x
მეტი
  • 22.11.2018
  • სტატია:82969
  • ვიდეო:334284
  • სურათი:440637
რატომ მოსწონთ გოგონებს ე. წ. ცუდი ბიჭები?

გარეგნობა, მბრძანებლური ხასიათი, პირადი თავისუფლება და მუხტი.

მისტიკით სავსე მეამბოხე, აგრესია & ინტრიგა & ვნება & შარმიimageimageმობილურის ნომერს მოგცემს და გეტყვის: ”თუ მოგინდება – დამირეკე!” შემდეგ კი, გაურკვეველი დროით იკარგება.

''ცუდი ბიჭი'' მათთვის გამოწვევაა. ყველა გოგოს სურს, პარტნიორი თავის გემოზე გამოწვრთნას და უკეთესი გახადოს. მოკლედ, მათ მიზნად აქვთ, ბიჭი ბოჰემურ ცხოვრებას მოაშორონ და პრინცად აქციონ: ვუყვარვარ, ის ჩემ გამო შეიცვალა! დედობრივი ინსტინქტი ანდომებთ, ''გზააცდენილ'' ბიჭს დაეხმარონ. გოგონები ეარშიყებიან და დასდევენ.. ფიქრობენ (და ცდებიან), მხოლოდ განსაკუთრებულს ირჩევსო. თამამი და პირდაპირი, ფლირტში დახელოვნებული ბიჭი უამრავი მეგობრით. ''ცუდი ბიჭი'' გრძელვადიანი ურთიერთობისკენ არ ისწრაფვის. საზოგადოებრივი აზრი არ აწუხებს, მათთვის თავდაჯერებული, ძლიერი და ცოტა უგრძნობი ტიპია. მანიპულირება გამოსდის. მერე რა, თუ გოგონებს აჯავრებს, მათი დაცვაც იცის.. ფილმებში ხშირია ''მაგარი ბიჭის'' ფენომენი, ამიტომ სუსქ სქესს მათდამი ზღაპრული მოლოდინი აქვს.

კარგი ბიჭი: ''არ გინდა, სადმე შევხვდეთ?''

ცუდი ბიჭი: ''ჰეი, საღამოს სტარბაქსში მივდივართ და დაუვიწყარი პაემნისთვის მოემზადე!''

კარგი ბიჭი: ''რა მოხდა, რატომ არ მპასუხობ?''

ცუდი ბიჭი: No reaction

პ.ს. კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. ცუდი ბიჭები ყველა გოგოს ერთნაირად ეპყრობიან (მაგ. კარის გაღება), ე. წ. კარგები კი, მეტად ''არჩევენ'' მდედრს გარეგნული კუთხით. იარებს მოვუშუშებ და გულში ჩავიკრავ! - გოგო თავს საჭიროდ გრძნობს და ''ცუდი ბიჭის'' გვერდით რომანტიკა იპყრობს. თანაც, ზოგს ქორწინება შიშს ჰგვრის, ამ ტიპის ბიჭებს კი, ურთიერთობის დაკანონება არ სჩვევიათ. გოგონა ფიქრობს, რომ ''ცელქ ბიჭთან'' ვერ მოიწყენს, ყოველი დღე თავგადასავალი, ახლის აღმოჩენა იქნება. აი, კარიერისტი ქალები კი, მათ მეწყვილობას არ უწევენ, რადგან ქუჩის უსაქმურ, უპერსპექტივო ბიჭებად თვლიან.

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0