფობა და დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა.

სტალინის დროინდელი სახელმწიფო უშიშროების სამსახურები ქმნიდნენ სპეციალურ განყოფილებებს შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად. ხელისუფლება იყენებდა ცნობილ ჰიპნოზიორს და წინასწარმეტყველს ვოლფ მესინგს. ერთ ერთი ცდის დროს მესინგი დაცვისთვის უხილავი გახდა და მათგან სრულიად შეუმჩნევლად უსაფრთხოდ შეაღწია ბერიას კაბინეტში.


1941 წელს სტალინი ესტუმრა ნეტარ მატრონა მოსკოველს (მატრონა ნიკონოვას). ერთი ვერსიით, მატრონამ უთხრა სტალინს: "წითელი მამალი გაიმარჯვებს. გამარჯვება შენს მხარესაა. ხელმძღვანელობიდან მხოლოდ შენ არ მიატოვებ მოსკოვს". მეორე ვერსიით, მატრონამ მუშტი შუბლზე დაარტყა ბელადს და უთხრა: "მოსკოვი არ დაანებო, იფიქრე, იფიქრე და როგორც კი მოვა ალექსანდრე ნეველი, მაშინვე ყველას თან წაიყოლებს". ხალხთა ბელადი ფლობდა მაგიურ ცოდნას და განსაკუთრებულ სენსიტიურ შესაძლებლობებს. დანიელ ანდრეევი თავის ცნობილ რომანში "მსოფლიოს ვარდი" წერს, რომ იოსებ ბესარიონის ძეს ნებისმიერ დროს შეეძლო შესულიყო განსაკუთრებული მდგომარეობის ტრანსში, რომელსაც ეწოდება ხოხა, რისი მეშვეობითაც ასტრალის ყველაზე ღრმა იერარქიებს უკავშირდებოდა და მომავლის მოვლენების განჭვრეტას და საჭირო უტყუარი ინფორმაციის მიღებას ახერხებდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტალინი გვიან ღამით, გამთენიისას იძინებდა, რადგანაც ხოხას ასტრალური მდგომარეობის მიღწევა მას დროის ამ მონაკვეთში უფრო ადვილად შეეძლო.

1
260
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
260
  
18 ოქტომბერი, 4:18
გურჯიევის ფოტოს არ ხსნის პოსტზე... :(
0 1 1