x
image
რუსუდან ნადირაშვილი
რუსთავის პარკში 24 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს

image
.

ასპინძელმა ბიჭმა, ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში ხეზე თავი ჩამოიხრჩო. 24 წლის ბიჭის ცხედარი კულტურისა და დასვენების პარკის დაცვამ ნახა და პოლიციას შეატყობინა. ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს.

.
თვითმხილველების ცნობით, გარდაცვლილს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. როგორც მოგვიანებით გაიკვა, იგი ასპინძი მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა, ბოლო დროს რუსთავში ცხოვრობდა.
.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია. ოჯახის წევვრებისა და ახლობლებისთვის მომხდარი მოულოდნელი იყო და მიზეზებზე ვერავინ საუბრობს.
.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ რუსთავში მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
101
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0