x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნატურალური საშუალება ყელის ტკივილის, სურდოს, ანგინის, ფარინგიტისა და ტონზილიტის სამკურნალოდ
image

ყელის ტკივილი, დაგვეთანხმებით, ძალიან უსიამოვნოა. ყლაპვა გიჭირთ, ლაპარაკი გიძნელდებათ, საერთო მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია. როგორ მოვიქცეთ? ყელის ტკივილს ნუ ეხუმრებით, რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდებით და გართულებებსაც აიცილებთ თავიდან. უმოქმედობა მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას.

imageყელის ტკივილი ცხვირ-ხახის ღუში მიმდინარე ანთებითი პროცესის პირველი სიმპტომია. ეს შესაძლოა იყოს რესპირატორული ვირუსი, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ-ექიმთან ვიზიტია.განსაკუთრებით მაშინ, როცა ყური და ყელი ერთად გტკივათ.სპეციალისტს შეუძლია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები საშიში დაავადებებისგან გაარჩიოს.

თუ სერიოზული ავადმყოფობა გამოირიცხა, შეგიძლიათ გამოსავლებებით დაიწყოთ მკურნალობა. გახსოვდეთ, თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით ძალიან საშიშია. ამან შესაძლოა უფრო დაამძიმოს თქვენი მდგომარეობა. წამალი კანფეტი ნუ გგონიათ, ყველა პრეპარატს თავისი უკუჩვენება აქვთ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ზოგჯერ კი, წამლებზე ეფექტური ხალხური საშუალებებიცაა.


image

წითელი ჭარხლის წვენს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ ყელის ტკივილის სამკურნალოდ. ჭარხლის წვენი ყელის ლორწოვანი გარსის სისხლით მომარაგებას ანორმალიზებს, არბილებს ჩირქოვან ნადებს და საცობებს, აცხრობს ანთებას და შეშუპებას, ხსნის ტკივილს.

ჭარხლის წვენის გამოყენება:

1.უნივერსალური რეცეპტი ყელის ნებისმიერი დაავადებით გამოწვეული ტკივილისას: 200 მლ. ჭარხლის წვენი შეათბეთ 40 გრადუსამდე და დაუმატეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. გამოივლეთ ყელში ყოველ ნახევარ საათში.


2. ჩირქოვანი ანგინის დროს აურიეთ 100 მლ. ჭარხლის წვენი, 1 ს.კ. ხახვის წვენი და 1 ჩ.კ. ნივრის წვენი. დაუმატეთ 100 მლ. თბილი გადადუღებული წყალი. გამოივლეთ ყელში ყოველ სამ საათში.

image3. ვირუსული ფარინგიტის დროს 100 მლ. შემთბარ ჭარხლის წვენს შეურიეთ 2 ს.კ. ახალგამოწურული ლიმონის წვენი. გამოივლეთ დღეში 5-6 -ჯერ.

4. ქრონიკული ტონზილიტის დროს შეურიეთ 200 მლ. შემთბარი ჭარხლის წვენი და 1 ჩ.კ. დინდგელის ნაყენი. გამოივლეთ ყელში დღეში მინიმუმ სამჯერ.image5. გართულებული სურდოს შემთხვევაში, აურიეთ თანაბარი რაოდენობით ჭარხლის წვენი და გადადუღებული თბილი წყალი. მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ ცხვირში, 3-4 წვეთი დღეში 4-ჯერ.

6. ჰემოგლობინის ასაწევად მოამზადეთ ჭარხლის, ვაშლის და სტაფილოს წვენების ნარევი. რეცეპტი მკაცრად გაწერილი არაა, შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ და თაფლი ან ლიმონის წვენი დაამატოთ სურვილის შემთხვევაში.


0
271
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0