x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გვამი ჯერ დაჭრეს და ისე გაიტანეს საკონსულოდან

image

უკვე მესამე კვირაა, რაც საერთაშორისო მედიასა და პოლიტიკაში აქტიურად საუბრობენ გამქრალი ჟურნალისტის - ჯამალ ხაშოგის შესახებ. ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ქართველი მკითხველისთვისაც იქნება ცნობილი - ის 2 ოქტომბერს შევიდა საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბოლში, მაგრამ უკან გამოსული აღარავის უნახავს. ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან იყო, რომელმაც ქვეყანა ერთი წლის წინ დატოვა, წავიდა ამერიკაში და "ვაშინგტონ პოსტისთვის" წერდა სტატიებს. გამოირჩეოდა კრიტიკით საუდის არაბეთის მთავრობისა და განსაკუთრებით მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის (მას შემოკლებით მბს-საც უწოდებენ)
მიმართ.

თურქულმა მედიამ 2 ოქტომბრის შემდეგ, მალევე დაიწყო წერა იმის შესახებ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, მისი გვამი ნაწილებად დაჭრეს და ისე გაიტანეს საკონსულოდან. ამისათვის საუდის არაბეთიდან 15 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა შესვლა საკონსულოში დაფიქსირებულია ვიდეო ჩანაწერებში, დაფიქსირებულია მათი გამოსვლაც, თუმცა ხაშოგი აღარ ჩანს. თურქულმა გაზეთმა
Sabah-მა ამ 15 ადამიანის სურათებიც მალევე გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდებოდა თურქულ წყაროებზე დაყრდნობით.

დღეს უკვე CNN და New York Times იმავე შინაარსის სტატიებს აქვეყნებენ, თუმცა უფრო დაზუსტებული ინფორმაციითა და თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მოკლედ აღვწეროთ რას წერენ ისინი:

"თურქმა ოფიციალურმა პირმა სამშაბათს განუცხადა CNN-ს, რომ ხაშოგის გვამი ნაწილებად დაჭრეს მას შემდეგ რაც ის მოკლეს ორი კვირის წინ საუდის საკონსულოში, სტამბულში" - წერს ტელეკომპანია. "განცხადება, რომელიც პირველად New York Times-ში გაკეთდა ხაშოგისთან დაკავშირებით ადრეული გამოძიებისას, ვრცელდება მას შემდეგ, რაც თურქმა ოფიციალურმა პირებმა ჩაატარეს ჩხრეკა საკონსულოში ორშაბათს. ჩხრეკა 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თურქეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუ როგორ გაიტანეს სხეული შენობიდან".

ეჭვს აღძრავს 15 კაციან ჯგუფში შემავალი პირების ვინაობაც. CNN-ის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი ბინ სალმანის ახლო წრეში შემავალი პიროვნებაა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად იყო ჩარეული ან საერთოდ, იყო თუ არა ჩარეული ამ საქმეში მემკვიდრე პრინცი.

საკონსულოსთან დაკავშირებით ეჭვს ბევრი რამ იწვევს, მაგალითად ის, რომ როდესაც თურქმა გამომძიებლებმა მიიღეს უფლება სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესულიყვნენ, საკონსულოს კედლები სრულიად ახლიდან გადაიღება. "ყველგან საღებავის ახალი ფენა იყო გაკეთებული" - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა CNN-ს.

ჩნდება მთავარი კითხვა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობამ? განაგრძეთ კითხვა

0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0