x
image
ლეელ
უცნობი ქართული კუთხე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
image

ეს არის პასიონარების თორმეტკაციანი ჯგუფის 4 თვის ნამუშევარი, რომლის შედეგად, რეკორდულ დროში, 200-მდე დასახელების წიგნი გამოიცა.
პროგრამის მთავარი მიმართულებებია:
1. - მუსიკოლოგია და სანოტო წიგნები (პირველად გამოიცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში);
2. - ლექსიკონების ახალი ბრენდი, სახელწოდებით "საბა". (ქართულ-ქართული, ძველი ქართული, სვანური, ლაზური, აფხაზური, ოსური, დაღესტნური ენები, ხეთური ენა, ქართულის დიალექტები), ;
3. - საბავშვო ლიტერატურა, ილუსტრირებული დიაფილმების სტუდიაში შექმნილი ნახატებით; საუკეთესო ქართული ფილმების სცენარები, თარგმნილი ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე; წიგნი "ქართული კინო 110".
4. - სახელოვნებო კვლევები: დავით კაკაბაძის სერია, თბილისური ვერცხლი (პირველი კვლევა), ქართული ავანგარდული წიგნი, თბილისური პორტრეტი, მალშტრემი, H2SO4, ეროტიკა ქართველი ქალების შემოქმედებაში, (პირველი მიმოხილვა), ქართული შრიფტის სახელმძღვანელო, ქართული ორნამენტის კატალოგი;
5. - ახალი საისტორიო წიგნები. ესენია: "ქართული ინდუსტრიის მოკლე ისტორია", "ბეჭდვისა და სტამბების ისტორია", (მოიცავს თბილისის არალეგალური სტამბის ისტორიას), "საქართველოს ახალი ისტორია" (უცხოელი ისტორიკოსებისა და ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების სტატიების კრებული)
6. - ლიტერატურის კვლევები: ბარათაშვილის შემოქმედების კვლევა ფრანგულად, ქართული რეალიზმის მიმოხილვა გერმანულად. ყვარყვარე თუთაბერის პიველი - გერმანული თარგმანი, ვეფხისტყაოსნის თარგმანები: დიმიტრი გულიას თარგმნილი და აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობის მიერ, 1959 წელს გამოსული "ვეფხისტყაოსნისა" და მიხაკო წერეთლის გერმანულად თარგმნილი ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა. ასევე, "სიბრძნე სიცრუისა" გერმანულ ენაზე.
პროგრამის კონცეფციის ავტორი - კოტე ნაცვლიშვილი.
ძირითადი ჯგუფი: კოტე ნაცვლიშვილი, ეკა ბერუაშვილი, მაია ჩიკვაიძე, ნინი ქუთელია, ნანა კაცია, ხათუნა ხუნდაძე, ხათუნა თოდუა, ნუკრი შოშიაშვილი, მათე ნაცვლიშვილი, გიორგი მესხი, მარინე ბერიძე, დათო ჯანიაშილი, მაკა ცომაია.
პროგრამა განხორციელდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
წიგნები გამოიცა პოლონეთის ორ უმხვილეს გამომცემლობაში - PWN (Polish Scientific Publishers) და KEW (The College of Eastern Europe)
პროგრამა საქართველოსა და პოლონეთს შორის ინტელექტუალური და კულტურული მიმოცვლის უპრეცედენტო მაგალითია. Tbilisi - Warsaw - Frankfurt
წიგნების ნაწილი დარჩება ფრანკფურტის ბიბლიოთეკაში; ნაწილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
სტენდზე, სპეციალურად პროგრამისთვის შექმნილი და ხელახლა გამოცემული წიგნების გარდა, წარმოდგენილია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სხელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ლიტერატურა.

imageimageimageimageimageimageimageimage





imageimage



სტატიას საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს მომხმარებელი

Maiachi Ellamos
image

0
73
4-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0