x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კოკო შანელი
image კოკო შანელი წარმოადგენს დახვეწილი გემოვნებისა ბრენდს. მან
შემოიტანა ტენდენციები, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს პოპულარობას.სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა, დასაწყისში კი საკუთარი ხელების, ქინძისთავებისა და მაკრატელის გარდა არაფერი ჰქონდა. image შანელს სურდა ყველასათვის ეჩვენებინა, რომ ის ახალი საუკუნის ქალია, სიცოცხლით სავსე, თუმცა ყოველთვის იდუმალი და უცნაური იყო. საკუთარ თავზე მუდამ ქმნიდა მითებს, რომელთა საიდუმლო ცხოვრების ბოლომდე არ გაუხსნია. მალავდა ასაკს, დაბადების ადგილს, მშობლებს, ოჯახურ წარმომავლობას, განათლებას, რომელიც მას არც ჰქონია.

ის 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა, საფრანგეთის ქალაქ სამიურეში ღარიბი ვაჭრის ოჯახში. შანელი ქორწინების გარეშე იყო დაბადებული. მას 2 და და 3 ძმა ჰყავდა, რომელთა შესახებაც არასოდეს საუბრობდა.სურდა ყოფილიყო ერთი, უნიკალური კოკო
შანელი და ასეც შევიდა ისტორიაში. ხუთი წლის ასაკში კოკოს დედა გარდაეცვალა, მამამ კი ბავშვები მაშინვე მიატოვა.გოგონა დებთან ერთად ბავშვთა სახლს მიაბარეს.image

კოკოს, რომელსაც ბავშვობაში გაბრიელს ეძახდნენ, არანაირი კავშირი არ ჰქონია არც კულტურასთან, არც ხელოვნებასთან, ყველაფერი, რაც მომავალში შექმნა, მხოლოდ მისი ნიჭისა დამსახურება იყო. ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ,

მან იცოდა მხოლოდ კერვა, რომელსაც ბავშთვა სახლში ყველა გოგონას ასწავლიდნენ.კერვა მისთვის ჰობი უფრო იყო, ვიდრე ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყარო.
ყოველთვის გემოვნებით ჩაცმულ ახალგაზრდა შანელს საკუთარი თავი მომღერლის ამპლუაში წარმოედგინა. ქალაქ დოვილში დასახლდა და მღეროდა კაბარე "როტონდაში" აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო. სახელის ავტორები "როტონდას" ერთგული კლიენტები - ფრანგული არმიის ოფიცრები იყვნენ. ისინი იამოვნებით ისმენდნენ გაბრიელის მიერ შესრულებულ სიმღერას პარიზის ბულვარში დაჭერილი ლეკვის, კოკოს შესახებ. მხურვალე აპლოდისმენტები სწორედ "კოკოს" სკანდირების ფონზე მიმდინარეობდა. ასე თავისთავად შეცვალა გაბრიელ შანელი კოკო შანელმა.


როტონდაში გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი. მას ძალიან უნდოდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზიაც გაუხსნა. ცოტა ხანში კი გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კაპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. 1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედია იყო შანელისთვის. ამ დროიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ჰქონდა ტრაურის უფლება, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ქალები ტრაურში ეტარებინა.

image


























მან შექმნა თანამედროვე ქალბატონის მოდური სახე.პირველმა

მოიფიქრა საცურაო კოსტიუმის მოდელი, პირველი გაირუჯა
მზეზე სტილისთვის, უარყო კორსეტი, ბიჭურად შეიჭრა თმა
და ასეთი გამოწვევით მსოფლიო შოკში ჩააგდო.მან ძვირფასი
თვლები ყალბით შეცვალა და "იაფფასიანი" ბიჟუტერია
დახვეწილი გემოვნების ნიშანი გახადა. ქვედაბოლო სიგრძეში
დაამოკლა და შემოიღო შარვლები ქალბატონებისთვის, თუმცა
თვითონ იშვიათად იცვამდა, თვლიდა რომ ქალი ვერასოდეს მოიხდენს შარვალს ისე, როგორც მამაკაცი.დიდად სასიამოვნო
შესახედი არც მანდილოსნის მუხლებია, ქვედაბოლომ ისინი
უნდა დაფაროსო და ამიტომ შემოიღო მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა, გრძელი სახელოებითა და მომრგვალებული დეკოლტეთი.
მისი სტილი იყო კლასიკური, კომფორტული და ელეგანტური. "

"პატარა შავი კაბა” გახდა არამარტო ეპოქის არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ლაკონურობა.

ჟურნალები წერდნენ, რომ “ქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, უიმედოდაა ჩამორჩენილი მოდას."
კოკო ამბობდა, ვერ ვხვდები როგორ უნდა გამოვიდეს
ქალი სახლიდან მოუწესრიგებელი, რადგან ეს შეიძლება სწორედ ის დღე იყოს როცა მოულოდნელად
მეორე ნახევარს შეხვდება, რაც საუკეთესო მიზეზია იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდესო.

კოკო შანელი იქცა მოდის აღიარებულ კანონმდებლად. მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი გახდა, მისი კლიენტები
იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები: მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები.image

1920 წელს მან ცნობილ ქიმიკოს–პარფიუმერ ერნესტ ბოსთან დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნა 80 კომპონენტისგან შემდგარი Chanel №5 - "სუნამო ქალის სურნელით", რომელიც დღესაც გამორჩეულია. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს.image


შანელი ამბობდა, რომ მომავალი არ აქვს ქალს, რომელიც სუნამოს არ ხმარობს. მისი აზრით, იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას, შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი ჩაცმულობა, ჩაიცვით უზადოდ და მათ დაამახსოვრდებით თქვენ.
კოკოს ცნობილი სიტყვებია "20 წლის ასაკში გოგონას აქვს სახე, რომელიც ღმერთმა მისცა, 30 წლის ასაკში როგორიც თვითონ შექმნა და 50 წლისას როგორიც დაიმსახურა".
უამრავი თაყვანისმცემლის მიუხედავად, მას არ ჰყოლია არც მეუღლე და არც შვილები. ღრმად მოხუცებული კოკო ბოლო წუთამდე მოქნილ სხეულსა და ელეგანტურობას ინარჩუნებდა. თუმცა ხასიათი გაუფუჭდა, მკერდზე ჩამოკიდებულ პატარა მაკრატელს არ იშორებდა. საკმარისი იყო, თავის მანეკენი სხვა დიზაინერის სამოსში გამოწყობილი ენახა, მაშინვე ნაკუწებად აქცევდა მოდელს და იტყოდა "ასე უკეთესია".

image
































ლეგენდარულმა კუტურიემ 87 წელი იცოცხლა და 1971 წელს პარიზის სასტუმრო "რიცში" სრულ მარტოობასა და ფუფუნებაში გარდაიცვალა, შანელის სტილი კი დღესაც ცოცხლობს და წარმოადგენს მოდის ხელოვნებაში ელეგანტურობის ნიმუშს.

0
566
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0