x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ დროს კი თქვენ,ცხელი ყავით მოკალათებული კომფორტული სავარძლიდან გაიძახით, რომ თურმე ზედმეტები მოსდით

image

ზამთარი მოახლოვდა, გარეთ ძალიან აცივდა, თქვენ ყოველ დღე სახლში მიიჩქარით, რომ ცხელი საკვები მიირთვათ, შვილებს, დედებს, მეუღლეებს მოეხვიოთ და ცხელი ყავით მიუსხდეთ ტელევიზორებს კომპიუტერებს და დატკბეთ ცხოვრებით ...
ზაზა სარალიძე და ვახა მაჩალიკაშვილი კი საკუთარი მხეცურად მოკლული შვილების სულის, ღირსების დასაცავად და 21-ე საუკუნეში სრულიად წარმოუდგენელი რამის, რომელიც ისედაც უნდა ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში, დამნაშავე მკვლელების დასჯის მოთხოვნით, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ, პარლამენტის წინ, ღია ცის ქვეშ, წვიმასა და ქარში დღეებსა და ღამეებს ათენებენ.
მაშინ როცა სახელმწიფო ამ მამების გვერდით უნდა იდგეს და ყველა საშუალებას იყენებდეს მათ დასახმარებლად ამ დიდი ტრაგედიის დროს, პირიქით ქართული ოცნება სასტიკი მეთოდებით უსწორდება მათ, იყენებენ სოციალურ ქსელებს, თავიანთ მედიასაშუალებებს, მათ მიერვე დაფინანსებულ ყველაფრისმაკადრებელ ხალხს და ფსიქოლოგიური ტერორის და ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ ამ გამწარებულ მართალ ადამიანებს უკვე თვეების განმავლობაში
ამ დროს კი თქვენ, ცხელი ყავით მოკალათებული კომფორტული სავარძლიდან გაიძახით, რომ თურმე ზედმეტები მოსდით და რომ თურმე მხეცურად მოკლული შვილების მამებმა, რომლებმაც 10 თვეა საამართალი ვერ იპოვეს, 10 თვეა ყველანაირ პროვოკაციას ირიდებენ თავიდან, 10 თვეა ხედავენ როგორ დასეირნობენ მათი შვილების მკვლელები და სახელმწიფო მათ მფარველობს, 10 თვეა ხან პარტიულ იარლიყს აწებებენ, ხან მართულებს ეძახიან, ხან ბავშვის მჩაგვრელებს ხან ვის და ხან ვის და თქვენ კიდევ გამოდიხართ და ენა როგორ გიბრუნდებათ და რამეს როგორ ამბობთ საერთოდ, არ გრცხვენიათ ხალხო⁉️

სახლში მისვლამდე, პარლამენტის წინ გამოიარეთ სულ რამდენიმე წუთით, ამ მამებს ჩახედეთ თვალებში და მერე თქვით ეგ...
ღმერთი დიდია ყველაფერს ხედავს და ყველას საკადრისს მიუზღობს
მანამ კი გირჩევთ საკუთარ გულებში ჩაიხედოთ და ადამიანური ადამიანები გახდეთ

#სოლიდარობაშვილმოკლულმშობლებს
#მამებისიმართლისთვის image

8
242
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
242
  
2018, 17 ოქტომბერი, 22:00
გეთანხმები, სარალიძის საქმე ცალკე თემაა.
სარალიძის საქმე უმარტივესი გასახსნელია, უბრალოდ ვიღაცას თუ ვიღაცეებს არ აწყობთ ამ საქმის გახსნა და ბარიერებს უქმნიან გამოძიებას...
კალანდია ბორის კაკუბავას შვილიშვილია, ბიძამისი, რომელიც ახლა ციხეშია და გამოძიების დასრულებას ელოდება გენპროკურატურის მაღალჩინოსანი იყო.
2018, 17 ოქტომბერი, 20:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 17 ოქტომბერი, 20:31
მესმის და მტკივააა...
2018, 17 ოქტომბერი, 20:28
მაჩალიკაშვილის შვილით დაინტერესება მოხდა მას შემდეგ, რაც მის პროფილში გაჩნდა მისი სურათი "ისლამური ხალიფატის" დროშის ფონზე.
რაც შეეხება ადვოკატების მტკიცებას-ლიკვიდაციის დროს ტელეფონი ეკავაო!
ეს არაა არგუმენტი, ანტიტერორისტული ცენტრის სპეცრაზმს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, ობიექტის მიერ მცირედი მოძრაობის გაკეთებისას მოახდინოს მისი ლიკვიდირება.
2018, 17 ოქტომბერი, 16:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 17 ოქტომბერი, 14:07
მე არ ვიცი რა, ამდენი თვითმხილველი და მონაწილე ყავს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და რაა ამდენი გამოსაძიებელი.
სარალიძის შვილია თუ ალიბაბასი რა მნიშვნელობა აქვს მკვლელები უნდა დაისაჯოს!!!
2018, 17 ოქტომბერი, 13:24
ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ რომ ვახა უნდა დაწერონ და არა მალხაზი... რა საჭიროა ფსევდონიმები, უწოდეთ ის სახელი და გვარი, რაც აქვს
0 1 8