x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ციხის თანამშრომელი,რომელმაც სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო - გუგული მაღრაძის დისშვილია
image


ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გლდანის ციხის ის თანამშრომელი, რომელმაც სუბელიანისა და დეპუტატის საუბარი ჩაიწერა და გამოიტანა, ქართული ოცნების წევრის, გუგული მაღრაძის დისშვილია. ამის შესახებ ელისო კილაძე ფეისბუქში წერს.


„ყურადღება-სკანდალი ! გლდანის ციხის თანამშრომელი ი.პ., რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო-გუგული მაღრაძის დისშვილია?!(ჩანაწერში თავად ასე ამბობს). - წერს კილაძე.


კომენტარებში კილაძეს შეახსენეს, რომ გავრცელებული ცნობით, გუგული მაღრაძეს და საერთოდ არ ჰყავს. თუმცა, კილაძე განმარტავს, რომ ჩანაწერში თავად ციხის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ გუგული მისი დეიდაა.


.

„წერეთ და იკითხეთ-ჩანაწერი მაქვს, სადაც ი.პ. ამბობს გუგული ჩემი დეიდააო ქოცები რას წერენ საინტერესო აღარაა ! ასეა, ჩანაწერებით მოსულები, ჩანაწერებით მიდიან, “ - აღნიშნავს კილაძე.

.

პროკურატურა ირწმუნება, რომ რუსთავი 2-ის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერი, რომელიც ციხეშია ჩაწერილი, პირადი ცხოვრების კადრების მუქარით დაშინებულმა ციხის ერთერთმა თანამშრომელმა ჩაიწერა და გაავრცელა. თანამშრომელს დიალოგის ჩაწერა უცნობმა მუქარით აიძულა.


image

2
768
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
768
  
2018, 17 ოქტომბერი, 17:44
გუგული მაღრაძე რომ ნათესავი გეყოლება მეტი ამაზე უარესი რაღა პირადი უნდა გაგისაჯაროონ რო შეგეშინდეს????
2018, 17 ოქტომბერი, 16:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2