x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მუამარ კადაფის ვაჟი რევანშისთვის ემზადება
image
მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ-ისლამი ციხიდან გაათავისუფლეს. ლიბიის სახალხო ფრონტის მოძრაობის ხელმძღვანელის, ოტმან ბენ ბარაკის განცხადებით სეიფ ალ-ისლამი ლიბიაში ძალიან პოპულარულია. ხალხი მხარს უჭერს მას ქვეყანაში არსებული ქაოსისგან გადარჩენის გზის ძებნაში . დასავლეთი ომი ჩაერთო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით, მაგრამ უბრალოდ უნდა ნახოთ, რას უშვრებიან დღეს მშვიდობიან მოსახლეობას ლიბიაში, ამბობს ბინ ბარაკი Klassekampen- ისთვის ( ნორვეგიული გამოცემა) მიცემულ ინტერვიუში.

სეიფ ალ-ისლამი კადაფი ცოცხალია, ლიბიაშია და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - ამბობს მოძრაობის ხელმძღვანელი ოტმენ ბენ ბარაკი.

სეიფ ალ-ისლამი 2017 წლის ივნისში გამოვიდა საერთო ამნისტიით. ამის შემდეგ მას არ მიუცია ინტერვიუ და საჯაროდ არ გამოჩენილა.

მე ვადასტურებ: - "მან მიიღო თავისუფლება თანამბრძოლებისგან, რომელიც მას მხარს უჭერდნენ მისრატში. ის ახლა ლიბიაშია და არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას აპირებს. " - ამბობს ოტმენ ბენ ბარაკი.


ლიბიის სახალხო ფრონტის ლიდერის თქმით, ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული კადაფის ვაჟთან. ეს ინფორმაცია დაუდასტურა "Классекампен "-ის კორესპონდენტს ლიბიის სხვა ორგანიზაციამ.

"სეიფ ალ-ისლამი არის ჯგუფის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი. ჩვენ მასთან მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას და ყოველმხრივ კოორდინაციას ვგეგმავთ. " - ამბობს ბენ ბარაკი. მან ეს ჯგუფი შექმნა 2013 წელს.

სანამ ომი დაიწყებოდაა 2011 წელს, ბენ ბარაკი მსახურობდა მწვანე რევოლუციურ გვარდიაში, მოხალისეთა ორგანიზაციის ფილიალებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"მწვანე გვარდია არ აურიოთ რევოლუციურში - ის იყო ლიბიის არმიის ელიტა. ჩვენ ვართ მოხალისეები ადგილზე და არ ვიღებდით ფულს. ახალგაზრდა მებრძოლები მოკლე კურსის გავლის შემდეგ მზად ვიყავით შეგვესრულებინა დავალება - ჩენ ვიცავდით მუამარ კადაფის სიცოცხლეს. როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ ვიბრძოდით დამპყრობლების წინააღმდეგ. სეიფი ალ-ისლამი მშვიდობიანი ადამიანია. ის მხატვარია და პოეზია ესმის. მისი ძმებისგან განსხვავებით, ის სამხედრო კაციც კი არ არის." - ამბობს ბენ ბარაკი

ბენ ბარაკის განცხადებით, სეიფ ალ-ისლამი მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობს მხურვალე მხარდაჭერით. სახალხო ფრონტის წევრთა უმეტესობა ლიბიაშია. პრესის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში "სახალხო ფრონტის" შვიდი წევრი დააკავეს მიმდინარე რეჟიმის დამხობის მცდელობის ბრალდებით.


ბენ ბარაკი ადასტურებს, რომ ხალხი მართლაც დააპატიმრეს. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს აქვს სამხედრო გამოცდილება, მთელი ჯგუფი და პირადად სეიფ ალ-ისლამი ძალადობას გმობენ. ხოლო, ადგილობრივი გამოცემა ალ-მონიტორის განცხადებით, სახალხო ფრონტის ბევრი წევრი მსახურობდა მუამარ კადაფის ელიტურ რიგებში.

ბენ ბარაკი 2011 წლის ამბოხებას ღალატს და ლიბიის წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს. მისი თქმით, 2011 წლის კატასტროფის დაწყებამდე სეიფ ალ-ისლამი მოუწოდებდა ისლამისტებთან ეროვნულ შერიგებაზე.

ადამიანის უფლებები ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ეს დასავლეთის ინტერესებშია. მისი თქმით ოპოზიციონერებს ციხეში სვამენ და აწამებენ.-წერს ნორვეგიული გამოცემაKlassekampen-ი.

"საერთაშორისო ამინისტია"-მ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ლიბიაში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, როგორც 2011 წლის მოვლენების და მოვლენის დასასრულის. 2015 წელს "ამინისტია"-მ- დაგმო ვიდეო, რომელშიც ციხის ჯალათები სეიფ ალ-ისლამის შვილს და შვილიშვილს სცემენ.

ლიბია არის ტომობრივი საზოგადოება. სეიფ ალ-ისლამს მხარს უჭერს მთელი სამხრეთ ლიბიის, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ ტომების ნაწილი." - ამბობს ბენ ბარაკი.

მისი თქმით, წელს მთელმა ლიბიამ აღნიშნა 1969 წლის პუტჩის იუბილე, რის შემდეგაც მუამარ კადაფი მოვიდა ხელისუფლებაში. არსებობს ვიდეო ქსელში, თუ როგორ აღნიშნავენ ლიბიელები ამ დღესასწაულს. ვიდეოში მამაკაცები და ქალები ძველი ლიბიის მწვანე დროშებით არიან და კედელზე უკიდიათ კადაფის პორტრეტები.

"ჩვენ მწვანე დროშებს ავწევთ მაღლა. რა ხდება თანამედროვე ლიბიაში? სამხრეთიდან ჩრდილოეთით ნანგრევები და სიკვდილი მეფობს ყველგან. წინ ნამდვილი რევოლუციისკენ!"- მოუწოდებს 1969 წლის იუბილეზე შეკრებილ ხალხს ორატორი.image

სეიფ ალ-ისლამის პოპულარული მხარდაჭერა ნათელი გახდება მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შემდეგ. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ არჩევნებს ჩვენს ლიდერთან ერთად " - განმარტავს ბარაკი.

მისცემს თუ არა უფლებას ლიბიის რეჟიმი სეიფ ალ-ისლამს კანდიდატურის წარდგენაზე? Klassekampen-ი ამ კითხვაზე ეგვიპტის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელს რაჰ აჰმედ ჰასანს ესაუბრა.

""რასაკვირველია, სეიფ ალ-ისლამის ბევრი ლიბიელი ტომი მხარს დაუჭერს. თუმცა, ძალიან ადრეა იმის შეფასება, თუ რამდენად რეალურად დაბრუნდება დიდ პოლიტიკაში. რეალობა ისაა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ გააჩნია ძალაუფლება. ყველაფერს ადგილზე მართავს საერთაშორისო ძალები " - თქვა რაჰ აჰმედ ჰასანმა.

ჰასანის თქმით, ლიბიაში ძალაუფლებისთვის იბრძვიან ყატარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე ალჟირი და ეგვიპტე. გარდა ამისა, ბრძოლაში მონაწილეობენ ევროპული ძალები, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, რათა გავლენები განამტკიცონ ახლო აღმოსავლეთში.არ არის იმედი, რომ ასეთ პოლიტიკურ ქაოსში საქმე არჩევნებამდე მივიდეს"

ფაქტები სეიფ ალ ისლამის ბიოგრაფიიდან:


image


1. ლიბიის მოკლული ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟი. ნატოს ინტერვენციის დროს სეიფ ალ-ისლამი იყო ლიბიის მთავრობის "სახე" გარე სამყაროსთვის.

2. სწავლობდა საინჟინროზე ტრიპოლიში და 2008 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 2011 წლის რევოლუციამდე რეფორმის მხარდამჭერი იყო.

3. 2011 წლიდან, საერთაშორისო უმაღლესიო სასამართლოს მიერ იძებნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის.

4. ქალაქ ტრიპოლში სასამართლომ 2015 წელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. გასულ წელს, ის მისრატის ციხიდან ამნისტიით გაათავისუფლეს.









0
366
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0