x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ახდენს თუ არა ზეგავლენას ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის ჯანმრთელობაზე?
imageქალების უმრავლესობისთვის, ულტრაბგერითი კვლევა ორსულობისას, აღიქმება როგორც აუცილებელი მოცემულობა და ცოტას თუ უჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა ნაყოფისთვის?

პროცედურა უმტკივნეულოა, მყისიერად იძლევა პასუხებს და უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა, როგორც სხვა სამედიცინო პროცედურებს, ულტრაბგერით კვლევასაც ახლავს გარკვეული რისკები, როგორიცაა არასწორი დიაგნოსტიკა და შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა ნაყოფზე.

არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება ულტრაბგერითი კვლევის უარყოფითი ზეგავლენა დედაზე ან ნაყოფზე. ულტრაბგერა - ეს ენერგიის ფორმაა, რომელიც მოქმედებს იმ ქსოვილზე, რომელშიც გაივლის. ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველი ულტრაბგერებს, როგორც იარაღს, ისე იყენებენ. მაგ: დელფინი ამ ბგერებით თევზებს აბრუებს, არეტიანებს, ვეშაპი - კალმარებს და ა.შ. ამავდროულად, ემბრიონული ულტრაბგერითი გამოკვლევა მონაცემებს იძლევა იმის შესახებ, რომ ნაყოფი ნორმალურად ვითარდება. ეს ოპტიმალური საშუალებაა ორსულობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აი, რა უპირატესობა გააჩნია ამ მეთოდს:

1.ხდება ფეხმძიმობის ვადების და მშობარობის თარიღის დადგენა.


2.მოწმდება, არის თუ არა საშვილოსნოსგარე ორსულობა.

3.ხდება ბავშვის სქესის და ნაყოფის რაოდენობის გაგება.

4.ხდება პათოლოგიების აღმოჩენა ადრეული განვითარების ეტაპზე.

5.ფასდება ნაყოფის ზრდის სისწრაფე.

6.ხდება პლაცენტის და სანაყოფე წყლების გამოკვლევა.

7.ხდება დეფექტებისა და საშიში გენეტიკური დაავადებების გამოვლენა.

8.ხდება მოსალოდნელი გართულებების დიაგნოსტირება.

9.ხდება ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრა.


დიაგნოსტიკის პროცესში მაღალი სიხშირის ტალღები დედის ქსოვილებში და სანაყოფე წყლებში გაივლიან და ნაყოფის ჩონჩხსა და შინაგან ორგანოებზე აირეკლებიან. როგორც ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, ამ დროს ნაყოფის გულისცემა იმატებს. ის მძაფრად რეაგირებს და ცდილობს, თავი დაიცვას გამოსხივებისგან.

ითვლება, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევა ქსოვილის ტემპერატურას 1, 8-2, 7 ფარენგეიტის გრადუსით ზრდის. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ულტრაბგერას, იმპულსურსაც და დოპლერულსაც, შეუძლია მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე მეტად გაათბოს ქსოვილი, განსაკუთრებით ძვლის მიდამოებში, როცა აპარატი ერთ ადგილას 2-3 წამზე მეტხანს ჩერდება.

საზოგადოება შეშფოთდა, როცა გერმანულ გაზეთში Die Zeit იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მათ, ნაყოფის თავის ტვინის უჯრედებზე ულტრაბგერითი კვლევის ნეგატიური ზეგავლენის დემონსტრირება მოახდინეს.

imageსპეციალისტების ჯგუფი, ნეირობიოლოგ პაბლო რაკიჩის ხელმძღვანელობით, სამი დღე იკვლევდა მაკე თაგვებს ულტრაბგერითი მოწყობილობით. ახალდაბადებულ წრუწუნებს ტვინის ნეირონები მათთვის უჩვეულო ადგილას - რუხი ნივთიერების ღრმა ფენებში აღმოუჩინეს. ანუ, იმის ნაცვლად, რომ ნეირონებს მათი ჩვეული ადგილი დაეკავებინათ თავის ტვინის ქერქში, მათ უბრალოდ “გზა აებნათ" და “სწორი" ნეირონებისთვის დამახასიათებელი ქიმიური მახასიათებლები დაკარგეს. შედეგად, უჯრედების სრული მუტაცია მოხდა, დნმ-ის დეფორმაციით.

სხვა კვლევებმა უჩვენა, რომ მოზრდილ თაგვებს, რომლებიც ულტრაბგერით იყვნენ გამოკვლეულნი, 22%-ით შეუმცირდათ უჯრედების დაყოფის სიჩქარე. ასევე, ამ ცხოველებში ორჯერ უფრო სწრაფად ხდებოდა უჯრედების სიკვდილი წვრილ ნაწლავში. აღმოჩნდა, რომ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა რიგ ძუძუმწოვრებში ფილტვების დაზიანებასა და სისხლდენასაც იწვევდა.

imageგასული საუკუნის 90-იან წლებში ნაადრევი მშობიარობებისა და მუცლის მოშლის მაღალი რისკები აღინიშნებოდა. გამოსაკვლევი 9000 ორსული ორ ჯუფად დაჰყვეს. პირველი ჯგუფი საერთოდ არ გადიოდა ულტრაბგერით კვლევას და ორსულობები გართულებების გარეშე მიდიოდა. მეორე ჯგუფში კი, სადაც ულტრაგერითი კვლევები ორსულობის 16-20 კვირაში ჩატარდა, ნაყოფის დაღუპვის 16 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინელი მეცნიერები, ულტრაბგერითი კვლევების ექსპერტიზის შედეგად აცხადებენ, რომ იმატებს აუტიზმის განვითარების რისკი, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, გენეტიკური დარღვევები, სიმსივნე და ალერგია.

ჩვენ ვიცით, რომ დედის სხეულის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა ნაყოფის დეფექტი გამოიწვიოს და თუ ტემპერატურა ულტრაბგერის გავლენით იმატებს, თუნდაც ლოკალურად, ესეც შესაძლოა ნაყოფზე უარყოფითად აისახოს.imageმიუხედავად ლაბორატორიული ცდების შედეგებისა, რომლებიც უჩვენებენ, რომ ულტრაბგერითმა დიაგნოსტირებამ შესაძლოა ქსოვილის ფიზიკური ცვლილებები გამოიწვიოს, არაა დადასტურებული ორსულობისას ნაყოფის ფიზიკურ დეფექტსა და ულტრაბგერით კვლევას შორის კავშირი.

ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხში იმასთანაა დაკავშირებული, რომ დასავლეთის ქვეყნებში ადამიანებზე ცდების ჩატარება ფაქტიურად აკრძალულია და არაეთიკურად ითვლება.

imageექიმები კი ამტკიცებენ, რომ მიღებული შდეგები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ულტრაბგერითი კვლევა სრულიად უსაფრთხო ან პირიქით - საშიშ პროცედურად ჩაითვალოს. რეალურად, მხოლოდ ერთი რამაა დამტკიცებული:ულტრაბგერას შეუძლია მექანიკური და სითბური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ქსოვილებზე ( მათ შორის ბავშვის). თუმცა, ამ პროცედურის გონივრულად გამოყენება არც დედას შეუქმნის საფრთეს და არც ნაყოფს.

განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ამ პროცედურით გატაცება ნამდვილად არ ღირს. სწორედ ამიტომ, სპეციალურად, ცნობისმოყვარეობის გამო, ბავშვის სქესის გასაგებად თუ მისი ფოტოების გადასაღებად ნუ მიმართავათ ექიმს ულტრაბგერითი კვლევის ჩასატარებლად.

პროცედურა მხოლოდ სამედიცინო ჩვენების დროს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კონტროლით უნდა განხორციელდეს.

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0