x
image
მაიკო ქავთარაძე
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2019  ღორის წელიწადია-საინტერესოა, რას გვიმზადებს იგი?
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2019 ღორის წელიწადია...


image

სამართლიანი, ერთგული ძაღლი გზას უთმობს რაინდული ხასიათის მქონე ღორს. იგი რაინდული ხასიათითა და უკიდურესობამდე ფაქიზი ბუნებით გამოირჩევა.



თუ დავუჯერებთ ასტროლოგებს, 2019-ში ყველაფერი უკეთესობისაკენ წავა. ხელსაყრელი წელიწადია როგორც ფინანსურად, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებთაც უჭრით გონება, არიან განათლებულები.


image


მისაღებია, რომ ისწავლოთ თავდაუზოგავი შრომა, განავითაროთ საკუთარი თავი, ღორი ამას ყოველთვის დაგიფასებთ და შესაძებლობას მოგცემთ მიაღწიოთ წარმატებას, წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ.


ახლა ვნახოთ, რას გვპირდება სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს (წლების მიხედვით):

ვეფხვი-მათ კარგი საქმეები და წინადადებები ელით, რომელთა განხორციელებისთვისაც აუცილებელია ბევრი შრომა, რათა მიაღწიონ წარმატებასა და, შესაძლოა, წავიდეს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდაც.

დრაკონი-ბრწყინავს ამ წელსაც. ყველა სიძნელეს ლახავს თავისი მოხერხებულობისა და გამჭრიახობის წყალობით.

ვირთხა-ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის, სიახლეები ელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობასა და ფინანსურ საკითხებში.

კატა-მშვიდი და უდრტვინველი წელიწადი ელოდებათ. იმყარებენ ურთიერთობას შეძენილ მეგობრებთან და სახავენ სამომავლო გეგმებს.

გველი-მისთვის მოუსვენარი წელი იქნება. არ იქნება დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებებში, მართებს უფრო მეტი თავდაჯერება.

თხა-სხვების წარმატებას მისთვის ბედნიერება მოაქვს, რამეთუ შეუძლია ამით ისარგებლოს... იგი კვლავ წინ მიიწევს და შეიძლება თავი ხელოვნებას უძღვნას.

ცხენი-ფინანსურად ძალიან წარმატებული წელი იქნება, აისრულებს ყველა მატერიალურ ოცნებას.

მაიმუნი-ბედნიერებისა და სიყვარულის მომტანი იქნება 2019.

მამალი-ბევრი სამუშაო და წინაღობა შეხვდება, თუმცა მტკიცე ხასიათი დააძლევინებს ყოველივე ცუდს.

ძაღლი-ფიქრობს საკუთარ კეთილდღეობაზე, ოჯახზე. მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს წელიწადი ცხოვრების უკეთესი პირობების შესაქმნელად.

ღორი-ეს წელიწადი ძალიან იღბლიანი იქნება მისთვის, როგორც სიყვარულში, ასევე თავის საქმეებში. თუ დავუჯერებთ ასტროლოგებს, მან შეიძლება მოულოდნელად მიიღოს მემკვიდრეობა ან დიდძალი ფული.

4
5748
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
5748
  
2018, 18 ოქტომბერი, 1:19
გამომრჩენია, გამოვასწორებ :))

ხარი-დატვირთული და მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსე წელიწადი ექნება; გაამყარებს მეგობრებთან ურთიერთობას, მისი მუშაობა იქნება სათანადოდ დაფასებული.
2018, 17 ოქტომბერი, 13:20
მეც ეგ კითხვა მაქვს))
2018, 17 ოქტომბერი, 11:35
ხარი სად არის? :(
0 1 4